ზურაბ პატარაძე: ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ხვალინდელი დღე იყოს უფრო წარმატებული ჩვენი მოსახლეობისთვის და რეგიონისთვის

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ხელმძღვანელ პირებს, სამსახურების უფროსებს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს შეხვდა.

მთავრობის თავმჯდომარემ მოისმინა ინფორმაცია ქალაქში მიმდინარე სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ. ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ყველა პროექტი მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით განხორციელდეს და მათ საჭიროებებზე იქნეს მორგებული.

„მოგვეცა საშუალება, გვემსჯელა მერიის მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით. განვიხილეთ სოციალური, ინფრასტრუქტურული და დაგეგმილი სარეაბილიტაციო ღონისძიებები. ჩვენი პრიორიტეტი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, განვითარება და ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნაა ჩვენი მოქალაქეებისთვის. ყველა ქუჩა, უბანი უნდა იყოს მოწესრიგებული, იყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა და აქტიური მზადება ტურისტული სეზონისთვის.

მიხარია, რომ საკრებულოს თანამშრომლებიც აქტიურად არიან ჩართულები პროცესებში. ასევე, დავგეგმეთ მოქალაქეებთან ერთობლივი შეხვედრების გამართვა, რათა მათი საჭიროებები და პრობლემები დროულად იქნეს განხილული და გადაწყვეტილი. მოსახლეობის მიერ დასმული საკითხების მოგვარება არის აჭარის მთავრობის, მუნიციპალიტეტის და ყველა ჩართული რგოლის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ხვალინდელი დღე იყოს კიდევ უფრო წარმატებული ჩვენი მოსახლეობისთვის და ჩვენი რეგიონისთვის“, - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აჭარის მთავრობასა და ბათუმის მუნიციპალიტეტს შორის მჭიდრო და კოორდინირებული თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ქალაქის განვითარების პროცესში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1777997105

ახალი ამბები

სოზარ სუბარი: ცხადი იყო, რომ ოპოზიციის რეგიონებში გასვლა კრახით დასრულდებოდა, რადგან მათ ხალხთან არ მიესვლებათ და საზოგადოებისთვის სათქმელიც არაფერი აქვთ

ოპოზიციის რეგიონებში აქტიურობასა და მათ მიერ შექმნილ ალიანსებზე ისაუბრა პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა. მისი განცხადებით, ოპოზიციას საზოგადოებასთან კომუნიკაცია უჭირს და რეგიონებში მა...

სოზარ სუბარი

1777995662

ახალი ამბები

ვატო შაქარიშვილი: ხელისუფლების დღევანდელი საგარეო პრიორიტეტები საფრთხის შემცველია

ხელისუფლების დღევანდელი საგარეო პრიორიტეტები საფრთხის შემცველია, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა ვატო შაქარიშვილმა. მისი თქმით, ნაცვლად იმისა, რომ დიპლომატია მომარ...

ვატო

1777995310

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი: ევროკავშირს, რომელმაც გაართულა ურთიერთობა თბილისთან და ბაქოსთან, სურს, წარმოაჩინოს თავისი ინტერესი და თითქოს პოლიტიკური ცენტრი გადაიტანოს ერევნისკენ, თუმცა ეს არც ერევნისთვის იქნება სასარგებლო

ერევანში გამართული ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტის შესახებ ისაუბრა პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა. მისი შეფასებით, ეკონომიკური ნაწილი დაკავშირებული იყო ალტერნატიულ გეოგრაფი...

დავით ქართველიშვილი

1777994248

მსოფლიო

CNN: ამერიკის მოსახლეობა ბენზინგასამართ სადგურებზე ახლა 50%-ით მეტს იხდის, ვიდრე ირანში ომის დაწყებამდე

„ამერიკის ავტომობილების ასოციაციის (AAA) ბოლო მონაცემებით, აშშ-ში ბენზინის ფასმა თითქმის 3 ცენტით მოიმატა და ერთი გალონი (დაახლოებით 3.78 ლიტრი) „რეგულარის“ ტიპის საწვავის საშუალო ფასმა 4.48 დოლარი შე...

ბენზინი

1777993363

ახალი ამბები

გიორგი გაბუნია: ვფიქრობ, პრეზიდენტ ზელენსკისთვის დიდი პატივი იყო პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან საუბარი

ვფიქრობ, პრეზიდენტ ზელენსკისთვის დიდი პატივი იყო პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან საუბარი და მნიშვნელოვანია, რომ ურთიერთობების ზოგადი სიჯანსაღე ქვეყნებს შორის შენარჩუნდეს, - ასე გამოეხმაურა გიორგი გაბუნია...

გიორგი გაბუნია