თამარ ჩიბურდანიძე: ევროკავშირის დაბადება ევროპული ფაშიზმის დამარცხების შემდეგ გახდა შესაძლებელი, ვინც იმ ბრძოლას არ აფასებს, ის ვერც ამ ევროპას შეაფასებს რეალურად

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე 9 მაისს, როგორც „ევროპის დღის“ და ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღმნიშვნელ თარიღს, სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ 9 მაისი ევროკავშირის დაბადების დღედ მხოლოდ იმის გამო დაწესდა, რომ ევროპულ სახელმწიფოებს აღარასდროს დაეშვათ ფაშიზმი და ომები.
ექსპერტის თქმით, საქართველოს მოსახლეობისთვის იმდენად მტკივნეულია ევროკავშირის ხელმძღვანელობის ბოლოდროინდელი უსამართლო და არადემოკრატიული ქმედებები, რომ „ევროპის დღის“ მისალოც ბანერებს სოციალურ ქსელში აქა-იქ თუ ნახავ.
„ქართული ოპოზიცია დღეს მასშტაბური აქციით „ევროპის დღეს“ აღნიშნავს და არ იმჩნევენ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, რის შედეგადაც შეიქმნა ევროკავშირი. ჩვენი წინაპრების სისხლით მოპოვებულ გამარჯვებას არაფრად აგდებენ და მათ მონაპოვარს ზეიმობენ.
9 მაისი ევროკავშირის დაბადების დღეა იმის ნიშნად, რომ ევროპულ სახელმწიფოებს აღარასდროს დაეშვათ ფაშიზმი და ომები. ახსოვს დღევანდელ ევროპას და მათ დაქირავებულ ქართულ ოპოზიციას ეს? არა მგონია! ევროკავშირის დღევანდელი ხელმძღვანელობის ქმედებები ამის საწინააღმდეგოდ მეტყველებს. არც ევროპაში გამეფებული ლიბერალური ფაშიზმი არის იმ სულისკვეთების გამოძახილი, რა სურვილითაც დაიბადა იდეა ევროპული კავშირის შექმნის.
ქართველი ხალხისთვის იმდენად ტკივილიანია ევროკავშირის ხელმძღვანელობის ბოლოდროინდელი უსამართლო და არადემოკრატიული ქმედებები, რომ სოციალურ ქსელში აქა-იქ თუ ნახავთ „ევროპის დღის“ მისალოც ბანერებს. სამაგიეროდ, აჭრელებულია ფაშიზმზე გამარჯვების მილოცვებით. თუ ვინმეს აინტერესებს ქართველი ხალხის აზრი, გადახედოს სოციალურ ქსელს და ყველაფერს გაიგებს. რატომ? იმიტომ, რომ იმას, ვისაც არ უნახავს მაშინდელი ფაშიზმის სისასტიკე, დღეს განიცდის იგივე სისასტიკეს ჰიბრიდული ომის პერიოდში. სწორედ ამიტომ უპირატესი გახდა ჩვენი საზოგადოებისთვის მშვიდობა, სამართლიანობა და სუვერენიტეტი!
ვულოცავ ევროპას და ყველა ქართველს „ევროპის დღეს“, ვისთვისაც ძვირფასია ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებები, ვისაც გული შესტკივა დღევანდელი ევროპის არაევროპული ქმედების გამო და ვისაც არასოდეს ავიწყდება, რომ ევროკავშირის დაბადება ევროპული ფაშიზმის დამარცხების შემდეგ გახდა შესაძლებელი. ვინც იმ ბრძოლას არ აფასებს, ის ვერც ამ ევროპას შეაფასებს რეალურად,“ - წერს თამარ ჩიბურდანიძე.
1746808898
მსოფლიოსიარტო: უნგრეთმა ორი უკრაინული დიპლომატი ჯაშუშობის ბრალდებით, ქვეყნიდან გააძევა
„უნგრეთმა ორი უკრაინული დიპლომატი ჯაშუშობის ბრალდებით, ქვეყნიდან გააძევა“, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიარტომ განაცხადა. როგორც სიარტომ აღნიშნა, ორი „ჯაშუში“, რომლებიც, სა...
1746807223
საზოგადოებამაჭავარიანი: ძალიან სამწუხაროა დიპლომატიური კორპუსის მხრიდან ასეთი მიდგომა - როდესაც უნდათ, რაღაცაში ერევიან, როდესაც არ აწყობთ, რომ ეს ხმამაღლა გააჟღერონ, მაშინ ამბობენ, რომ ჩვენ არაფერში არ ვერევითო
„ძალიან სამწუხაროა დიპლომატიური კორპუსის მხრიდან ასეთი მიდგომა, რომ როდესაც უნდათ, რაღაცაში ერევიან, როდესაც არ აწყობთ, რომ ეს ხმამაღლა გააჟღერონ, მაშინ ამბობენ, რომ ჩვენ არაფერში არ ვერევითო“, - ამის...
1746806350
საზოგადოებაირმა ხახუტაიშვილი: „ნიკორაში“ შევედი, 20 ახალგაზრდაა ჩემს წინ, ხელში აქვთ ევროპული ქვეყნების დროშები, უცებ სმ-ს მოდის ერთ-ერთის ტელეფონზე, მეორე ეუბნება, ხომ გითხარი შენც ჩაგერიცხებათქო, რამდენიაო - 200-იო პასუხობს - მოკლედ, რა ფულს ხარჯავს ევროპა
„ფეისბუკ“ მომხმარებელი ირმა ხახუტაიშვილი ერთ-ერთ სუპერმარკეტში მომხდარი ამბის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. როგორც ხახუტაიშვილი აღნიშნავს, სუპერმარკეტში სალაროსთან დგომისას, „სმს ხმა მოდის ჩემს წინ მდ...
1746806038
საზოგადოებაგიორგი კახიანი: გარკვეული ძალები ცდილობენ, რომ ხელისუფლებაში იყოს არა ის ძალა, რომელიც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს დაიცავს, არამედ ძალა, რომელიც ქვეყნის გარედან მიღებულ დავალებებს შეასრულებს
გარკვეული ძალები ცდილობენ, რომ ხელისუფლებაში იყოს არა ის ძალა, რომელიც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს დაიცავს, არამედ ძალა, რომელიც ქვეყნის გარედან მიღებულ დავალებებს შეასრულებს, - განაცხადა დღის ქრონიკაშ...
1746804548
საზოგადოებაპატრიარქი: დღეს, როდესაც მსოფლიო არაერთი ურთულესი გამოწვევის წინაშეა, 80 წლის წინ გაღებულმა უდიდესმა მსხვერპლმა და განსაცდელმა ყველას კიდევ ერთხელ უნდა შეახსენოს მშვიდობისათვის ზრუნვის აუცილებლობა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II საზოგადოებას ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავს სოციალურ ქსელში ულოცავს. „ყველას გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავს. ეს დღე მოიცავს და თავის თავში...