თბილისის ადგილობრივი განვითარების რეგიონული ფორუმი გაიხსნა

დედაქალაქი თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმს (TBILISI RFSD) სახელწოდებით - „მშვიდობის როლი მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში“ მასპინძლობს.

ღონისძიება თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით იმართება. ის ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ფორუმი მისასალმებელი სიტყვით თბილისის მერმა კახა კალაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გახსნა. საკუთარ გამოსვლაში დედაქალაქის მერმა ყურადღება მშვიდობის მნიშვნელობაზე გაამახვილა და საერთაშორისო ორგანიზაციების, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს, ექსპერტებს, ფორუმის ყველა მონაწილესა და დამსწრე საზოგადოებას ღონისძიებაში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.

„წლევანდელი ფორუმი ყველაზე მასშტაბურია და მისი თემატიკაა „მშვიდობის როლი მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში“, რაც პირდაპირ ეხმიანება ჩვენს ერთობლივ მისიას - შევინარჩუნოთ მშვიდობა. არაერთხელ გვითქვამს, რომ არამხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ რეგიონში და ზოგადად, მსოფლიოში, დღეს მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. შესაბამისად, ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შენარჩუნებული იყოს მშვიდობა, რადგან ის გვაძლევს საშუალებას, მოვახდინოთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და წინსვლა.

ბოლო წლების განმავლობაში, უკრაინაში და ზოგადად, მთელ მსოფლიოში განვითარებულმა მოვლენებმა, კიდევ ერთხელ შეგვახსენა მშვიდობის ფასი და უალტერნატივობა. ეკონომიკური ზრდა, დასაქმება და ინვესტიციების მოზიდვა სწორედ მშვიდ, სტაბილურ და გაწონასწორებულ ქვეყანაში მიიღწევა. ამიტომ, მშვიდობა არ არის მხოლოდ სახელმწიფოებრივი სტრატეგიის, სამხედრო ან პოლიტიკური დღის წესრიგის რიგითი საკითხი. ის არის ფუნდამენტური სოციალური და ეკონომიკური რესურსი, რომელიც განაპირობებს ქვეყნის განვითარებას ყველა მიმართულებით, იქნება ეს ინვესტიციების მოზიდვა, ტურისტული პოტენციალის ზრდა თუ სხვა არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, წლევანდელი ფორუმი ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს ეხმიანება, როგორებიცაა: ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა და ინოვაციები, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, უძრავი ქონების ბაზარი და თანამედროვე ტენდენციები სამშენებლო სექტორში. ღონისძიების მონაწილეები ასევე იმსჯელებენ დემოგრაფიისა და მიგრაციის, სივრცითი მოწყობის, სატრანსპორტო რეფორმისა და ქალაქის განვითარებისთვის საჭირო სხვა მნიშვნელოვან თემებზე.

„ჩვენი სტრატეგიული მისწრაფება ეკონომიკური ზრდისა და მდგრადი განვითარების დამატებითი წინაპირობების შექმნაა, რაც თავის მხრივ, მოიცავს სისტემური ეკონომიკური საფუძვლების, ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკის, ინოვაციური ეკოსისტემის, ჯანდაცვის მუნიციპალური სერვისების შემუშავებასა და გაძლიერებას. გისურვებთ პროდუქტიულ მუშაობას და ეფექტიან თანამშრომლობას იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი დედაქალაქი კიდევ უფრო უკეთესი გავხადოთ; ვიყოთ ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი იმ პატარა ქვეყნისა, რომელსაც კულტურის, დამწერლობის, მევენახეობა-მეღვინეობისა თუ სხვა არაერთი ღირსების პარალელურად, შეუძლია, იყოს ქვაკუთხედი მშვიდობის შენების, განვითარებისა და ინოვაციების დანერგვის საკითხებში“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმის (TBILISI RFSD) ფარგლებში, დედაქალაქი, ყოველწლიურად, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონის სპიკერებს, სხვადასხვა დარგის ექსპერტებს, მუნიციპალიტეტებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს მასპინძლობს.

ღონისძიების მიზანი გამოცდილების, თანამედროვე მიდგომებისა და იდეების გაზიარებაა, რომელიც თანამშრომლობის ჩამოყალიბებისა და ქალაქების განვითარების მდგრად და გრძელვადიან პერსპექტივას ქმნის. ფორუმზე განხილული იქნება ისეთი თემები, როგორებიცაა: მდგრადი ეკონომიკური განვითარება, 8 000-წლიანი ტრადიციული მეღვინეობა, ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა და ინოვაციები, განახლებადი ენერგიის მოხმარება და განვითარება, ცირკულარული ეკონომიკა, თანამედროვე ტენდენციები სამშენებლო სექტორში და სხვა.

ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს მთავრობის წევრები, მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს წარმომადგენლები, ადგილობრივი და საერთაშორისო გამომსვლელები, ექსპერტები სხვადასხვა სფეროდან, ასევე, ბიზნესსექტორის, აკადემიური წრეებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1749221146

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: მილიონი საკითხია, რაზეც ჩვენ გვაკრიტიკებენ და თავიანთ ქვეყანაში ეს ყველაფერი დაშვებულია, არ სიამოვნებთ ქართველებს ეს ყველაფერი და კარგავენ ნდობას ევროკავშირის მიმართ

მილიონი საკითხი შემიძლია ჩამოვთვალო, რაზეც ჩვენ გვაკრიტიკებენ და თავიანთ ქვეყანაში ეს ყველაფერი დაშვებულია. ძალიან არ სიამოვნებთ ქართველებს ეს ყველაფერი და კარგავენ ნდობას ევროკავშირის მიმართ, რაც თავ...

ლევან მაჭავარიანი

1749219455

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი ოპოზიციაზე: ძალიან კარგი იქნება თუ ყველა მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, ვინაიდან მათი რეალური რეიტინგის ლუსტრირება მოხდება და მთლიანად შერცხვებიან მათი ამომრჩევლის წინაშე

„საბოლოო ინსტრუქცია, როგორი იქნება ჯერ არ ვიცით“, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა, ოპოზიციის არჩევნებში მონაწილეობასთან დ...

ლევან მაჭავარიანი

1749218948

საქართველო

სუსი: რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ძმები - ტარიელ და ლეონიდე თენაძეები უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდნენ

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ძმები: ტარიელ და ლეონიდე თენაძეები უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდნენ და...

ტარიელ და ლეონიდე თენაძეები

1749218226

ახალი ამბები

გია ვოლსკი: „ლელო“ და ანა დოლიძე ერთად იქნებიან თუ ცალ-ცალკე, საქართველოსთვის დიდი დანაკარგი არ იქნება, ამ ხალხს ქვეყნისთვის სიკეთე არ უნდა

„საქართველოსთვის დიდი დანაკარგი არ იქნება, „ლელო“ ანა დოლიძესთან ერთად იქნება თუ ცალკე“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, მათ წარმატება არც ერთად და...

ვოლსკი

1749217855

მსოფლიო

The Wall Street Journal: ტრამპმა შესაძლოა მასკისგან ნაყიდ Tesla-ს ავტომობილზე უარი თქვას

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მის მიერ ნაყიდი Tesla-ს მარკის ავტომობილზე, შესაძლოა, უარი თქვას. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი თეთრი სახლის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც გამო...

ტრამპიტრამპი