თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბს ლევან მაჭავარიანი უხელმძღვანელებს

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი დაასახელა.
„რა თქმა უნდა, ყველაფერს სჭირდება თავი, ყველაფერს სჭირდება ხელმძღვანელი. თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად მინდა წარმოგიდგინოთ ლევან მაჭავარიანის კანდიდატურა. ლევანს ყველა კარგად იცნობთ, ის ჩვენი თანამებრძოლი, ჩვენი გუნდის წევრი და ღირსეული ადამიანია. ის აქტიურად არის ჩართული დედაქალაქის საარჩევნო პროცესებში და რა თქმა უნდა, მას აქვს ჩვენი მხრიდან ძალიან დიდი ნდობა. მას აქვს აღებული უდიდესი პასუხისმგებლობა, რომ პირველივე ტურში უნდა გავიმარჯვოთ და ამ მეტად საპასუხისმგებლო ვითარებაში, რა თქმა უნდა, ჩვენი ყველას მხარდაჭერა და თანადგომა - ლევანის და ჩვენი გუნდის მიმართ არის მნიშვნელოვანი. წარმატებას ვუსურვებ ლევანს და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერად აუცილებლად გავიმარჯვებთ“, - განაცხადა კალაძემ.
1757013877
საზოგადოებავოლსკი: შთაბეჭდილება მრჩება, რომ ევროკომისიაში გაგზავნილ წერილს არ წაიკითხავენ, რადგან სხვა გეგმაა და ეს გეგმა გაცილებით უფრო სერიოზულია, ვიდრე იმის განხილვა, კანდიდატი ქვეყანა რა ეტაპზე იმყოფება ინტეგრაციის თვალსაზრისით
შთაბეჭდილება მრჩება, რომ ევროკომისიაში საქართველოს მიერ გაგზავნილ წერილს არ წაიკითხავენ. არ აინტერესებთ, სხვა მიზანი, ინტერესი და გეგმაა და ეს გეგმა გაცილებით უფრო დიდი და სერიოზულია, ვიდრე იმის განხი...
1757011853
მსოფლიოჯორჯო არმანის გარდაცვალების გამო მილანში გლოვის დღე გამოცხადდა
მილანის მერმა, ჯუზეპე სალამ ცნობილი იტალიელი დიზაინერის, ჯორჯო არმანის გარდაცვალების გამო ქალაქში გლოვა გამოაცხადა. როგორც ადგილობრივი გამოცემა Il Giornale-ი იუწყება, გლოვის დღედ 8 სექტემბერი გამოცხად...
1757009633
საზოგადოებასაქალაქო სასამართლოში მტრულ საქმიანობაში დახმარების, საბოტაჟისა და კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ მოქმედების შესახებ გამოძიების ფარგლებში გიორგი მშვენიერაძე გამოიკითხა
საქალაქო სასამართლოში მტრულ საქმიანობაში დახმარების, საბოტაჟისა და კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ მოქმედების შესახებ გამოძიების ფარგლებში, „დემოკრატიის მცველების“ ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე გამო...
1757008926
სპორტისაქართველოს ეროვნული ნაკრები თურქეთთან დამარცხდა
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის ეგიდით პირველი შეხვედრა თბილისში, „დინამო არენაზე“ თურქეთის ნაკრებთან ჩაატარა. საქართველოს ნაკრები თურქეთთ...
1757008896
საზოგადოებახვიჩა კვარაცხელიამ თურქეთის ნაკრებს გოლი გაუტანა
ხვიჩა კვარაცხელიამ თურქეთთან მატჩში სხვაობა შეამცირა, ქართველმა ფეხბურთელმა მეტოქის კარში გოლი გაიტანა და ანგარიში 2:3 გახდა.