თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს - დაკავებულია 6 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, სამეგრელო - ზემო სვანეთის, იმერეთისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს - დაკავებულია 6 პირი, 1 კი მხილებულია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად წარსულში ნასამართლევი 1984 წელს დაბადებული გ.ნ. დააკავეს.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად სანადირო თოფი, ხელყუმბარა, ამფეთქი ფალია და ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ ამოიღეს.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოსა და საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული ა.პ. დააკავეს.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, ხმის ჩამხშობი მაყუჩი და 35 ვაზნა.

გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთისა და ჩოხატაურის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2 პირი დააკავეს.

სამართალდამცველებმა 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.კ.-ს პირადი ჩხრეკისას, პისტოლეტი, მჭიდი და 7 ვაზნა ამოიღეს.

ხოლო, 1964 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ასევე ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ბრალდებით დაკავებული ი.ო.- სგან, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო და ჩხოროწყუს რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული ზ.ს. დააკავეს, ხოლო 1971 წელს დაბადებული
პირი ამხილეს.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია: 2 პისტოლეტი, მჭიდი და 2 ვაზნა.

იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული ლ.გ. დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას რევოლვერი და 4 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 11 პრიმა 151-ე და 273-ე (პრიმა) მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აცხადებენ უწყებაში.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1715604490

საზოგადოება

საქართველოში ბრიტანეთის საელჩო: სავიზო სააპლიკაციო ცენტრი, რომელიც პარლამენტთან ახლოს მდებარეობს, აქციისა და პოლიციის კორდონის გამო დაიკეტა

 საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო გაერთიანებული სამეფოს სავიზო სააპლიკაციო ცენტრის დაკეტვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „ყურადღება, მნიშვნელოვანი განმარტება სავიზო სააპლიკაციო ცენტრის დრ...

ზოგადი

1715546829

ჰოროსკოპი

13 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? ვერძი ამ დღეს არცთუ ისე საინტერესოა საუბრები დიდ დროს წაგართმევთ, თუმცა საეჭვოა, მათი თავიდან აცილება შეძლოთ...

იანავრი

1715543161

საზოგადოება

გიორგი მამარდაშვილი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა

გიორგი მამარდაშვილი დისკვალიფიკაციის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა და თანაც ბრწყინვალედ, ლა ლიგაში „ვალენსიას“ „რაიო ვალეკანოსთან“ ქულის მოპოვებაში დაეხმარა (0:0) და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ (MVP) დაასახ...

იტალია

1715540360

საზოგადოება

ქუჩების ჩამონათვალი, სად შუქი გაითიშება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 13 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.  ნაძალადევის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმ...

შუქის შეზღუდვა

1715537227

ახალი ამბები

ბრეგაძე: პროფესორი გაიფიცოს და ლექცია არ ჩაუტაროს სტუდენტს, რომელიც ცოდნის მისაღებად უნივერსიტეტს ფულს უხდის, კატეგორიულად მიუღებელია

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება. „პროფესორი გაიფიცოს და ლექცია არ ჩაუტაროს სტუდენტს, რომელიც ცოდნის მისაღებად უნივერსიტეტს ფულს უხდის, მთელ რ...

რატი ბრეგაძე