თბილისში, „რატის ბარში“ მომხდარი მკვლელობის ფაქტზე პროკურატურამ ორ პირს ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში, „რატის ბარში“ მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება განზრახ მკვლელობის მუხლით, ხოლო მეორე პირს - დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით წარუდგინა.
პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 11 მაისს, დაახლოებით, 05:30 საათზე, თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე „რატის ბარში“, ბრალდებულმა დაზარალებულს დანით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა. დაზარალებული მიყენებული დაზიანებების შედეგად შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.
„მეორე ბრალდებულმა, რომელიც დანაშაულის ჩადენისას იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე და იცოდა, რომ ჩადენილი იყო განსაკუთრებით მძიმე დანაშაული - განზრახ მკვლელობა, აღნიშნულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები იმავე დღეს დააკავეს. ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ხულიგნური ქვენაგრძნობით), წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მეორე ბრალდებულს ბრალდება სსკ-ის 376-ე მუხლის მეორე ნაწილით (დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - აცხადებენ პრკურატურაში.
1747059274
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: როგორ შეიძლება ამ პატარა ქვეყნისგან ითხოვდნენ ევროკავშირიდან ისეთი ნაბიჯების გადადგმას და გადაწყვეტილებების მიღებას, რომელიც შეიძლება იყოს დამღუპველი და დამანგრეველი საქართველოსთვის
ფაქტია, რომ მსოფლიო პოლიტიკური დღევანდელობა არის შეცვლილი. თუკი ევროკავშირი, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელისუფალნი და ევრო ბიუროკრატები ამ მოცემულობას თვალს არ გაუსწორებენ ბუნებრივია, რომ ისეთი პრო...
1747058510
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტ თეოდოროს რუსოპულოსს შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა საქართველოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და მიმ...
1747057907
სპორტიყაზახეთის გრანდ სლემზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ასპარეზობა ორი მედლით დაასრულა
ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში ძიუდოს გრანდ სლემი გაიმართა, რომელშიც ქართველი ძიუდოისტებიც მონაწილეობდნენ. ქართველმა სპორტსმენებმა ტურნირზე ასპარეზობა ორი ბრინჯაოს მედლით დაასრულეს. ბრინჯაოს მედლებს საბ...
1747056857
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: არის ადამიანები, რომლებიც ხან მჩხიბავებს მოიყვანენ აქციაზე, რიტუალებს ატარებენ, კუბოს წვავენ. მათ აღიზიანებთ ისეთი ტიპის ბანერები, რომელიც გულისხმობს, რომ არავის არ დავემონებით. მათ ვიღაც უნდა კარნახობდეს დღის წესრიგს
არის ადამიანები, რომლებიც ხან მჩხიბავებს მოიყვანენ აქციაზე, რაღაცა რიტუალებს ატარებენ, კუბოს წვავენ და ა.შ. მათ აღიზიანებთ ისეთი ტიპის ბანერები, რომელიც გულისხმობს, რომ არავის არ დავემონებით. მათ ვიღა...
1747056761
საზოგადოებაGEO11-ისა და „ბარსელონას“ ლეგენდების მატჩის მონაწილეთა საბოლოო შემადგენლობები ცნობილია
16 მაისს თბილისში, „დინამო არენაზე“ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ლეგენდები (GEO11) „ბარსელონას“ ლეგენდებს უმასპინძლებენ. შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პი...