დავით მათიკაშვილი: როგორ შეიძლება ამ პატარა ქვეყნისგან ითხოვდნენ ევროკავშირიდან ისეთი ნაბიჯების გადადგმას და გადაწყვეტილებების მიღებას, რომელიც შეიძლება იყოს დამღუპველი და დამანგრეველი საქართველოსთვის

ფაქტია, რომ მსოფლიო პოლიტიკური დღევანდელობა არის შეცვლილი. თუკი ევროკავშირი, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელისუფალნი და ევრო ბიუროკრატები ამ მოცემულობას თვალს არ გაუსწორებენ ბუნებრივია, რომ ისეთი პრობლემები შეიძლება შეიქმნას ევროკავშირში, რომლის ჩანასახებიც უკვე ჩანს, რამაც შეიძლება ძალიან მძიმე შედეგები მოუტანოს ამ სახელმწიფოთა გაერთიანებას, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.
„ეს მოცემულობა, როგორც უკრაინაში რუსეთის ბრუტალური შეჭრის შემთხვევაში, ასევე შეერთებულ შტატებში ახალი პრეზიდენტის ლაიტმოტივად გადევნებულ წიაღსვლებს ეხება. იმ მოცულობას, რაც ერთი მხრივ ჩინეთის და ინდოეთის მსოფლიო პოლიტიკურ არენაზე ასე მკაფიოდ გამოსვლის ტენდენციებს ახლავს. ყველაფერმა ამან თუკი ევროკავშირი, ევროპის კონტინენტი არ იქნება განმსჭვალული არა რაღაც იმ ახალი ტენდენციების აყოლით, რომ თითქოს უმრავლესობამ მიიღოს გადაწყვეტილებები და არ იყოს კონსენსუსი დაცული, არამედ თუკი არ მოხდება კონტინენტზე არსებული ხალხების და სახელმწიფოების რეალური სურვილების გაგების და მოსმენის წიაღში თუ არ იქნება ევროკავშირის ბიუროკრატია, ეს პრობლემები კიდევ უფრო მეტად გაღვივდება.
ეს გამოცდილება, როგორც ევროკავშირმა მიიღო საქართველოსთან მიმართებაში, ასვე საქართველომაც დაინახა თუ როგორი უსამართლო შეიძლება იყოს ეს ერთი მხრივ პოზიტიური და პროგრესული სახელმწიფოთა გაერთიანება. როგორ შეიძლება ამ პატარა ქვეყნისგან ითხოვდნენ ევროკავშირიდან ისეთი ნაბიჯების გადადგმას და გადაწყვეტილებების მიღებას, რომელიც შეიძლება იყოს დამღუპველი და დამანგრეველი საქართველოსთვის და ეს ყველაფერი ისე იქნეს წარდგენილი, თითქოს საქართველო მსოფლიო პროგრესულ ტენდენციებს ფეხს არ აყოლებს. სიადვილეში ყველაფერი პირიქითაა და ეს ყველაფერი კარგად დაგვანახა უკრაინაში ომის გაგრძელებამ, დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდგომ არსებულმა ვითარებამ და ა.შ. სიმახვილე გახდა ცნობილი, რომ საქართველო იცავს ამ ღირებულებებს და ევროპის კონტინენტზე მშვიდობის დამყარებაში მცირე, მაგრამ გარკვეულ გავლენას ახდენს“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
1747064205
მსოფლიოტრამპი: ევროკავშირი მრავალი თვალსაზრისით ჩინეთზე უფრო საზიზღარია
ევროკავშირის მიმართ კრიტიკული განცხადების გაკეთებისას, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ აშშ წლების განმავლობაში „სოციალისტური ჯანდაცვის სისტემების სუბსიდირებას“ ახორციელებდა. „გერმანიაში და ევროკავშირის ყვ...
1747061480
საზოგადოებამეუფე შიო: უფალმა თავისი კაცთმოყვარეობით შეგვინახა, გადაგვარჩინა და დღემდე მოგვიყვანა - გავაძლიეროთ ღვთისგან ბოძებული უდიდესი საუნჯე - მართლმადიდებელი სარწმუნოება და ღვთისმშობლისადმი წილხვდომილი ჩვენი სამშობლო
ჩვენი წინაპრები მუდამ ცდილობდნენ, ეპასუხათ მოწოდებისთვის და ამ გზით ევლოთ. ამიტომაც, უფალმა თავისი მადლითა და კაცთმოყვარეობით შეგვინახა, გადაგვარჩინა და დღემდე მოგვიყვანა და თუ გვინდა, რომ ამიერიდანაც...
1747058510
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტ თეოდოროს რუსოპულოსს შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა საქართველოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და მიმ...
1747057907
სპორტიყაზახეთის გრანდ სლემზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ასპარეზობა ორი მედლით დაასრულა
ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში ძიუდოს გრანდ სლემი გაიმართა, რომელშიც ქართველი ძიუდოისტებიც მონაწილეობდნენ. ქართველმა სპორტსმენებმა ტურნირზე ასპარეზობა ორი ბრინჯაოს მედლით დაასრულეს. ბრინჯაოს მედლებს საბ...
1747056857
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: არის ადამიანები, რომლებიც ხან მჩხიბავებს მოიყვანენ აქციაზე, რიტუალებს ატარებენ, კუბოს წვავენ. მათ აღიზიანებთ ისეთი ტიპის ბანერები, რომელიც გულისხმობს, რომ არავის არ დავემონებით. მათ ვიღაც უნდა კარნახობდეს დღის წესრიგს
არის ადამიანები, რომლებიც ხან მჩხიბავებს მოიყვანენ აქციაზე, რაღაცა რიტუალებს ატარებენ, კუბოს წვავენ და ა.შ. მათ აღიზიანებთ ისეთი ტიპის ბანერები, რომელიც გულისხმობს, რომ არავის არ დავემონებით. მათ ვიღა...