თეა წულუკიანი გახარიას პარტიის წევრებს: ხელი ასწიეთ, რამდენი იყავით ჩვენთან ერთად ბრძოლაში, ზოგიერთები ჩუმად რომ ვართ, არ ნიშნავს, რომ წიხლები უნდა გვირტყათ, წიხლებს ნუ გვირტყამთ, თორემ ისეთ წიხლს გამოვიქნევთ, ფეხზე ვერ დადგებით ვერცერთი

„ხელს აიქნევთ ხოლმე, გამოიქნევთ ჩემკენაც და კიდევ აქ მსხდომი ადამიანებისკენაც და იტყვით - მონები, ნაცები, თქვენ მე მართლა თვალში ხომ არ გეპატარავებით, პირდაპირი მნიშვნელობით არ გეკითხებით. მე თქვენ არ მახსოვხართ და რომ დავსვა კითხვა, რამდენი იყავით „საქართველოსთვის“ ფრაქციის წევრი ჩვენთან ერთად ბრძოლაში. ხელი ასწიეთ რამდენი იყავით და სად იყავით“, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თეა წულუკიანმა „საქართველოსთვის“ წევრებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

წულუკიანს უსამართლოდ მიაჩნია, როცა მას და მის თანაგუნდელებს „ნაცებს“, „მონებს“ უწოდებენ და ხაზს უსვამს, რომ თავად და მისი გუნდის წევრები წლების განმავლობაში აქტიურად იბრძოდნენ “ნაცების” წინააღმდეგ, როდესაც ზოგიერთი ოპოზიციონერი მაშინ საერთოდ არ ჩანდა.

„ძალიან მტკივნეულად განვიცდი არა იმას, რომ თქვენ ჩემნაირ ადამიანებს, ბატონო გიორგი შარაშიძეს ეკუთვნის ეს შენიშვნა პირველ რიგში და ჩემდა დიდად სამწუხაროდ ქალბატონ სოფოსაც, რომელსაც მე მინდა მაინც ვთქვა, რომ დიდ პატივს ვცემ იმიტომ, რომ ის მართლაც არის ნაბრძოლი ადამიანი, მაგრამ როგორც ირაკლი კვირიკაძის ფილმშია ნათქვამი, როგორ მოხვდი მანდაო, აი, ეს კითხვა სულ მაწუხებს. ესე იგი, ბატონო გიორგი, თქვენ ხელს აიქნევთ ხოლმე, გამოიქნევთ ჩემკენაც და კიდევ აქ მსხდომი ადამიანებისკენაც და იტყვით მონები, ნაცები, თქვენ მე მართლა თვალში ხომ არ გეპატარავებით, პირდაპირი მნიშვნელობით არ გეკითხებით. მე თქვენ არ მახსოვხართ და რომ დავსვა კითხვა, რამდენი იყავით „საქართველოსთვის“ ფრაქციის წევრი ჩვენთან ერთად ბრძოლაში. ხელი ასწიეთ რამდენი იყავით და სად იყავით. მე არ მახსოვხართ და არ მგონია, რომ ამნეზია მჭირს. თორემ ურნასთან თუ იბრძოდით, ამომრჩეველი იქ ძალიან დიდ როლს თამაშობდა და კი ბატონო, მაგრამ ხელს როცა აიქნევთ და იტყვით, რომ მე ვიბრძოდი… თქვენ იბრძოდით და მე მეძინა, თუ როგორ იყო საქმე? თუ რა ხდებოდა საერთოდ. თუ გრეტა წიწავაა ნაციონალი, დალეწილი ჰქონდა მხარი, იბრძოდა ხმალამოღებული, თუ რომელი, ვინ არის ნაციონალი. 2012-იანელები ბევრი არიან ამ დარბაზში და არაერთი არ არის ამ დარბაზში, მაგრამ კი არ გარდაცვლილან“, - აღნიშნა წულუკიანმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1779978703

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ყველაზე ჯანსაღად ოპოზიციაში თავად სააკაშვილს შეუფასებია ეს აქცია, რა თქმა უნდა, მას უნდა დარჩენოდა უკმარისობის განცდა, იმიტომ რომ მთლიანობაში ეს აქცია ჩავარდა და სხვანაირად შეუძლებელიც იქნებოდა

ყველაზე ჯანსაღად ოპოზიციაში თავად სააკაშვილს შეუფასებია ეს აქცია. რა თქმა უნდა, მას უნდა დარჩენოდა უკმარისობის განცდა, იმიტომ რომ მთლიანობაში ეს აქცია ჩავარდა და სხვანაირად შეუძლებელიც იქნებოდა, - გან...

ირაკლი კობახიძ

1779977642

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: სასურველია, კიდევ უფრო მეტად დასუსტდეს რადიკალური ოპოზიცია, ეს პირდაპირპროპორციულად განაპირობებს ჩვენი სახელმწიფო ინტერესების გაძლიერებას

რაც უფრო სუსტია ხოლმე რადიკალური ოპოზიცია, მით უფრო ძლიერია ხოლმე ქართული სახელმწიფო, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სასურვ...

ირაკლი კობახიძე:

1779976760

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის მთავარია, რომ საზოგადოების მყარი მხარდაჭერა აქვს ჩვენს პოლიტიკურ ძალას, ოპოზიციის მიმართ მხარდაჭერა არის მიზერული და ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ გაგრძელდეს ქვეყნის სტაბილური განვითარება

ჩვენთვის მთავარია, რომ საზოგადოების მყარი მხარდაჭერა აქვს ჩვენს პოლიტიკურ ძალას, ოპოზიციის მიმართ მხარდაჭერა არის მიზერული და ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნის სტაბილური გა...

ირაკლი კობახიძე

1779976530

საზოგადოება

პრემიერი: ჩვენი ხელწერა არის ის, რომ მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ჩაიდენს დანაშაულს, იქნება ეს ჩვეულებრივი მოქალაქე, თუ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი, ნებისმიერ შემთხვევაში, სამართალდარღვევა არ უნდა დარჩეს დაუსჯელი

ჩვენი ხელწერა არის ის, რომ მნიშვნელობა არ აქვს ვინ ჩაიდენს დანაშაულს, იქნება ეს ჩვეულებრივი მოქალაქე, თუ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი, ნებისმიერ შემთხვევაში, სამართალდარღვევა არ უნდა დარჩეს...

ირაკლი კობახიძე

1779976405

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: მნიშვნელობა არ აქვს ვინ ძალადობს, იქნება ეს ჩვეულებრივი მოქალაქე თუ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი, ყველას მიმართ კანონი უნდა აღსრულდეს

მნიშვნელობა არ აქვს ვინ ძალადობს, იქნება ეს ჩვეულებრივი მოქალაქე თუ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი, ყველას მიმართ კანონი უნდა აღსრულდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობ...

ირაკლი კობახიძე