თბილისში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სამბოს ეროვნულმა ნაკრებმა 13 მედალი მოიპოვა
საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისმა სამბოში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა. ეროვნულმა ნაკრებმა კონტინენტის პირველობა 13 მოპოვებული მედლით დაასრულა.
საქართველოს ანგარიშზე 1 ოქრო, 5 ვერცხლი და 7 ბრინჯაოს მედალია. ტურნირის დასკვნით დღეს საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე და მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე ესწრებოდნენ.
ტურნირზე ევროპის ჩემპიონობა ავთო მუკბანიანმა (64 კგ) იზეიმა; ვერცხლის მედლები ნინო ოძელაშვილმა (72 კგ), ნიკა სიდამონიძემ (98 კგ), მირზა ციხელაშვილმა (58 კგ), ვახტანგ ჩიდრაშვილმა (58 კგ) და ლუკა წიქვაძემ (79 კგ) მოიპოვეს; ბრინჯაოს მედლებს ელენე ქებაძე (+80 კგ), მარიამ ლაფაჩიშვილი (54 კგ), ბექა ძაგანიშვილი (88კგ), გიორგი ქავთარაძე (+98 კგ), ჯაბა თურქია (71 კგ), ირაკლი ტალახაძე (64 კგ) და გიორგი ეგნატაშვილი (88 კგ) დასჯერდნენ. სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირაკლი დოლაბერიძემ, 79 კილოგრამ წონით კატეგორიაში პრიზორი სპორტსმენები დააჯილდოვა.
ევროპის ჩემპიონატზე 34 ქვეყნის 300-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. საქართველომ სამბოს ევროპის ჩემპიონატს მეორედ უმასპინძლა, პირველად კონტინენტის პირველობა თბილისში 2008 წელს გაიმართა.
1779039629
საზოგადოებაგურამ მაჭარაშვილი ეროვნული იდენტობისა და ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლაზე: ყველაფერი ეს ოჯახის ინსტიტუტის წინააღმდეგ იყო მიმართული, სურდათ ერს წარსული დავიწყებოდა - ადამიანს, როცა მას არც ისტორია და არც იდენტობა გააჩნია, მარტივად მართავ
ოჯახურ ტრადიციებს პირდაპირი ბრძოლა გამოუცხადეს. ჯერ შეაჩვიეს ქართული საზოგადოება აზრს, რომ რა მოხდა კაცს თუ კაცი მოეწონება, რადგან ბიოლოგიურად ყველას აქვს უფლება ვისთანაც სურს იმასთან იცხოვროს. შეეცად...
1779036686
მსოფლიო„აქსიოსი“ საიდუმლო დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ კუბიდან დრონებით თავდასხმის საფრთხეს ელოდება
კუბამ 300-ზე მეტი სამხედრო დრონი შეიძინა და განიხილავს შესაძლებლობას, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, ისინი გუანტანამოს ყურეში, აშშ-ის ბაზაზე, აშშ-ის სამხედრო გემებსა და ფლორიდის შტატის ქალაქ კი უესტზე თ...
1779033538
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: საქართველოს ისტორია გვასწავლის ერთ უმთავრეს ჭეშმარიტებას - იქ სადაც მტკიცეა ოჯახი, მტკიცეა საზოგადოებაც, ეროვნული თვითშეგნებაც და თავად სახელმწიფოც
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით თბილისის ყოვლადწ...
1779032587
მსოფლიოისრაელი აცხადებს, რომ ღაზაზე დარტყმის შედეგად „ჰამასის“ ერთ-ერთი მეთაური მოკლეს
ისრაელი აცხადებს, რომ ღაზაზე განხორციელებული დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ ერთ-ერთი მეთაური ბაჰაა ბარუდი მოკლეს. მათივე ცნობით, თავდასხმა ღაზაში გუშინ მოხდა, ბარუდის ლიკვიდაცია კი ცოტა ხნის წინ...
1779030120
მსოფლიოკაია კალასი: აშშ-ს, ჩინეთსა და რუსეთს გახლეჩილი ევროპა ურჩევნიათ
ტრამპის ადმინისტრაციას არ მოსწონს ერთიანი ევროკავშირი, რადგან ეს ბლოკი არის გეოპოლიტიკური ძალა, რომლისთვისაც ვაშინგტონს ანგარიშის გაწევა უწევს, - განაცხადა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა...


























