ვახტანგ ცინცაძე: აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2026 წლისთვის 6,3%-მდე გაზარდა, რაც წინა პროგნოზთან შედარებით 0,8 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესებას ნიშნავს

„აზიის განვითარების ბანკმა (ADB), საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2026 წლისთვის 6,3%-მდე გაზარდა, რაც წინა პროგნოზთან შედარებით 0,8 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესებას ნიშნავს“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ განაცხადა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ADB-ის მიერ გამოქვეყნებულ სექტემბრის ეკონომიკური მიმოხილვის ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველოს ეკონომიკამ მოლოდინს გადააჭარბა – 2026 წლის პირველ ნახევარში 7,9%-იანი მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა.

მისივე თქმით, ეკონომიკური ზრდა სექტორულად საკმაოდ დივერსიფიცირებულია.

„ეკონომიკური ზრდის ძირითადი მამოძრავებელი იყო ინფორმაციისა და კომუნიკაციის, ტრანსპორტისა და დასაწყობების, ასევე მრეწველობის და სხვა სექტორები. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში დაფიქსირებული მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური აქტივობის და რეგიონში არსებული დაძაბულობის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე ნაკლებად ასახვის ფონზე, ეკონომიკური ზრდის პროგნოზები გაუმჯობესდა. შედეგად, მიმდინარე წლის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.5%-დან 6,3%-მდე გაიზარდა“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ვახტანგ ცინცაძე ყურადღებას ამახვილებს, რომ ზოგადად კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებს შორის საქართველოს ეკონომიკური ზრდის გაუმჯობესება ყველაზე მაღალია.

ამასთან, მისი თქმით, ეს გაუმჯობესება ხდება იმ ფონზე, როცა ზოგადად რეგიონის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შემცირების მიმართულებით კორექტირდება.

„ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ საქართველოს გააჩნია სწორი, თანმიმდევრული და პროგნოზირებადი ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც ენდობა კერძო სექტორი, ენდობიან საერთაშორისო ინვესტორები და ეს აისახება ჩვენს ეკონომიკაში დაფიქსირებულ შედეგებზე. ასევე ჩვენ ველოდებით, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2026 წლისთვის იმაზე გაცილებით მაღალი იქნება, ვიდრე ამას სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები პროგნოზირებენ“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ეკონომიკური ზრდის პოზიტიურ დინამიკასა და საფუძველზე საუბრისას ვახტანგ ცინცაძე ხაზს უსვამს ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე სტრუქტურულ რეფორმებს, ასევე ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რაც მისი შეფასებით, საბოლოო ჯამში ხელს უწყობს ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარებას.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790171285

ახალი ამბები

გიორგი პატარიძე: მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალები გადაეცა როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს

სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ოჯახის მიერ გავრცელებულ ბრალდებებს ეხმიანება და მათ სრულ სიცრუეს უწოდებს. როგორც პატარიძე განმარტავ...

გიორგი პატარიძე

1790170117

ახალი ამბები

ცოტნე ანანიძე: ახალგაზრდებთან ურთიერთობა, მათთან პირდაპირი დიალოგი ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია, სწორედ ასეთი ინტერაქციული შეხვედრები ეხმარება მომავალ თაობას

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე  ცოტნე ანანიძე და ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს თავმჯდომარე ფატი ხალვაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის მე-2 საჯარო სკოლის მაღალი კლასების...

ცოტნე ანანიძე

1790169838

საზოგადოება

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტზე გიორგი ფეიქრიშვილს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტზე გიორგი ფეიქრიშვილს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდ...

პროკურატურ

1790168832

ახალი ამბები

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 23 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.6229 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6104 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...

ზოგადი

1790168573

საზოგადოება

პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა...

პროკურატურა