„ვინც შენ რამე გაპატიოს ან დაგითმოს, ის იყოს უკანასკნელი კაცი! შენ გინდა ბიჭო, შვილი მომიკლა?“ - დიმიტრი სამხარაძე ზურაბ ჯაფარიძეს

„24 საათიც არ დამჭირდა, რომ გამეგო ამ ნაძირალების შესახებ ყველაფერი! გამთენიისას მქონდა საუბარი ვინმე ზ.ხ.-თან, რომელიც გირჩის წევრია! ოპოზიციის საერთო ჩატებში რომ მოიწერეს დეპუტატების და მათი ოჯახის წევრების ტელეფონის ნომრები, გირჩს დაავალეს დიტო სამხარაძის და მისი ოჯახის წევრების ბულინგიო!“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმიანება შვილის ლიკვიდაციის შესახებ მუქარას, რომელიც თავად გაასაჯაროვა.

როგორც სამხარაძე აღნიშნავს, „გირჩი-მეტი თავისუფლების“ წარმომადგენელმა, რომელთანაც მას საუბარი ჰქონდა, განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატების ოჯახის წევრების ბულინგის დავალება მიიღეს.

დიმიტრი სამხარაძის თქმითვე, ზურაბ ჯაფარიძეს შვილის ლიკვიდაციის მუქარას არ შეარჩენს.

„24 საათიც არ დამჭირდა, რომ გამეგო ამ ნაძირალების შესახებ ყველაფერი! გამთენიისას მქონდა საუბარი ვინმე ზ.ხ.-თან, რომელიც გირჩის წევრია! ოპოზიციის საერთო ჩატებში რომ მოიწერეს დეპუტატების და მათი ოჯახის წევრების ტელეფონის ნომრები, გირჩს დაავალეს დიტო სამხარაძის და მისი ოჯახის წევრების ბულინგიო! 20-მდე აქტივისტმა მზაობა გამოვთქვით, შენთან და შენი ოჯახის წევრებთან დაგვერეკა ან ესემესი მოგვეწერაო! ჩვენს ჩატში, ტექსტს და სავარაუდო საუბრის შინაარსს უშუალოდ ზურა 5ლე ჯაფარიძე იწერებოდაო! შენთან მიმართებაში უფრო ესემესების მოწერა დაგვავალესო! არ ვიცი, რომელმა მოგწერა შენს შვილზე, დაგვავალეს გაგვემწარებინე, ოჯახის წევრების ბულინგი მნიშვნელოვანიაო, რომ ჩამოიშალონ და უკან დაიხიონო! შეშინებული იყო და აგინებდა ზურა 5ლე ჯაფარიძეს და გირჩელებს, შარში გამხვიეს და მიმატოვესო! კიდევ ბევრი სასარგებლო ინფორმაციაც მომაწოდა! ახლა თხოვნა მაქვს, იქნებ ზურა 5ლე ჯაფარიძეს გადასცეთ! ვინც შენ რამე გაპატიოს ან დაგითმოს ის იყოს უკანასკნელი კაცი! გუშინ უბლატავია, იარაღით დავდივარო. მეც იარაღით დავდივარ, როდესაც შენთან მოვალ, გთხოვ მესროლე, საბაბი რომ მქონდეს და საპასუხო ცეცხლი გაგიხსნა! ღორივით დაგაგდო შენს დედას რომ შე5ცი! შენ გინდა ბიჭო შვილი რომ მომიკლა? შენს სისხლს დავლევ! შენ თუ შენი ქუდის მეპატრონეებმა გიშველონ ან გაგვასწრო მე ვიყო „ნაცი!“ - წერს დიმიტრი სამხარაძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1716212787

საზოგადოება

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 20 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7536 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7596 ლარი იყო.  გამყარდა ევრო, რომლი...

ვალუტა, ლარი, ლარის კურსი

1716212694

საზოგადოება

ცესკოს თავმჯდომარემ მე-12 გლობალური ფორუმის ფარგლებში საქართველოს გამოცდილებაზე ისაუბრა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში თანამედროვე პირდაპირი დემოკრატიის შესახებ გამართულ მე-12 გლობალურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.  დე...

ცესკოცესკოცესკო

1716210699

ახალი ამბები

ექიმი გულიკო ჩაფიძე გარდაიცვალა

ცნობილი ექიმი, კარდიოლოგი, აკადემიკოს გულარნა ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი, გულიკო ჩაფიძე გარდაიცვალა.  გულიკო ჩაფიძემ სამედიცინო მოღვაწეობა 1954 წლიდან დაიწ...

გულიკო ჩაფიძე

1716207155

ახალი ამბები

ცნობილია ძმების ვინაობა, რომლებიც ეცერში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლნენ

ავტოსაგზაო შემთხვევას ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე ორი ძმის ლერი და როლანდ პაკელიანების სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია „სვანეთინიუსი“ ავრცელებს.  „ავტოსაგზაო შემთხვევას ეცე...

პოლიცია

1716203986

საზოგადოება

„საქართველო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ირანის პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა მინისტრის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების დაღუპვის გამო“ - ირაკლი კობახიძე

საქართველო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის ებრაჰიმ რაისის, საგარეო საქმეთა მინისტრის ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების დაღუპვის გამო, -...

ირაკლი კობახიძე