„ყველა ქალს აქვს დედობის უფლება, არ აქვს მნიშვნელობა რა ფორმით გახდება ქალი დედა, ჩვენი მხარდაჭერა მათ!“ - მამუკა მდინარაძე

„ყველა ქალს აქვს დედობის უფლება, არ აქვს მნიშვნელობა რა ფორმით გახდება ქალი დედა, ჩვენი მხარდაჭერა მათ! ამას ვაფიქსირებ იმიტომ, რომ ვინმემ არასწორად არ მოჭრას ჩემი საუბარი. მხარდაჭერა ყველა ქალს, იმის მიუხედავად, ქორწინებაშია თუ არ არის ქორწინებაში, სჭირდება მედიცინის დახმარებით რეპროდუქცია თუ არა, აბსოლუტური მხარდაჭერა ყველას, იმიტომ რომ ვერავინ გაბედოს ამ საკითხით სპეკულაცია“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ მისი მოსაზრების მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ არასწორ ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით.

მისი განმარტებით, შარშან, საქართველოს პარლამენტში შევიდა კანონპროექტი, რომელიც მედიცინის დახმარებით რეპროდუქციას ეძღვნებოდა და ევროკავშირის რეგულაციებთან ჰარმონიზაციას გულისხმობდა.

„როგორც კი საკითხი დადგა - ქალი, რომელიც ქორწინებაში არ არის, ხელოვნური განაყოფიერებით შეუძლია თუ არა გააჩინოს შვილი და დაისვა ეს კითხვის ნიშანი, გავაჩერეთ პროექტი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, გუშინ მოსახლეობასთან შეხვედრისას, აბორტთან დაკავშირებით დაისვა შეკითხვა, რომელზეც პასუხი მედიასაშუალებების მიერ არასწორად იყო ინტერპრეტირებული.

„საუბრიდან რაღაც 30 წამს ამოგიჭრიან, რომელიც აბსოლუტურად განსხვავდება იმ პათოსისგან, რასაც გულისხმობ. ისე წარმოაჩინეს, თითქოს ჩვენ საუბარი გვქონდა ქალთა უფლებების რაიმე ფორმით შეზღუდვაზე. ის მედიასაშუალებები თუ გადაცემები, რომლებმაც გუშინ კონტექსტი განზრახ დაამახინჯეს, ვნახოთ რამდენად იტყვიან, რომ გუშინაც მთლიანი კონტექსტი ეს იყო და გაავრცელებენ თუ არა ამას“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1714924909

ახალი ამბები

„კვარაცხელია „ნაპოლის“ ვარჯიშზე დაშავდა“ - ხვიჩა „უდინეზესთან“, სავარაუდოდ, არ ითამაშებს

„ხვიჩა კვარაცხელიამ კუნთის ტრავმა მიიღო და, დიდი ალბათობით, „უდინეზესთან“ სერია A-ს 35-ე ტურის მატჩს გამოტოვებს“ – „ნაპოლის“ ქართველ თავდამსხმელზე ინფორმაციას Football-Italia ავრცელებს.    იტალიური გა...

კვარაცხელია

1714922336

სოციალური მედია

თბილისში მე-11 დღეა კაცს ეძებენ

თბილისში მე-11 დღეა კაცს ეძებენ - ინფორმაციას სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობელი, სალი ქურასბედიანი ავრცელებს. „მეგობრებო, მე-11 დღეა, 25 აპრილიდან გაუჩინარებულია თორნიკე დალაქიშვილი. ოჯახთან და მეგობრებ...

თბილისში მე-11 დღეა კაცს ეძებენ

1714919865

სოციალური მედია

„დღეს ხომ, სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების დღეა, უფალო მოახდინე კიდევ ერთი სასწაული ამ მადლიან დღეს...“ - რას წერენ სოციალურ ქსელში სვანეთში მომხდარ ტრაგედიაზე

სოციალურ ქსელში მოქალაქე ჯაბა საღლიანი სვანეთში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და უფალს ევედრება, რომ დაკარგული ბავშვების ცხედრები მშობლებმა დროულად იპოვონ. „უფალო, დიდება შენს წმინდა სახელს. დღეს ხომ, ს...

ტრაგედია სვანეთში

1714917490

საზოგადოება

„იუდა იყო მოციქული, რომელსაც ღმერთმა ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა მიანდო“ - რას ჰყვება დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი

დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი პირველი არხის ეთერში იუდა ისკარიოტელზე და მის პასუხისმგებლობაზე ჰყვება.  „იუდა იყო მოციქული, რომელსაც ღმერთმა ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა მიანდო. ეს პასუხისმგებლობა იყო ი...

კახაბერ გოგოტიშვილი

1714916704

ახალი ამბები

მაშველებმა მდინარე ნაკრაში გაუჩინარებული მოზარდის ცხედარი იპოვეს, გრძელდება კიდევ ორი დაკარგული ახალგაზრდის სამძებრო სამუშაოები

სამდღიანი უწყვეტი ძებნა-შველის ღონისძიებების შედეგად, მაშველებმა მდინარე ნაკრაში გაუჩინარებული ერთი მოზარდის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, 16 წლის მოზარდის ცხედარი მდინარე ენგურის მიმდებარედ ა...

ააა