ზარქუა: ოპოზიცია შიმშილობს, რათა ოპოზიციას ხმა გააგონოს, ნონსენსია, ეს სიგიჟეა, წარმოიდგინეთ, ამათ ჰქონდათ ქვეყნის მართვაზე პრეტენზია

უკვე იმ დონეზე მივიდნენ, რომ ოპოზიცია შიმშილობს, რათა ოპოზიციას ხმა გააგონოს, ანუ, ერთმანეთს რომ გააგონონ ხმა. ეს ნონსენსია, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისი თქმით, ასეთ ოპოზიციას ჰქონდა ქვეყნის მართვაზე პრეტენზია.
„ადამიანი შიმშილობს იმიტომ, რომ დანარჩენმა ოპოზიციონერმა რადიკალებმა მონაწილეობა არ მიიღონ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. ეს სიგიჟეა, გაგიჟებულები არიან.
რას ჩადიან, ვერ გავიგეთ. წარმოიდგინეთ, ამათ პრეტენზია ჰქონდათ, რომ ქვეყანა ემართათ. მათი მართული ქვეყანა 2012 წლამდე ვნახეთ: დაქუცმაცება, შანტაჟი, მიყურადება, ომი, უბედურება, ტრაგედია. ეს მათი ხელწერაა და ვნახეთ.
წარმოიდგინეთ, ამ არა ადეკვატურებს რომ მისცე სახელმწიფო სამართავად, რას ვართ გადარჩენილი. ის კაცი მეცოდება, გვერდით რომ მიუჯდა - გედი. გაუგებრობაშია და ვინმემ უთხრას, რომ აქ სხვა თემებშია საქმე. ადექი, შე კაცო, არ დარჩე ისე, ნაშიმშილარი“, - აღნიშნა ზარქუამ.
1751306241
ახალი ამბებიელენე ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა
ელენე ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა. რვა პოლიტიკური პარტია უარს ამბობს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე, რის საფუძველზეც შიმშილობა ელენე ხოშტარიასთან ერთად გედევან ფოფხაძემაც შეწყვიტა. რვა ოპოზიციურ...
1751304338
საზოგადოებაირაკლი ზარქუა: უკვე იმ დონეზე მივიდნენ, რომ ოპოზიცია შიმშილობს, ოპოზიციას ხმა რომ გააგონოს
უკვე იმ დონეზე მივიდნენ, რომ ოპოზიცია შიმშილობს, ოპოზიციას ხმა რომ გააგონოს, - განაცხადა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ. „ამათ პრეტენზია ჰქონდათ, რო...
1751303273
საზოგადოებალევან მახაშვილი: ეს არის დიპლომატიის მანტიით შეფუთული პოლიტიკური მატრაკვეცობა. მოვუწოდებთ გერმანიის ელჩს თავი დაანებოს რადიკალური პოლიტიკური ოპოზიციის როლის თამაშს და მიხედოს იმას, რისთვისაც არის წარმოგზავნილი
ეს არის დიპლომატიის მანტიით შეფუთული პოლიტიკური მატრაკვეცობა, - განუცხადა „ქრონიკას“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა გერმანიის ელჩის მიერ რუსთაველზე მოშიმშილ...
1751303239
საზოგადოებაგურამ მაჭარაშვილი გერმანიის ელჩზე: აშკარად, პირდაპირ არის ჩართული პოლიტიკურ პროცესში, რადიკალური პროცესების სასარგებლოდ
ეს არ არის წახალისება უკვე, ეს არის პროცესში ჩართვა ელჩის, რომელიც არღვევს ყველას და ყველაფერს დედამიწის ზურგზე, რაც კი დიპლომატიასთან არის დაკავშირებული, - განუცხადა ჟურნალისტებს „ხალხის ძალის“ აღმას...
1751303207
საზოგადოებადავით მათიკაშვილი ხოშტარიას შიმშილობაზე: ეს ფაქტი კარგად აჩვენებს იმას, რომ მხარდაჭერის გარეშე დარჩენილ ქართულ რადიკალურ ოპოზიციას აღარსად აქვს თითი გასაშვერი და უკვე ერთმანეთს აბრალებენ მთელს უბედურებას, რაც თვითონ დაიმართეს
ეს არის ქართველი რადიკალიზმის ნოუჰაუ, მსოფლიოში ასეთი მეორე ფაქტს მე ვერ ვიხსენებ, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა ელენე ხოშტარიას შიმ...