ზესტაფონის შემოვლითი მაგისტრალური გზა გაიხსნა

რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნება.

აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალზე (E60) მოძრავ ავტოტრანსპორტს აღარ მოუწევს ქალაქ ზესტაფონში შესვლა და ისარგებლებს ზესტაფონის შემოვლითი ახალი გზით, რომელიც არგვეთას კვანძთან შეუერთდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალს. ახალი გზა ზესტაფონს განტვირთავს სატრანზიტო მოძრაობისგან და შეამცირებს მაგისტრალით მგზავრობის დროს. შემოვლითი გზის გავლას მხოლოდ 6 წუთი დასჭირდება.

ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი, 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის გზა მოიცავს 4 გვირაბს და 11 ხიდს. ახალი გზა რიკოთის პროექტის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის ნაწილია, სადაც გათვალისწინებულია 14.7 კმ-იანი ჩქაროსნული გზის მშენებლობა. ამ ეტაპზე, სამუშაოების 80% დასრულებულია - 17 ხიდიდან აშენებულია 15 ხიდი და გაჭრილია ათივე გვირაბი.

ზესტაფონის შემოვლითი გზა, როგორც მაგისტრალური გზის ყველა მონაკვეთი, მნიშვნელოვნად გაზრდის საგზაო უსაფრთხოების სტანდარტს და უზრუნველყოფს კომფორტულ და შეუფერხებელ გადაადგილებას.

ამასთან, უკვე მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები ახალ მაგისტრალურ გზასთან მგზავრთა მომსახურების ცენტრის მოსაწყობად, სადაც გათვალისწინებული იქნება სივრცეები ზესტაფონის ტრადიციული სწრაფი კვების ობიექტებისთვის. რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის ფარგლებში, შენდება 52 კმ-მდე გზა, რომელიც მოიცავს 97 ხიდსა და 51 გვირაბს. ამ დროისათვის, ავტოტრანსპორტისთვის უკვე გახსნილია 36 კმ გზა, აშენებულია 89 ხიდი და გაჭრილია 50 გვირაბი. სამშენებლო სამუშაოები პარალელურად მიმდინარეობს ყველა დარჩენილ ხიდსა და გვირაბზე. საერთო ჯამში, რიკოთის მაგისტრალური ახალი გზის 70%-ით ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს.

შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე მაგისტრალური გზის მშენებლობა აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით მიმდინარეობს. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების ჯამური ღირებულება 2.6 მილიარდი ლარია. პროექტი 2024 წლის ბოლოს დასრულდება.დღევანდელი მდგომარეობით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის 276 კმ ანუ 64% ავტოტრანსპორტისთვის უკვე გახსნილია. სამშენებლო სამუშაოები გრძელდება მაგისტრალის 66,1 კმ-ზე.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1714990157

სოციალური მედია

,,როცა ადამიანი ხარ, ძნელია სიკვდილის მოთმენა, ბეზრდებათ წოლა და საფლავიდან იპარებიან“ - რას წერს გიორგი კეკელიძე

ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს.  გიორგი კეკელიძე ხშირად გვიზიარებს წერილებს მისი ბავშვობიდან, ამჯერადაც იგი ერთ-ერთ ისტორიას იხსენებს.  „მე...

აა

1714987458

სოციალური მედია

მაია ასათიანის ემოციური პოსტი გარდაცვლილ შვილზე

 ტელეწამყვანი მაია ასათიანი შვილის, ნუცა მახვილაძის ფოტოკოლაჟს „ინსტაგრამზე“ აქვეყნებს და ემოციურ პოსტს წერს. 18 წლის ნუცა მახვილაძე, რომელიც საფრანგეთში სასწავლებლად იმყოფებოდა, 2017 წელს საავადმყოფო...

ასათიანი

1714984540

მსოფლიო

ბრაზილიაში წყალდიდობას 78 ადამიანი ემსხვერპლა

ბრაზილიაში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, წყალდიდობას 78 ადამიანი ემსხვერპლა, 100-ზე მეტი კი დაკარგულად ითვლება. დატბორილია ათობით დასახლებული რაიონი. სტიქი...

ბრაზილიაა

1714984405

ახალი ამბები

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას 7 წლის ბიჭი ემსხვერპლა

 5 მაისს ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 7 წლის ბიჭი ადგილზე დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა საავადმყოფოში ჯამში ოთხი ადამიანი გად...

პოლიცია, ლენტი, პატრული

1714984122

მსოფლიო

იტალიის თავდაცვის მინისტრი უკრაინაში ჯარების გაგზავნას გამორიცხავს

 იტალიის თავდაცვის მინისტრმა გვიდო კროზეტომ საფრანგეთის პრეზიდენტის იდეა გააკრიტიკა, რომ დასავლელი მოკავშირეები პოტენციურად შეძლებდნენ უკრაინაში ჯარების გაგზავნას. ამის შესახებ მან Corriere della Sera...

კანონი