ზუგდიდში ქალმა 45 წლამდე ქალი მოკლა - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) და საგამოძიებო სამმართველოების თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული
ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით - 1991 წელს დაბადებული ნ.ხ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 13 აგვისტოს ზუგდიდში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღის გამოყენებით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა - 1983 წელს დაბადებულ ნ.მ.-ს. მიღებული დაზიანებების შედეგად ნ.მ. შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული ნ.ხ. ცხელ კვალზე, მომხდარიდან მალევე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
1755155578
საზოგადოება„გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“ - კახეთის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე 1 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2...
1755155481
საზოგადოებამცხეთა-მთიანეთის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის მცხეთის რაიონული სამმართველოსა და საგურამოს პოლიციის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებებ...
1755154880
საზოგადოებაბიძინა ივანიშვილის ადვოკატი გიორგი ბაჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი თემურ წიქვაძე გიორგი ბაჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ადვოკატის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „სააპელაციო სასამ...
1755117496
მსოფლიოაშშ-მა რუსეთის ტრანზაქციებს, რომლებიც ალასკაზე დაგეგმილი შეხვედრის მოსამზადებლად არის საჭირო, სანქციები დროებით მოუხსნა
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა დროებით გააუქმა სანქციები, რათა რუსეთს მიეცეს შესაძლებლობა, აშშ-ში ფული დახარჯოს ვლადიმირ პუტინისა და დონალდ ტრამპის სამიტის მხარდასაჭერად, რომელიც 15 აგვისტოს გაიმართება....
1755116319
მსოფლიოსიიარტო უკრაინას „დრუჟბას“ ნავთობსადენზე დარტყმაში ადანაშაულებს
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ უკრაინა რუსეთის ბრიანსკის ოლქში „დრუჟბას“ ნავთობსადენის „მნიშვნელოვან გამანაწილებელ სადგურზე“ შეტევაში დაადანაშაულა. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწე...