ნინო თანდილაშვილი: პოლიტიკური და მარეგულირებელი თვალსაზრისით, საქართველომ ნარჩენების მართვის კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი შვეიცარიის კონფედერაციაში, ქალაქ ჟენევაში, პლასტიკით გარემოს დაბინძურების პრევენციის მიზნით მთავრობათაშორისი მოლაპარაკებების ფარგლებში გამართულ მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა.
ნინო თანდილაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ ნარჩენების მართვის მიმართულებით მიაღწია როგორც პოლიტიკურ, ისე საკანონმდებლო დონეზე. მისი თქმით, ქვეყანამ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ევროკავშირ–საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესაბამისად ეროვნული ნარჩენების სტრატეგიის შემუშავებისა და მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების სისტემის ეტაპობრივი დანერგვის მიმართულებით. მან ასევე ისაუბრა ნარჩენების ეფექტიანი სეპარაციის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე და ამ პროცესში ინვესტიციების აუცილებლობაზე.
„საქართველო, სხვა ქვეყნების მსგავსად, ვალდებულია შეამციროს პლასტიკით გარემოს დაბინძურება, რომელიც სარგებლის მომტანი იქნება როგორც გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, ასევე ეკონომიკური საქმიანობების წახალისებისთვის. თუმცა, საჭიროა ერთობლივი მუშაობა სტრუქტურული, ფინანსური და ინსტიტუციური ბარიერების დასაძლევად. შესაბამისად, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ახალი საერთაშორისო შეთანხმება, რომელიც მიზნად ისახავს პლასტიკით გარემოს დაბინძურების პრევენციას, საჭიროა მოიცავდეს მძლავრი ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმებს, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნებს დანერგონ ნარჩენების მართვის ახალი მიდგომები, გააუმჯობესონ ნარჩენების მართვის არსებული ინფრასტრუქტურა და დანერგონ ახალი ტექნოლოგიები“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, ბიზნესსექტორის ჩართულობით, ეტაპობრივად ინერგება მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების სისტემა სხვადასხვა სპეციფიკური ნარჩენების შეგროვებისა და გადამუშავების მიმართულებით.
„ჩვენ მტკიცედ გვაქვს განსაზღვრული მდგრადი განვითარებისა და ბუნებრივი რესურსების ეფექტიანი გამოყენების პოლიტიკა. ჩვენი სტრატეგიული ხედვის ნაწილია მწვანე ზრდის ხელშეწყობა, ევროკავშირთან დაახლოებისა და ინკლუზიური განვითარებისათვის. ჩვენ მას ვხედავთ როგორც შესაძლებლობას მწვანე სამუშაო ადგილების შესაქმნელად, ნედლეულზე დამოკიდებულების შესამცირებლად, ადგილობრივი მეწარმეების გასაძლიერებლად და ინფრასტრუქტურის მოდერნიზებისთვის“, - აღნიშნა მინისტრის პირველმა მოადგილემ.
ჟენევაში გამართული მინისტერიალის მიზანი იყო პლასტიკით დაბინძურების წინააღმდეგ ეროვნული მიღწევებისა და გამოწვევების განხილვა, გამოცდილების გაზიარება, ინვესტიციების მოზიდვა და ეროვნული პოლიტიკისა და მიდგომების ეფექტიანი განხორციელების ხელშეწყობა.
მინისტერიალში, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და შვეიცარიის მთავრობის ორგანიზებით ჩატარდა, მონაწილეობდნენ 100-მდე ქვეყნის მინისტრები და მაღალი დონის წარმომადგენლები, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის აღმასრულებელი დირექტორი ინგერ ანდერსენი და ევროკომისარი გარემოს დაცვის საკითხებში ჯესიკა როზვალი.
1755156734
საზოგადოებაბიძინა ივანიშვილის ადვოკატი: „სენსაციური“ და „ექსკლუზიური“ აუდიო ჩანაწერიც, რომელიც მსჯავრდებულმა გაავრცელებინა საჯარო სივრცეში, გააუფასურა ბაჩიაშვილმა, იმ თვალსაზრისით, რომ საერთოდ უარყო იმ ფაქტის არსებობა, რის დადასტურებასაც ცდილობდა
როგორც ზემოთ აღვნიშნე, ერთ დროს „სენსაციური“ და „ექსკლუზიური“ აუდიო ჩანაწერიც კი, რომელიც თავის დროზე მსჯავრდებულმა გაავრცელებინა საჯარო სივრცეში, გააუფასურა ბაჩიაშვილმა, იმ თვალსაზრისით, რომ საერთოდ...
1755156610
საზოგადოებაბიძინა ივანიშვილის ადვოკატი: სააპელაციო განხილვის ეტაპზე ბაჩიაშვილი წინააღმდეგობაში მოვიდა მის არსებით პოზიციასთან, რომელსაც ეყრდნობოდა დაცვა - ამ ვითარებაში, მისი ნებისმიერი განმარტება თუ პოზიცია სრულად მოკლებულია სანდოობას
სააპელაციო სტადიაზე საქმის განხილვის ანალიზის დროს, პირველ რიგში, საზოგადოების ყურადღება მინდა გავამახვილო მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილის მხრიდან მისი ზოგიერთი პოზიციის დიამეტრულ ცვლილებაზე (იმასთან...
1755156468
საზოგადოებაადვოკატი თეიმურაზ წიქვაძე: ბიძინა ივანიშვილი ითხოვს მის კუთვნილ, ბაჩიაშვილის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებულ კრიპტოვალუტას, აღნიშნული გარემოებების გამაბათილებელი არაფერი წარმოუდგენია მსჯავრდებულს, რადგან ეს შეუძლებელია
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც განხილულ იქნა სააპელაციო ეტაპზე, შეეხება მსჯავრდებული ბაჩიაშვილის აღიარებას, რომელიც ადასტურებს, რომ თუკი საერთოდ შეიძლება ის განხილულ იქნეს ინვესტორად ბიტკოინის...
1755155578
საზოგადოება„გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“ - კახეთის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე 1 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2...
1755155481
საზოგადოებამცხეთა-მთიანეთის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის მცხეთის რაიონული სამმართველოსა და საგურამოს პოლიციის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებებ...