მთელი ღამე უნდა ვიტირო ახლა - ემიგრანტი ქართველი

საფრანგეთში მცხოვრები, ემიგრანტი, მწერალი დიანა მირცხულავა, სოციალურ ქსელში წერს:

 

„ამ შერეკილს სამად შემოუხვევია ყელზე კაშნე და მაინც მუხლამდე დასთრევს. მე "ხანგულიას"ვეძახი.

- ეგ რას ნიშნავს?

- მკითხა ერთხელ.

- გეფერები - თქო და მენდო, აღარ უკითხავს მეტად.

პოეტია. აცა- ბაცა ლექსებს წერს. ერთი - ორჯერ გაუვარდა ყარაულის თოფივით და... მოკლედ პოეტია.

გუშხამ ღვინის აღმართზე შემხვდა.

- ოჰოო, ქართული პროზის ანა კალანდაძე!

- და ხელები ჯვარცმულივით გაშალა. ასე დამცინის. უმოწყალო ცინიკოსია.

- შენა, ფული გაქვს? წამო მადათოვზე !

- ისევ გულზე მიხუტებულს მიჩურჩულა.

- კი მაქვს, მაგრამ რაღა დროს მადათოვია, ხანგულია?!

- ჰიჰი, სუ მადათოვია, გოგო.

დავეშვით. სადღაც ხუთი საფეხურით დაბლა ჩავძვერით და არყისა და მწნილის სუნმა ცხვირი წამაძრო.

- დიდებულია, დიდებული, აქაურ მწნილს ხის ბოცებში დებენ და იმიტომაა გამორჩეული.

- ღმერთო, პოეტს თემა არ გამოულიო საწერი! - ო და პირველი გადაჰკრა. გადავკარი მეც, ოღონდ ყბაში არ დამიგუბებია მაგ შერეკილივით.

- როგორ არაფერი იცი, გოგო, წერის გარდა!

ისევ დამცინა. - ზოგჯერ სიკეთეც გამომდის! - შევეთამამე.

- სიკეთე არა, სიბრიყვე გამოგდის...სახარება წაგიკითხავს ? - კი.- აბა, რაო სიკეთეზე, რა წერია?! თუ ორი სამოსი გაქვს, ერთი გაიხადე და მიეციო, თუ ერთი გაქვს, არ გატიტვლდეო, გოგო!

- ისევ დაისხა.- ებეე, გროშები ამოყარე ახლა და აქ წამოვედით, მთელი ღამე უნდა ვიტირო ახლა, რომ დაგახარჯვინე, გაიგე?! მაგრამ ბევრი, რომ გქონოდა და ცოტა მოგვეკლო, მეც ღიღინ- ღიღინით ავუყვებოდი ღვინის აღმართს.

- რა მექნა აბა?! - ორჭიქა გადაკრული მეც ვიჯაგრები.

- არა მაქვსო, უნდა გეთქვა, გოგო! - გაუყიმყიმებელ სიკეთეს გაუმარჯოს დედამიწაზე! - ო და ისევ გადაჰკრა. - ჰა, ნუ იბუზები, გავეშვათ ახლა. კაშნე კიდევ ერთხელ შემოიხვია ყელზე და მაინც მუხლამდე დასთრევდა.

- ტაქსის ფულს მომცემ?!

- საცოდავად დაეღრიჯა სახე. - არა მაქვს, არა! - ჩემივე პასუხი მეუცხოვა.

- ჰოდა, აგრე! ნომერი დამიწერე შენი! - ქაღალდის ნაგლეჯი და კალამი ამოიღო. არ წერდა.

- პირველად ვნახე, პოეტის კალამი არ წერდეს - წავუგველე მეც. არა, ბიჭოს და, ჩამოვრჩებოდი?!

- ჩემისთანა პოეტები?! კალამი რომ არ უწერთ, ისეთები?! კონა - ათშაურად, ოხრადაა, გოგო,- გამეშვი ახლა და იმაზე იფიქრე, რა არის სიკეთე, როცა შენ იხდი უკანასკნელს და ტიტლიკანა რჩები და ვისაც აცმევ, იმასაც ძილს უკარგავ თუ, როცა ორი გაქვს და ერთს აძლევ და ისიც მშვიდად იძინებს ?!“ - წერს ემიგრაციაში მყოფი ქართველი მწერალი დიანა მირცხულავა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

ასევე საინტერესოა:

🔵 ყველა პენსიონერს არ ჰყავს შვილი - ნანიკო ხაზარაძე ექიმებს მიმართავს

🔵 დიეტის გარდა არაფერი დამებედა - ნანუკა ჟორჟოლიანი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1715866727

საქართველო

„კიდევ ერთხელ უნდა დავანახოთ მსოფლიოს, სად, რა ღირებულებების მხარეს დგას საქართველო და ქართველი ხალხი!“ - მამუკა მდინარაძე ოჯახის სიწმინდის დღეზე

„ვერავინ უნდა შეძლოს და გაბედოს, ერთი მხრივ, ჩვენი ქვეყნის მომავალი, პროგრესი, განვითარება და მეორე მხრივ, ქართული იდენტობა, ოჯახის პატივისცემა, კულტურა, რწმენა, ტრადიციები - ურთიერთდაპირისპირებულად წ...

მამუკა მდინარაძე

1715865642

საზოგადოება

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 16 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7596 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7323 ლარი იყო.  გამყარდა ევრო, რომლის...

ლარის კურსი, ვალუტა

1715861843

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში იმყოფება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ანკარას ესენბოღას საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს თურქეთის რესპუბლიკის ტრასპორტისა და...

პრემიერ-მინისტრი

1715858591

სპორტი

ქვილითაია კვიპროსის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია კვიპროსის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ სეზონის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს. საზეიმო ღონისძიება კვიპროსის ფეხბურთელთა პროფკავშირის ორგანიზებით შედგა...

ფეხბურთელი გიორგი ქვილითაია

1715852927

საქართველო

თბილისში 68 წლის მანანა ყაზაიშვილს ეძებენ

თბილისში ოჯახი 68 წლის მანანა ყაზაიშვილს ეძებს. დაკარგული გოგებაშვილის ქუჩიდან 14მაისს, საღამოს დაახლოებით 9 საათზე გავიდა და აღარ დაბრუნებულა. გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ ქალს გათიშული ა...

მანანა ყაზაიშვილს ეძებენ