“რას აიჩემეთ ეს მიშა და მიშა, ვერ ხვდებით, რატომ ვგდივარ ამ უცხო ქვეყანაში მეთქი?“ - ქართველი ემიგრანტის ემოციური წერილი

„კაბინეტში რამდენიმე თანამშრომელი შემოვარდა...- რა მოხდა ?- მკითხეს გაკვირვებულებმა.- მამა აღარა მყავს მეთქი“- წერს ქართველი ემიგრანტი, საფრანგეთში მცხოვრები ნუგზარ სულაშვილი სოციალურ ქსელში. 

„ზუსტად 8 წლის წინ, 13:15 წ-ზე, საშინელი ტკივილი ვიგრძენი სულში და არა ადამიანური ხმით ვიყვირე - მამა!

კაბინეტში რამდენიმე თანამშრომელი შემოვარდა...- რა მოხდა ?- მკითხეს გაკვირვებულებმა.- მამა აღარა მყავს მეთქი, ვუპასუხე მათ და საკუთარმა პასუხმა მუხლებში მომკვეთა.

რამდენიმე წუთის შემდეგ ჩემმა ძმამ დამირეკა...- ნუგზარ...- ვიცი! ახლა იყო ჩემთან და დამემშვიდობა მეთქი...ალბათ ეგონა, რომ ჭკუიდან შევიშალე...მეც ასე მეგონა...9 წლის შემდეგ შევხვდი იმ დახუჭულ თვალებს, რომელმაც ჩემს ლოდინში სინათლე დაკარგა... 9 წლის შემდეგ შევეხე იმ მკერდს, რომელშიც მონატრებითა და ტკივილით გარდაცვლილი გული ისევ მელოდებოდა...მამამ იცოდა, რომ ჩემს ბილეთს მხოლოდ ერთი მიმართულება ჰქონდა და მაინც მელოდებოდა...

ისიც იცოდა, რომ ქვეყნიდან უსამართლოდ გამომაძევეს და სასტიკად მომექცნენ...დედას და მამას, ერთხელ არ დასცდენიათ უბრალო საყვედურიც კი, მიშაზე... როცა მეუბნებოდნენ - ეს გაკეთდა; ეს აშენდა; ქვეყანა წინ მიდის; - ზოგჯერ ეგოისტურად მშურდა და მტკიოდა.

ვერ წარმომედგინა რომ ამ ყველაფრის მიუხედავად მათთვის, მაინც ძვირფასი იყო ის ქვეყანა, სადაც მე არ ვიყავი...და ერთხელაც გულმოსულმა ვუთხარი: რას აიჩემეთ ეს მიშა და მიშა. ვერ ხვდებით, რატომ ვგდივარ ამ უცხო ქვეყანაში მეთქი?- კი ვიცი, მაგრამ, შენ ის კაცი არ ხარ, პირად წყენაზე მაღლა რომ ვერ დადგე. ტკივილმა, თუნდაც უსამართლომ, არ უნდა დაგაპატარავოსო.

მართლა ღირსეული და მაგარი კაცი იყავი მამა. ვფიქრობ და ვერ ვიხსენებ, ცხოვრებაში, თუ ყოფილხარ თუნდაც ერთი კაცის მოძულე და მტერი, ან თუ არსებობდა ამ ქვეყნად ერთი კაციც კი, ვისაც სძულდი და გმტრობდა. მადლობა და ნათელი შენს სულს, ჩემო ღირსების მასწავლებელო.“ - წერს საფრანგეთი – საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი, ნუგზარ სულაშვილი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

ასევე საინტერესოა:

🔵 დიახ! ჩვენ შემოვიერთებთ საინგილოს და დავიბრუნებთ სოჭს. დაუჯერებელია? - წინასწარმეტყველი ლელა კაკულია

🔵 „ჩემი იღბალი რომ ვიცი ან ის რეიტუზიანი მოზვერი გოცირიძე შემხვდება, ან ის ოთხკუთხედი ღორი გუბაზა.“

🔵 ქართველი პროფესორის იტალიური ამბები - „ქალი გადმოვიდა, ქალის უნახავს გაგხდიდათ“

🔵  „ჩემი იღბალი რომ ვიცი ან ის რეიტუზიანი მოზვერი გოცირიძე შემხვდება, ან ის ოთხკუთხედი ღორი გუბაზა.“

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1715778804

საზოგადოება

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 15 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7323 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6866 ლარი იყო.  გამყარდა ევრო, რომლის...

კურსი

1715777892

სოციალური მედია

„აქციების ირგვლივ რაც ხდება, ესაა საზოგადოებაში პანიკის დათესვის მორიგი ხელოვნური მცდელობა!“ - რას წერს ლუკა ეხვაია

„ყოველთვის, როდესაც საუბრობენ დასავლეთის კულტურული პოლიტიკიდან მომდინარე საფრთხეებზე, როგორიცაა LGBTQ+ პროპაგანდა და ზოგადად, დასავლური კულტურული ჰეგემონია, მხედველობიდან რჩებათ, რომ აშშ-ის ჰეგემონიურ...

ლუკა ეხვაია

1715774163

ახალი ამბები

გიორგი მამარდაშვილი „ნიუკასლის“ ინტერესის სფეროშია

საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი „ნიუკასლ იუნაიტედის“ ინტერესის სფეროშია.  როგორც Marca იტყობინება, ინგლისურ კლუბში ნიკ პოუპის, მარტინ დუბრავკას და ლორის კარიუსის თამაში...

იტალია

1715770384

საზოგადოება

რას ამბობს მერაბ დვალიშვილი, რომელიც ცოტა ხნის წინ ავარიაში მოყვა

ქართველი „რკინის კაცი“, იგივე მერაბ დვალიშვილი სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია და თავის გამომწერებს ცხოვრებისეულ სიახლეებსა და სახალისო მომენტებს ხშირად უზიარებს. ამჯერად სპორტსმენის მორიგი ვიდეო ვრც...

ააა

1715768526

სპორტი

„UFC ესპანეთის თარიღი უკვე ვიცი“ - ილია თოფურია

UFC-ის ქვემსუბუქი წონის მოქმედმა ჩემპიონმა, ქართველმა ილია თოფურიამ სოციალურ ქსელ X-ის გვერდზე დაწერა, რომ უკვე იცის, როდის ჩატარდება ორგანიზაციის ღონისძიება ესპანეთში. როგორც ჩანს, 27 წლის დაუმარცხებ...

მებრძოლი ილია თოფურია