როგორ ხდება იტალიაში საერთაშორისო დაცვის, “აზილოს” მოთხოვნა უფასოდ

რა არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ უცხო ქვეყანაში ირღვევა ემიგრანტის უფლებები? ეს, ენობრივ ბარიერთან ერთად, ინფორმაციის ნაკლებობაა. სწორედ ამიტომ, მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია იმ უმნიშვნელოვანესი საკითხის შესახებ, რაც ე.წ. „აზილოს“, საერთაშორისო დაცვის (Protezione internazionale) მოთხოვნას ეხება. 

პირველ რიგში, დავიწყებ იმით, რომ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის პროცედურა 
სრულიად უფასოა. არსებობს რიგი ორგანიზაციებისა, სადაც იურისტები, ხაზს ვუსვამ, 
უფასოდ მოგემსახურებიან არამარტო ამ პროცედურის წარმართვაში, არამედ ნებისმიერ 
იურიდიულ, სოციალურ, სამედიცინო, თუ განათლების დარგში შექმნილ პრობლემებზე. 

ორგანიზაცია წარადგენს განაცხადს პოლიციის (questura) საემიგრაციო განყოფილებაში თქვენს მიერ თავშესაფრის მოთხოვნის მოტივით. პოლიციის სამმართველო გასცემს დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს დაცვის მოთხოვნაზე განაცხადის შეტანას და გამოძახების თარიღს, ოქმის შესადგენად. ივსება ე.წ. Modulo C3 სადაც იწერება პირადი მონაცემები და მოკლე ისტორია, თუ რატომ ითხოვთ თავსეფარს. აღნიშნული საბუთის შევსებიდან 60 დღეში, შესაძლოა როგორც სამუშაო, ასევე ბინის კონტრაქტის  ფორმალიზება. 
‘’ქვესტურაში’’ მუშაობენ მედიატორები, რომლებიც დაგეხმარებიან ამ პროცედურის გავლაში. 
განაცხადის შეტანისას, პოლიციას აბარებთ პასპორტს, 4 ფოტოსურათს, საცხოვრებელი ადგილის საბუთებს, ბინის მასპინძლობის დამადასტურებელ ცნობას (ospitalità), 16 ევროიან საფოსტო მარკას (marca da bollo). ამის შემდეგ პოლიცია გიღებთ თითის ანაბეჭდებს.

განაცხადის შეტანის მომდევნო დღეებში პოლიციის სამმართველომ უნდა გასცეს სახელობითი მოწმობა, რის შემდეგაც 30 დღის განმავლობაში გაიცემა უკვე თქვენი დროებითი, მოლოდინის, ექვსთვიანი ბინადრობის უფლება,ე.წ. Permesso di soggiorno, რომელიც განახლებადია.

განაცხადის გაკეთების შემდეგ, საცხოვრებელ მისამართზე მიიღებთ წერილობით შეტყობინებას, თუ როდის უნდა გამოცხადდეთ კომისიის წინაშე ინტერვიუზე 
პრეფექტურაში. შეგახსენებთ, რომ თქვენ ვალდებული ხართ წარდგეთ კომისიის წინაშე. 
როდესაც წარდგებით პრეფექტურაში მოსმენაზე, უკეთესია თან იქონიოთ თქვენი ისტორიის წერილობითი მტკიცებულება. მაგ: სამედიცინო ცნობა, რომელიც აღწერს 
მსხვერპლის მიერ გადატანილ ძალადობის ფაქტებს, ან პოლიციიდან გამოთხოვილი 
საჩივარი, რომელიც თავის დროზე გააკეთა საქართველოში და ა.შ. 

რა შემთხვევაში ხდება ლტოლვილის სტატუსის მინიჭება? - ჟენევის კონვენციის 
თანახმად, ლტოლვილის სტატუსის მისანიჭებლად, საფრთხე უნდა იყოს სათანადოდ 
სერიოზული, რაც შეიძლება გამოიხატებოდეს შემდეგში:  1. ფიზიკური, ფსიქიკური, 
ან სექსუალური ძალადობა, 2. თუ კი თქვენი ქვეყნის სამართალდამცავი სისტემა არ, ან ვერ იცავს თქვენს უფლებებს, 3. ქმედებები, რომლებიც ახდენს დისკრიმინაციას სქესის/გენდერული კუთვნილების გამო, ბავშვების შემთხვევაშიც 4. თუ ხართ დევნილი რასის, რელიგიის, ეროვნების, კონკრეტული სოციალური ჯგუფის წევრობის, ან განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო.

ლტოლვილის სტატუსის აღიარება უფლებას გაძლევთ მიიღოთ ბინადრობის 
ნებართვა 5 წლიანი ვადით, რომელიც განახლდება. ლტოლვილის საბუთი შესაძლოა ჩანაცვლდეს ჩვეულებრივი ბინადრობის უფლების საბუთით Permesso di soggiorno subordinato-თი. 5 წლის შემდეგ ასევე შეგიძლიათ შეიტანოთ განაცხადი იტალიის მოქალაქეობაზე. ლტოლვილის საბუთით შესაძლებელია მოითხოვოთ ოჯახის გაერთიანება (coesione familiare), გექნებათ უფლება გააფორმოთ სამუშაო კონტრაქტი, გექნებათ წვდომა, განათლების მიღებაზე,სამედიცინო და სოც.მომსახურებაზე. დადებითი პასუხის შემთხვევაში ლტოლვილის 
სტატუსით შეგიძლიათ იმოძრაოთ მხოლოდ ევროკავშირის ტერიტორიაზე და არ გაქვთ თქვენს ქვეყანაში წასვლის უფლება, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა. ასეთ დროს ქვესტურაში უნდა წარადგინოთ განაცხადი, თქვენი საქართველოში წასვლის აუცილებლობის შესახებ და მოტივი დაამტკიცოთ ოფიციალური სახის დოკუმენტით.
განაცხადის განხილვაზე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, შესაძლებელია გასაჩივრება სასამართლოში, პასუხის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში, სახელმწიფო ხარჯზე. 
სტატუსის გაუქმება და შეწყვეტა შეგიძლიათ მოითხოვოთ ნებისმიერ დროს.

აქვე, მოგაწვდით მისამართებს ნეაპოლის ტერიტორიაზე არსებული ორგანიზაციებისა, რომელიც ზემოთ აღნიშნულ პროცედურის წარმოებაში დაგეხმარებიან. 
1) Less Associazione onlus, Via del Fiumicello 7.ტელ:  081 455 270 

2) CGIL- ufficio immigrati Via Torino, 16  ტელ: 081 345 6206 

3) Cenro interculturale Nanà, Vico Tutti i Santi,65 ტელ: 081 442 0019 

4)Ex OPG Via Matteo Renato Imbriani,218. ტელ: 333 3333666

P.S. მინდა აღვნიშნო, რომ იტალიის ტერიტორიაზე ფუნქციონირებენ პროფკავშირთა გაერთიანებები, ისეთები როგორებიც არიან CGIL, CISL და ასე შემდეგ, რომელთა საემიგრაციო განყოფილებები, ფაქტობრივად უფასოდ დაგეხმარებიან აღნიშნული პროცედურების გავლაში.მაკა ხაჩოშვილი სპეციალურად exclusivetv.ge-სთვის ნეაპოლიდან

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1715874781

საზოგადოება

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: კიდევ ერთხელ მხარი დავუჭირე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და კეთილდღეობას

 დღეს ორი მეგობარი, ორი სტრატეგიულიპარტნიორი ქვეყნის ლიდერი შევიკრიბეთ დაძალიან ნაყოფიერი საუბარი შედგა ჩვენს შორის.კიდევ ერთხელ მხარი დავუჭირე საქართველოსტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა დაკეთილდ...

გგჰ

1715874640

ახალი ამბები

,,თურქეთის რესპუბლიკა საქართველოსთვის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია და პრეზიდენტ ერდოღანთან ვიმსჯელეთ, თუ როგორ შეიძლება, კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ჩვენი პარტნიორობა” - პრემიერი

 თურქეთის რესპუბლიკა საქართველოსთვისნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია და ჩვენვიმსჯელეთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორშეიძლება, კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ჩვენი პარტნიორობა, - ამის შესახებ საქართველოსპ...

ირაკლი კობახიძე

1715867911

საზოგადოება

17 მაისს გარკვეულ ქუჩებზე გადაადგილება შეიზღუდება

დედაქალაქში 17 მაისს დაგეგმილ მსვლელობასთან დაკავშირებით, გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „მსვლელობა ქაშვეთის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან...

ზოგადი

1715866727

საქართველო

„კიდევ ერთხელ უნდა დავანახოთ მსოფლიოს, სად, რა ღირებულებების მხარეს დგას საქართველო და ქართველი ხალხი!“ - მამუკა მდინარაძე ოჯახის სიწმინდის დღეზე

„ვერავინ უნდა შეძლოს და გაბედოს, ერთი მხრივ, ჩვენი ქვეყნის მომავალი, პროგრესი, განვითარება და მეორე მხრივ, ქართული იდენტობა, ოჯახის პატივისცემა, კულტურა, რწმენა, ტრადიციები - ურთიერთდაპირისპირებულად წ...

მამუკა მდინარაძე

1715865642

საზოგადოება

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 16 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7596 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7323 ლარი იყო.  გამყარდა ევრო, რომლის...

ლარის კურსი, ვალუტა