21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
წარმატებული და ნაყოფიერი დღეა. ნებისმიერ საქმეში ინიციატივას იჩენთ, კოლეგებს საკუთარ ცოდნას უზიარებთ და დავალების შესრულებაში ეხმარებით. ზოგი თქვენგანი შეხვდება ადამიანს, რომელიც მოგვიანებით ერთგული თანამოაზრე და თანამებრძოლი გახდება. თვითკრიტიკაში ცუდი არაფერია. პირიქით, ამ დროს გაიგებთ, ვინაა თქვენი ნამდვილი მეგობარი. ხელსაყრელი დღეა მავნე ჩვევებთან ბრძოლის დასაწყებად.
კურო
თითქოს ყველაფერი კარგადაა, მაგრამ წვრილმანი პრობლემები ისე გაწუხებთ, რომ თავს ბედნიერად არ გრძნობთ. ეცადეთ, გვერდით გყავდეთ მხიარული და ოპტიმისტი ადამიანი, რომელიც ნებისმიერ სიტუაციაში დაგეხმარებათ და საკუთარ პოზიტივს გაგიზიარებთ. შესაძლოა, კოლეგებს ან მეგობრებს თქვენი მხარდაჭერა დასჭირდეთ და უარი არ უნდა უთხრათ. ერიდეთ საყვარელ ადამიანთან კამათს და ეცადეთ, ერთად ყოფნისთვის დრო გამონახოთ.
ტყუპები
თუ ჯერ არ გესმით, სიტუაცია რამდენად სერიოზულია, მაშინ გადაწყვეტილება არ უნდა მიიღოთ. მიმდინარე საქმეებს რაღაც აფერხებს და საბოლოო შედეგამდე იმაზე გრძელი გზა უნდა გაიაროთ, ვიდრე გგონიათ. შესაძლოა, რომელიღაც კოლეგამ იმედი გაგიცრუოთ, ამიტომ ეცადეთ, დამოუკიდებლად იმოქმედოთ. თუ შესაძლებელია, ყველაფერი მომდევნო დღისთვის გადადეთ და სახლში ცოტა ადრე წადით. ოჯახთან ერთად გატარებული დრო გაცილებით მნიშვნელოვანია.
კირჩხიბი
სავარაუდოდ, ამ დღეს ვიღაც თქვენზე ძლიერ გავლენას მოახდენს. შესაძლოა, ცვლილებებისკენ გიბიძგებენ, რომლებისთვისაც ჯერ მზად არ ხართ. სამსახურში ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და სიურპრიზებს არ უნდა ელოდოთ. შესაძლოა, რომელიმე კოლეგამ საღამოს კაფეში დასაჯდომად და სასაუბროდ მიგიწვიოთ. სანამ რამეს იტყვით, კარგად დაფიქრდით – შეიძლება ვიღაცამ თქვენი სიტყვები არასწორად გაიგოს და გაგინაწყენდეთ.
ლომი
ეს დღე შესაფერისია მეგობრებთან ან კოლეგებთან შეხვედრისა და დროის სასიამოვნოდ გატარებისთვის. ეს უფრო დაგაახლოებთ და თქვენი გუნდური მუშაობა გაცილებით ნაყოფიერი გახდება. ზოგი ლომი შეიძლება შეხვდეს ადამიანს, რომელიც თავდავიწყებით შეუყვარდება, ზოგს კი ძველი სიყვარული დაუბრუნდება და ურთიერთობის განახლებას მოინდომებს. მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია, ამ შეთავაზებას მიიღებთ თუ არა.
ქალწული
ნაკლები იოცნებეთ, თორემ რეალობას მოწყდებით და სამუშაო შეუსრულებელი დაგრჩებათ. ნურც მეორე უკიდურესობაში გადავარდებით - ქანცგაწყვეტამდე, შეუსვენებლად მუშაობა თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება. მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით უმჯობესია, დამკვირვებლის პოზიციას დასჯერდეთ და მოვლენები თვითდინებაზე მიუშვათ. დღის მეორე ნახევარში შეიძლება მეგობრების გამო საყვარელ ადამიანთან იკამათოთ.
სასწორი
პარტნიორთან ურთიერთობაში სირთულე გელით. გირჩევთ, სიტუაციის მოსაგვარებლად პირველი ნაბიჯი თავად გადადგათ, თორემ მოვლენების განვითარების ლოდინი დიდხანს მოგიწევთ. სამსახურში საქმე უინტერესოდ მიდის, ამიტომ აჯობებს, რომ ამ დღეს მეტი დრო ოჯახს და საყოფაცხოვრებო საკითხებს დაუთმოთ.
კითხვის გასაგრძელებლად გადადით ბმულზე:
https://funtime.ge/ka/news/dgis-horoskopi/21-dekembris-astrologiuri-prognozi-4564
1734771324
ჰოროსკოპი2025 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ქეთევან ჯანდიერისგან - „განსაკუთრებით კარგი იქნება მათთვის, ვისაც უნდა კარიერული ზრდა, სულიერი და პიროვნული განვითარება“
„ვაქვეყნებ ჩემს სტატიას 2025 წლის (ჩინური კალენდრით) მფარველ ტოტემაზე გველზე. სტატიის პირველი ნაწილი არის მისი შეცნობისთვის, როგორც მითოლოგიური ტოტემის, (რომ გავაანალიზოთ მისი მახასიათებლები როგორც და...
1734767776
საზოგადოებაროგორ ამინდს პროგნოზირებენ უქმეებზე?
სინოპტიკოსების პროგნოზით, 21 დეკემბერს, საქართველოს მასშტაბით ძირითადად მზიანი ამინდია მოსალოდნელი. 21 დეკემბრის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით: გაგრა 15° - უმეტესად მზიანი სოხუმი 14° - უმეტესა...
1734764120
საზოგადოება21 დეკემბერს სტალინი დაიბადა
იოსებ ბესარიონის ძე სტალინი ჯუღაშვილი 1878 წელს, ქალაქ გორში დაიბადა. ქართველი და საბჭოთა რევოლუციონერი, პოლიტიკური, სამხედრო, პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე. კომუნისტური პარტიის, საბჭოთა სახელმწიფოს...
1734760568
მსოფლიოგერმანიის საახალწლო ბაზრობაზე ტერაქტი მოხდა - არიან დაღუპულები
გერმანიის ქალაქ მაგდებურგში მოწყობილ საახალწლო ბაზრობაზე ტერაქტი მოხდა. როგორც გერმანული გამოცემა Spiegel წერს, ავტომობილი ხალხით სავსე მოედანზე შევარდა. დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ოფიციალუ...
1734720482
ჰოროსკოპი„მალე მოკრებილი ძალით ინათებს და მაცხოვარი დაიბადება!“ - გიორგი ლობჯანიძე 21 დეკემბრის მზებუდობაზე
21 დეკემბერს მზე ტოვებს აქტიურ, ენერგიულ და ცეცხლოვან მშვილდოსანს და გადადის თხის რქაში ერთ-ერთ ყველაზე მშვიდ და სტაბილურ ნიშანში. ეს ყველაფერი კი სიტუაციას დაამშვიდებს და მოიმატებს პასუხისმგებლობა ად...