23 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? 

ვერძი

დღის პირველი ნახევარი შესაფერისია შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სადაც ფანტაზია და კრეატიულობაა საჭირო. ეცადეთ სამსახურში მოწყენილობა და ერთფეროვნება თავიდან აიცილოთ. დადებითი ენერგიის დახმარებით, ბევრ ადამიანს ცხოვრებას ულამაზებთ, მაგრამ ცოტაოდენი თქვენთვისაც უნდა დაიტოვოთ. საქმის მიმართ გაზრდილი ინტერესი დაგეხმარებათ, რომ კონკრეტულ საქმიანობაში წარმატებას მიაღწიოთ.

კურო

ამ დღეს ბევრი ცდუნება გელით და შეწინააღმდეგება გიჭირთ. ფრთხილად იყავით - ვიღაც ცდილობს, რომ რეალობა ოდნავ დამახინჯებული სახით წარმოგიდგინოთ. ნუ მისცემთ მას თქვენი მოტყუების უფლებას. ახლობელმა ადამიანმა შეიძლება შეხედულება შეიცვალოს და ბარიკადის სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდეთ. მზად იყავით, რომ ამან შეიძლება თქვენი ურთიერთობა გაართულოს.

ტყუპები

ეცადეთ საკუთარი შესაძლებლობები რეალურად შეაფასოთ - ეს შეცდომებისგან დაგიცავთ. საყვარელი ადამიანისთვის მიცემული პირობის შესრულების დროა. ამ დღეს მოტივაციის ნაკლებობას განიცდით, ამიტომ სამუშაოს შესრულება გიჭირთ. სამაგიეროდ, იზრდება თქვენი შემოქმედებითი და სექსუალური პოტენციალი და ადამიანების დარწმუნების უნარი. სასურველია, რომ საღამო მეგობრებთან ერთად, სასიამოვნო გარემოში გაატაროთ ან სუფთა ჰაერზე გაისეირნოთ.

კირჩხიბი

დღის დასაწყისი იდეალური დროა მნიშვნელოვანი საკითხის მოსაგვარებლად. სწორედ ამ დროს შეიძლება შესანიშნავი იდეა გაგიჩნდეთ და დაუყოვნებლივ მისი განხორციელება დაიწყოთ. თანამშრომლობის უჩვეულო შეთავაზება საშუალებას მოგცემთ, გამოიყენოს თქვენი ის უნარები, რომლებითაც განსაკუთრებით ამაყობთ. დღის მეორე ნახევარში მცირე გაუგებრობა მყუდროებას დაგირღვევთ. შეეცადეთ ბრაზი უდანაშაულო ადამიანებზე არ იყაროთ. ოჯახის წევრებისგან სასიამოვნო სიურპრიზი გელით.

ლომი

ამ დღეს რომელიღაც დახლართულ სიტუაციაში გარკვევას მოინდომებთ, მაგრამ თქვენი ძალისხმევა შედეგს არ მოიტანს. სავარაუდოდ, მხოლოდ იღბლის იმედად, ბრმად მოქმედება მოგიწევთ. გაიხსენეთ თქვენი წარსული მიღწევები და გამარჯვებები. ისინი ახალი გამარჯვებისთვის ძალას შეგმატებენ. შესაძლოა, ახლობელი ადამიანის უტაქტო ხუმრობამ თქვენს განწყობაზე უარყოფითად იმოქმედოს.

ქალწული

დახმარების იმედი ნუ გექნებათ - ამ დღეს დამოუკიდებლად უნდა იმოქმედოთ. ხშირად ადამიანები მხოლოდ საკუთარი ინტერესებით ხელმძღვანელობენ, ამიტომ ურთიერთგაგების მიღწევა გაგიჭირდებათ. თუ არ იზარმაცებთ და საქმეს გულს დაუდებთ, იღბალი თქვენს მხარეს იქნება. უახლოეს ხანებში კორპორაციული წვეულება გელით, სადაც საინტერესო ადამიანს გაიცნობთ. პირადი ურთიერთობების თვალსაზრისით, პრობლემები მოსალოდნელი არ არის.

სასწორი

ამ დღეს განწყობა მარტის ამინდივით სწრაფად გეცვლებათ, რაც დისკომფორტს იწვევს. შესაძლოა, იმ ადამიანებმაც კი გაგაღიზიანონ, ვისთანაც ადრე მეგობრობდით. თუ კოლეგებთან მუდმივად კამათობთ, საეჭვოა, რომ საქმე დროულად და წარმატებით დაასრულოთ. მოერიდეთ რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთებას და ძალები საღამოსთვის შემოინახეთ. დღის მეორე ნახევარში სასარგებლოა ფიზიკური დატვირთვა და შემოქმედებითი აქტივობები.

მორიელი

ცდილობთ მიზანს მიაღწიოთ, მაგრამ უმცირესი წარუმატებლობის შემთხვევაშიც კი იმედს და თავდაჯერებას კარგავთ. ბევრი მორიელი მზად არის, ოცნებაც კი დათმოს, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი, რასაც ამდენი დრო და ძალა შეალიეთ, შეცდომა იყო. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია საყვარელ ადამიანებთან უთანხმოება, არ არის გამორიცხული კამათი, თუმცა, ძველი მეგობრის დახმარებით, ყველა გაუგებრობას მალე დაივიწყებთ. ამ დღეს მიღებული გამოცდილება მოგვიანებით ბევრჯერ გამოგადგებათ.

კითხვის გასაგრძელებლად გადადით ბმულზე

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1734878231

საზოგადოება

„ისტორია მეორდება, ჩვენი გზა არის ევროპული ოჯახისკენ, სადაც ქრისტიანული ცივილიზაციის და კულტურის ნაწილი უნდა გავხდეთ, ოღონდ ჩვენი რწმენის, ფასეულობების და ღირსების შენარჩუნებით“ - გიორგი გამსახურდია

გიორგი გამსახურდია, სოციალურ ქსელში აზიარებს ზვიად გამსახურდიას ვიდეოს, სადაც საქართველოს პირველი პრეზიდენტი საუბრობს იმაზე, რომ ქართველ ხალხს წაართვეს რწმენა, წინაპრების სარწმუნოება და თავს მოახვიეს...

გამსახურდია

1734872490

საზოგადოება

მეუფე შიო: როდესაც ადამიანი შედარებით კეთილდღეობით ცხოვრობს, ნაკლებად ფიქრობს ღმერთზე, მაგრამ შეემთხვევა უბედურება, ან რაიმე მძიმე სატანჯველი, ადამიანი მდაბლდება, სულ სხვა ხედვა ეხსნება

„როდესაც ადამიანი შედარებით კეთილდღეობით ცხოვრობს, ნაკლებად ფიქრობს ღმერთზე, ღვთის წყალობის აუცილებლობაზე, მაგრამ როცა შეემთხვევა უბედურება, ან რაიმე მძიმე სატანჯველი, ადამიანი მდაბლდება, მას სულ სხვა...

ლლლ

1734868440

სოციალური მედია

„არასდროს არ დამავიწყდება კონცერტი ქუთაისში და ის სიყვარულით სავსე გულები, რომელიც პატარებმა გვაჩუქეს!“ - ზურა ხაჩიძე

ქუთაისში გამართულ კონცერტს, სადაც „ქუჩის ბიჭებმა“ და ნინი ქარსელაძემ იმღერეს, ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება. ზურა კონცერტზე დასწრებისთვის საზოგადოებას მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ ეს საღამ...

 ზურა ხაჩიძე

1734862849

სოციალური მედია

„ვუსამძიმრებ სამაშველო სამსახურს და მის ოჯახს... მაშველი გმირია “ - რას წერს ზურა ხაჩიძე?

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილ ხანძარს 42 წლის მეხანძრე-მაშველის სიცოცხლე...

ააა

1734858640

საზოგადოება

„დედას უთხრეს, რომ ბავშვი სანიტარს გაუვარდა ხელიდან და გარდაიცვალა“ - როგორ იპოვა დედა-შვილმა ერთმანეთი 52 წლის შემდეგ?

ტელეწამყვანი და ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე მრავალშვილიანი დედაა. იგი სოციალურ სივრცეში აქტიურობით გამოირჩევა, მეტიც თამუნა მუსერიძემ დააფუძნა ჯგუფი „ვეძებ“, რომლითაც საზოგადოებას დაკარგული და გაშვილებ...

 თამუნა მუსერიძე