26 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? 

ვერძი

ხელსაყრელი დღეა ახალი, საპასუხისმგებლო პროექტის დაწყებისა და მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების დაგეგმვისთვის. ვარსკვლავები რთული და დახლართული საკითხების მოგვარებაში დაგეხმარებათ. ამ დღეს აჩქარებამ შეიძლება მძიმე შეცდომები გამოიწვიოს. ყურადღებას მეორეხარისხოვან საკითხებზე ნუ გადაიტანთ და ეცადეთ, თქვენთვის მისაღები ტემპით იმუშაოთ.

კურო

მოვლენებით დატვირთული დღეა. ზურგს ნუ შეაქცევთ ადამიანს, რომელიც დახმარებას გთავაზობთ და ეცადეთ, რთული ამოცანების შესასრულებლად მოკავშირეები მოძებნოთ. თქვენი პიროვნული თვისებები ბევრ სხვადასხვა ადამიანს იზიდავს, ამიტომ შეიძლება ამ დღეს ვიღაც განსაკუთრებულს და საინტერესოს შეხვდეთ. გაუფრთხილდით საკუთარ დროს და უმნიშვნელო საკითხებზე ნუ დახარჯავთ. დაეხმარეთ ყველას, ვისი დახმარებაც შეგიძლიათ და უამრავ მხარდამჭერს შეიძენთ.

ტყუპები

გირჩევთ, ოჯახური და საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებას მეტი დრო დაუთმოთ. უსმინეთ საკუთარ სხეულს - ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ მოსალოდნელია ჯანმრთელობის გაუარესება. გირჩევთ, იმუნური სისტემის გასაძლიერებლად ვიტამინები მიიღოთ და ექიმთან მიღებაზე ჩაეწეროთ. გამორიცხული არ არის, რომ ახლობელმა ადამიანმა სარისკო ქმედებებისკენ გიბიძგოთ. ეცადეთ, ცდუნებას გაუძლოთ და დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოთ.

კირჩხიბი

მოემზადეთ ნაყოფიერი დღისთვის და დავალებები ისე დაგეგმეთ, რომ მნიშვნელოვანი არაფერი გამოგრჩეთ. თქვენი სასიცოცხლო ენერგია იკლებს, ამიტომ შინაგანი რესურსი გონივრულად უნდა გაანაწილოთ. ხშირი შესვენება და ყურადღების სასიამოვნო აქტივობებზე გადატანა დაგეხმარებათ, რომ ენერგია შეინარჩუნოთ და ამ დღისთვის დაგეგმილი საქმეები დროულად დაასრულოთ. თავდაჯერება და აქტიურობა ურთულესი საქმეების სწრაფად და წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ.

ლომი

ცუდი განწყობა ან უსიამოვნო ფიქრები ძალებს გართმევთ და მუშაობაში ხელს გიშლით. ეცადეთ, პირქუში აზრები განდევნოთ და საინტერესო საქმით დაკავდეთ. ადამიანებმა, რომლებსაც კარგად არ იცნობთ, შეიძლება თქვენი გამოყენება საკუთარი მიზნებისთვის სცადონ, ამიტომ გულწრფელობას მოერიდეთ, მეტი უსმინეთ და ნაკლები ილაპარაკეთ. ხელსაყრელი დღეა პროფესიული პოზიციის გაძლიერებისთვის და ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენოთ.

ქალწული

ამ დღეს ექსპერიმენტებს და საყოველთაოდ მიღებული წესების დარღვევას უნდა მოერიდოთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ თქვენმა ინიციატივებმა შეიძლება პრობლემები გამოიწვიოს. ნუ გასცემთ დაპირებას, რომლის შესრულებაც გაგიჭირდებათ. სავარაუდოდ, რთული საკითხის მოგვარებით სასურველ შედეგს მიიღებთ. ამ დღეს ასაკით უფროს ადამიანებთან ურთიერთობა სასარგებლოა - მათი სიბრძნე და ცხოვრებისეული გამოცდილება ძალიან დაგეხმარებათ.

სასწორი

ამ დღეს ცვლილებებმა შეიძლება იმედგაცრუება მოგიტანოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, თქვენ გარშემო განვითარებულ მოვლენებზე ნაჩქარევი დასკვნები არ გააკეთოთ და სიტუაციას მეორე მხრიდან შეხედოთ. სავარაუდოდ, თქვენ გარშემო ბევრი არაკეთილსინდისიერი ადამიანია, ამიტომ ურთიერთობაში თავშეკავება უნდა გამოიჩინოთ და პროვოკაციებს არ აჰყვეთ.

მორიელი

რაც უფრო მეტ ადამიანს შეხვდებით და ახალ იდეას მოისმენთ, მით უფრო წარმატებული იქნება თქვენი დღე. ვარსკვლავების აზრით, კოლეგებთან და მეგობრებთან საუბარი საინტერესო და სასარგებლო იქნება. კრიტიკის თავიდან ასაცილებლად, გირჩევთ, საკუთარი იდეები და გეგმები საიდუმლოდ შეინახოთ. ამ დღეს კოლექტიურ მუშაობაზე ნაყოფიერი ინდივიდუალური მუშაობა იქნება.

მშვილდოსანი

გირჩევთ, ურთიერთობები შეზღუდოთ, მეტი უსმინოთ და ნაკლები ისაუბროთ. თქვენმა მოზღვავებულმა ემოციებმა შეიძლება პრობლემები შეგიქმნათ და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა გააფუჭოს. გირჩევთ, ამ დღეს დაგეგმილი მგზავრობა ან მოგზაურობა გადადოთ, რადგან გზაში უსიამოვნებები გელით. ახლობელს თქვენი დახმარება სჭირდება და ზურგი არ უნდა აქციოთ. ყურადღებით მოუსმინეთ მეგობრის რჩევას და რთული ვითარებიდან გამოსავალს იპოვით.

თხის რქა

კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან საუბარში არაკორექტულობას და უხეშობას ერიდეთ. ეს შეიძლება თქვენს კარიერაზე უარყოფითად აისახოს. უსმინეთ საკუთარ ინტუიციას, იმოქმედეთ ისე, როგორც შინაგანი ხმა გიკარნახებთ და ეს შეცდომების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. ადამიანებმა, რომლებსაც კარგად არ იცნობთ, შეიძლება საკუთარი მიზნებისთვის თქვენი გამოყენება სცადონ, ამიტომ გულწრფელობას მოერიდეთ. ასაკით უფროსი ადამიანების სიბრძნე და ცხოვრებისეული გამოცდილება ძალიან დაგეხმარებათ.

მერწყული

ყურადდღებით უსმინეთ გარშემო მყოფ ადამიანებს და მნიშვნელოვანი სიახლეები არ გამოტოვოთ. ზოგმა ინფორმაციამ შეიძლება გაგაბრაზოთ, მაგრამ ის უფრო სერიოზული პრობლემების აცილებაში დაგეხმარებათ. თუ გრძნობთ, რომ თქვენი თავდაჯერება მცირდება, ძველი წარმატებები უნდა გაიხსენოთ. ხელსაყრელი დღეა ჯანსაღი ცხოვრების წესის, სპორტული ვარჯიშებისა და ახალი დიეტის დაწყებისთვის.

თევზები

რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით თქვენი ვარაუდები დღეს დადასტურდება. უსმინეთ სიახლეებს, რომ მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ გამოტოვოთ. კარგი დღეა ახალი საქმის დასაწყებად. სანამ ვინმესგან დახმარებას მიიღებთ, მოსალოდნელ შედეგებზე დაფიქრდით. შესაფერისი დროა ადრე დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად. მოერიდეთ ჭორაობას და უსარგებლო საუბრებს, განსაკუთრებით სამსახურში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1727524871

სოციალური მედია

,,მილიარდობით თავისუფალი ნებაა და მხოლოდ ერთია ჩემი, ერთი სიცოცხლე მაქვს და ბევრ დღედ გარდაიქმნება” - გია მურღულია

 განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტი ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:  „მილიარდობით თავისუფალი ნებაა და მხოლოდ ერთია ჩემი.ერთი ს...

საზოგადოება

1727522279

საზოგადოება

,,ტემპერატურა კი შედარებით დაბალი იქნება” - მეტეოროლოგის პროგნოზი

 მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.  „აჭარის სანაპირო ზოლში - მზიანი და წყნარი, დასავლეთის დაბლობზე - მზიანი, მაგრამ ქარიანი, აღმოსავლეთის ბარ...

კობა ფარტენაძე

1727517909

სოციალური მედია

,,შე სააკაშვილის ხროვის შემადგენელო ფურუნკულო და ამავე ხროვისგან ასაფეთქებლად გამეტებულო, რით ვერ ძღები ქართველი ხალხის სისხლით?!” - გიორგი მამაცაშვილი თარგამაძეს მიმართავს

გამომცემლობა „რეპორტიორის“ დირექტორი, საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე, გიორგი მამაცაშვილი სოციალურ ქსელში გივი თარგამაძის სტატუსს გამოეხმაურა, სადაც პოლიტიკოსი „ქართული ოცნე...

გიორგი მამაცაშვილი

1727513702

საზოგადოება

გლობალური ინოვაციების ინდექსით საქართველო მაღალ-საშუალო შემოსავლიანი ქვეყნების საუკეთესო ათეულში მოხვდა და მსოფლიოს გამორჩეულ იმ 14 ქვეყანას შორის დასახელდა, რომელიც ინოვაციური განვითარების ახალ სიმაღლეებზე აღზევდა

 ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ გლობალური ინოვაციების ინდექსი 2024 გამოაქვეყნა.  კვლევა მსოფლიოს 133 ქვეყანაში ინოვაციური განვითარების მახასიათებლებს ეძღვნება. საქართველო მსოფლიო რეიტი...

საქართველოს მთავრობა მკლავჭიდელებსა და პარამკლავჭიდელებს პრემიებს გადასცემს

1727511974

საზოგადოება

ამინდი იცვლება - გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება

 გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28 სექტემბრის დღის ბოლოდან 30 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს ზოგიერთ რაიონში ძლიერი ქარია მოსალოდნელი.  „ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე, ასევე აღმოსავლეთ საქარ...

ამინდი