28 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? 

ვერძი

ვარსკვლავების განლაგება თქვენთვის ხელსაყრელია, თუმცა მეზობლებთან ან ოჯახის წევრებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია კამათი და უთანხმოება - შეიძლება, მოულოდნელად უხერხულ მდგომარეობაში ჩაგაყენონ. ეცადეთ, საჭირო ადამიანებთან კონტაქტები დაამყაროთ, რაც სამომავლოდ ძალიან გამოგადგებათ.

კურო

შესაძლოა, სტრესულ სიტუაციაში აღმოჩნდეთ, მაგრამ გამჭრიახობის წყალობით, თავს მალე დააღწევთ. მოემზადეთ ცვლილებისთვის. სავარაუდოდ, გაუთვალისწინებელი გარემოებების გამო გეგმების შეცვლა მოგიწევთ. ეცადეთ, ყველა მოვლენა აკონტროლოთ, ყველა სიახლე თუ ჭორი გაიგოთ, რადგან სწორედ ეს არის თქვენი წარმატების საიდუმლო. არახელსაყრელი დღეა რომანტიკული ნაცნობობისთვის. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს ურთიერთობა დიდხანს გაგრძელდება.

ტყუპები

სამსახურში, პარტნიორებთან და კოლეგებთან საუბრებმა შეიძლება სასურველი შედეგი არ მოიტანოს. უსიამოვნო საუბრის თავიდან ასაცილებლად ჯობია, მენეჯმენტისგან თავი შორს დაიჭიროთ. ყველაფრის მიუხედავად, გავლენიან ადამიანთან მნიშვნელოვან საკითხზე შეთანხმებას შეძლებთ. ამ დღეს თქვენი დუმილი შეიძლება სიტყვებზე მრავლისმეტყველი აღმოჩნდეს. ვარსკვლავები გირჩევენ, ეს შესაძლებლობა თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ.

კირჩხიბი

სამსახურში, სავარაუდოდ, პასუხისმგებლობა მოგემატებათ, მაგრამ გამჭრიახობის და შრომისმოყვარეობის დახმარებით ყველაფერს გაუმკლავდებით. ფინანსურ სფეროში სასიხარულო სიახლე გელით - შესაძლოა, წლის ბოლოს ფინანსური წახალისება მიიღოთ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას და ექიმთან ვიზიტი დაგეგმეთ თუ თავი შეუძლოდ იგრძენით.

ლომი

კოლეგებთან პოლიტიკის ან საზოგადოებრივი ცხოვრების განხილვამ შეიძლება კამათი და უთანხმოება გამოიწვიოს, რაც ნამდვილად არ მოგეწონებათ.
შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ „კომფორტის ზონიდან“ გამოხვიდეთ და რაღაც ახალი სცადოთ. მით უმეტეს, რომ ამ დღეს ექსტრემალური ემოციებისთვის მზად ხართ!

ქალწული

მთელ დღეს სახლსა და სამსახურს შორის დროის განაწილებას მოანდომებთ - სამსახურში დაწყებული საქმეები დროულად უნდა დაასრულოთ და საოჯახო საქმეებსაც ყურადღება მიაქციოთ. ქალწულის ყველაზე წარმატებული იდეა თუ პროექტი სხვა ადამიანებს უკავშირდება. შესაძლოა, მალე რამდენიმე ძალიან საჭირო ადამიანი გაიცნოთ ან ვიღაც ისეთი მოხიბლოთ, ვინც თქვენს ცხოვრებას შეცვლის. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას.

სასწორი

ამ დღეს ბევრ შეხვედრას გეგმავთ, მაგრამ მზად უნდა იყოთ, რომ ყველა სასიამოვნო არ იქნება. სამსახურში მენეჯმენტმა შეიძლება თქვენი მუშაობის გამო უკმაყოფილება გამოთქვას ან გაგაკრიტიკოთ. ყურადღება მიაქციეთ ოჯახის უფროსი წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობას და საჭიროების შემთხვევაში, ექიმთან მიიყვანეთ. შესაძლოა, შვილების ან საყვარელი ადამიანის ქმედების გამო გეგმების შეცვლა მოგიწიოთ.

კითხვის გასაგრძელებლად გადადით ბმულზე: https://funtime.ge/ka/news/dgis-horoskopi/28-dekembris-astrologiuri-prognozi-4576

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1735391642

ახალი ამბები

კახა ლაბუჩიძე ბიძინა ივანიშვილზე: დაასანქცირეს ადამიანი, ვინც ქველმოქმედებებს არ ითვლის, აურაცხელ სიკეთეს აკეთებს, პატრიოტიზმს რომ ებრძვიან, ამის ულევი მაგალითები გვაქვს

 „დაასანქცირეს ადამიანი, ვინც ქველმოქმედებებს არ ითვლის, აურაცხელ სიკეთეს აკეთებს, პატრიოტიზმს რომ ებრძვიან, ამის ულევი მაგალითები გვაქვს,“ - ასე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს წევრი, კახა ლაბუჩიძე ა...

კახა

1735382608

ახალი ამბები

როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში? - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

 დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში წვიმა, მთაში თოვლჭყაპი, დღისით ზოგან ძლიერი. ღამით ცვალებადი მიმართულების, დღისით დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერა...

ზოგადი

1735377637

მსოფლიო

სირიაში დააკავეს მოსამართლე, რომელმაც ათასობით ადამიანს სიკვდილი მიუსაჯა

 სირიის ახალმა ხელისუფლებამ ყოფილი სამხედრო მოსამართლე მოჰამედ კანჯო ჰასანი დააკავა, რომელმაც ბაშარ ასადის რეჟიმის დროს ათასობით ადამიანს სიკვდილი მიუსაჯა. Deutche Welle-ს ცნობით, ამის შესახებ ინფორმა...

ციხე

1735373201

საზოგადოება

„შარშან, 28 დეკემბერს მორჩა ყველაფერი...დანარჩენი 9 თვე უკვე ტკივილი იყო… სიკვდილი გააიოლე ბერიკ“ – რეჟისორები ზურა ბერიკაშვილზე

 ზურა ბერიკაშვილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტებს აქვეყნებენ რეჟისორები სანდრო ელოშვილი და დიმიტრი ხვთსიაშვილი. რეჟისორები აღნიშნავენ, რომ რეალურად შარშან, 28 დეკემბერს მორჩა ყველაფერი....

ზურა ბერიკაშვილი

1735369291

ახალი ამბები

რა ვითარებაა საავტომობილო გზებზე? - განახლებული ინფორმაცია

საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის...

გზა მოძრაობა