5 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? 

ვერძი

მოვლენებით დატვირთული და ნაყოფიერი დღეა. ეცადეთ, ადრე გაიღვიძოთ და მუშაობა დაიწყოთ. შესაძლოა, რაღაც საკითხმა გაგაბრაზოთ ან იმედი გაგიცრუოთ. გირჩევთ, ბრაზი საყვარელ ადამიანებზე არ იყაროთ და საკუთარი სიტყვები და ქმედებები აკონტროლოთ. კარგი იქნება, თუ დღის მეორე ნახევარში ვარჯიშის ან სეირნობის დროს გამონახავთ. იქნებ დაფიქრდეთ და გაწყვიტოთ კავშირები, რომლებიც თავისუფლებას გიზღუდავენ.

კურო

ამ დღის მოვლენები განწყობას აგიმაღლებთ და ნათელ ემოციებს გაჩუქებთ. ეცადეთ, დღე აქტიურად გაატაროთ, ახალი ადამიანები გაიცნოთ და საინტერესო ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღოთ. ხელსაყრელი დღეა ექსპერიმენტის ჩატარებისა და ახალი გამოცდილების მიღებისთვის. წვრილმან პრობლემებს სწრაფად და წარმატებით გაუმკლავდებით. ამ დღეს საშუალება გექნებათ, ახლობელ ადამიანებს პატარა გამოცდა მოუწყოთ და მათ ერთგულებაში დარწმუნდეთ.

ტყუპები

დილიდან ღრუბლებში დაფრინავთ და რეალობის დანახვა გიჭირთ. ვარსკვლავები გირჩევთ, რომ ღრუბლებიდან მიწაზე დაეშვათ და ნებისმიერ საქმეს პრაგმატულად შეხედოთ. გარშემომყოფებს ნუ მისცემთ უფლებას, რომ გმართონ. გაწყვიტეთ ურთიერთობა ადამიანთან, რომელიც ცდილობს, თქვენთვის მიუღებელი ნაბიჯის გადადგმა გაიძულოთ. პრინციპულ საკითხებში უკან არ უნდა დაიხიოთ - პიროვნული ხიბლისა და დიპლომატიის წყალობით მეტის მიღწევა შეგიძლიათ.

კირჩხიბი

თუ შემოდგომის სევდამ შემოგიტიათ, მოძებნეთ პოზიტიური და აქტიური ადამიანები და მათთან ერთად მხიარული წვეულება მოაწყვეთ. ახალი ნაცნობობა დაუვიწყარ ემოციებს მოგიტანთ, თუმცა გირჩევთ, ახლად გაცნობილ ადამიანთან პოლიტიკაზე საუბარს ან საკამათო თემების განხილვას მოერიდოთ.

ლომი

ეცადეთ, საქმეს შემოქმედებითად მიუდგეთ და თქვენი ცოდნა და გამოცდილება პრობლემების სწრაფად და წარმატებით მოგვარებისთვის გამოიყენოთ. ხელსაყრელი დღეა წარსულის გახსენებისა და შეფასებისთვის. მიმდინარე მოვლენებში გარკვევა ყოველთვის ადვილი არ არის, მაგრამ უნდა სცადოთ. რაღაცების სწორად გამოთვლა და ახლობელ ადამიანებთან საკუთარ გეგმებზე საუბარი მოგიწევთ.

ქალწული

საყვარელი ადამიანების გულწრფელობამ შეიძლება გაგაოცოთ და ერთ-ერთ მათგანთან ურთიერთობის შეცვლა გაიძულოთ. ეცადეთ, საყვარელი ადამიანების მიმართ უფრო რბილი და დამთმობი იყოთ. შესაძლოა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება და არჩევანის გაკეთება მოგიწიოთ, მაგრამ მანამდე სასურველია, რომ გამოცდილი ადამიანების რჩევა მოისმინოთ და მოსალოდნელი შედეგი კარგად გათვალოთ.

სასწორი

ხელსაყრელი დღეა ახალ ადამიანებთან შეხვედრისა და მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისთვის. დისკუსიის დროს შესაძლოა, თავში ბრწყინვალე იდეა მოგივიდეთ და მნიშვნელოვანი მოვლენის მიმართ დამოკიდებულება შეცვალოთ. დროა, საკუთარი ემოციური ცხოვრება უსარგებლო ნარჩენებისგან გაწმინდოთ და ყველაფერი სუფთა ფურცლიდან დაიწყოთ. გირჩევთ, სამსახურის არსებობის შესახებ დაივიწყოთ და მთელი დღე გართობას და დასვენებას დაუთმოთ.

მორიელი

ხელსაყრელი დროა ბოლოდროინდელი მოვლენების შეფასებისა და დასკვნების გამოსატანად. ეცადეთ, პრიორიტეტები განსაზღვროთ და ახალი მიზნები დაისახოთ. თავი შეიკავეთ რთული და შრომატევადი საქმეების დაწყებისგან. ამ დღეს კარგად უნდა დაისვენოთ და ახალი სამუშაო კვირის წინ ძალები აღიდგინოთ. ახალი ურთიერთობები ძველების დატოვებულ სიცარიელეს ამოავსებს. წინ საინტერესო მოვლენები გელით.

მშვილდოსანი

დღის პირველი ნახევარი დაძაბული და ნერვიული იქნება. გარშემომყოფთა უტაქტობა გაღიზიანებთ და მზად ხართ თოფის წამალივით აფეთქდეთ. კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად ეცადეთ, მომხდარს იუმორით შეხედოთ. თუ მოისურვებთ, შეგიძლიათ, შეიმსუბუქოთ ვალდებულება, რომლის აღებასაც უკვე ნანობთ. გირჩევთ, საღამოს თქვენი პარტნიორი რომანტიკულ პაემანზე მიიწვიოთ.

თხის რქა

ფრთხილად იყავით - ადამიანი უახლოესი გარემოცვიდან ეცდება, ზიანი მოგაყენოთ და რაიმე მოქმედებისკენ გიბიძგოთ. უსიამოვნო საუბრის თავიდან ასაცილებლად გირჩევთ, ურთიერთობები შეზღუდოთ და მთელი დღე სახლში, ოჯახის წევრებთან ერთად გაატაროთ. სავარაუდოდ, დიდი ზეწოლის ქვეშ ხართ, მაგრამ ძველი მეგობრის ან საყვარელი ადამიანის რჩევა ვითარების განმუხტვაში დაგეხმარებათ.

მერწყული

ამ დღეს საშუალება გექნებათ, რომ საკუთარი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ. გირჩევთ, ადამიანს, რომელიც დახმარებას გთხოვთ, უარი არ უთხრათ. საყვარელ ადამიანთან საერთო პრობლემებზე გულწრფელად საუბრის და რთული აღიარების დროა. გაითვალისწინეთ, რომ ფულით ემოციური უკმარისობის შევსება შეუძლებელია, თუმცა რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა შეიძლება მრავალმხრივ სასარგებლო იყოს.

თევზები

დღის პირველი ნახევარი დაუვიწყარ ემოციებს მოგიტანთ და განწყობას აგიმაღლებთ. სასიამოვნო და მეგობრული საუბრები კი ურთიერთობას გააუმჯობესებს. ამ დღეს მოვლენები ელვის სისწრაფით იცვლება, ამიტომ მნიშვნელოვანი საქმეები არ უნდა დაგეგმოთ. ეცადეთ, საკუთარ თავზე მეტად ახლობელ ადამიანებზე იზრუნოთ, დროებით მაინც. კარგი იქნება, სრულყოფილ დასვენებაზე იფიქროთ - ეს ახლა ყველაზე მეტად გჭირდებათ.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1728134097

საზოგადოება

გიორგი კალანდარიშვილი: საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლები, რომელთა რეგისტრაციის მისამართი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა ან გაურკვეველია, არჩევნებში მონაწილეობას შეძლებენ

 „საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლები, რომელთა რეგისტრაციის მისამართი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით ოკუპირებულ ტერიტორიაზეა ან გაურკვეველია, არჩევნებში მონაწილეობას...

გიორგი კალანდარიშვილი

1728133617

სპორტი

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა 17-წლამდელთა ნაკრებმა სომხეთში გამართულ ტურნირზე 8 მედალი მოიპოვა

 საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა 17-წლამდელთა ნაკრებმა სომხეთში გამართულ ტურნირზე ასპარეზობა 8 მედლით დაასრულა.  მედლები მოიპოვეს: ლუკა მარტიაშვილმა (80კგ) ოქრო, თემურ სიმსივემ (110კგ) ო...

მოჭიდავეები

1728131020

ჰოროსკოპი

,,საკმაოდ ხანგრძლივი ტრანსფორმაცია გელით” - ოქტომბრის სასიყვარულო პროგნოზი სოფია ბზეკალავასგან

 როგორი სასიყვარულო პერიოდი გველის ოქტომბერში? - აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „შენი დილა“ ასტროლოგმა სოფია ბზეკალავამ ისაუბრა. როგორც ასტროლოგმა აღნიშნა, პლანეტა ვენერა ახლა მორიელის ნიშნის ტყვეობის ქვე...

სოფია ბზეკალავა

1728124342

ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ხუთი ნიშანი მიმდინარე შაბათ-კვირას ყველა პრობლემას მოაგვარებს

 მიმდინარე შაბათ-კვირა გარდამტეხი იქნება ზოდიაქოს ხუთი ნიშნისთვის, რომლებიც საბოლოოდ შეძლებენ დაგროვილი პრობლემების მოგვარებას.   კურო კუროსთვის ეს შაბათ-კვირა იქნება დრო, როცა ყველაფერი, რაც შეუძლებლ...

ჰოროსკოპი

1728119292

საზოგადოება

5-6 ოქტომბერს სახალხო დღესასწაული „თბილისობა“ გაიმართება

 დღეს და ხვალ, 5-6 ოქტომბერს სახალხო დღესასწაული „თბილისობა“ გაიმართება. თბილისის მერიის ინფორმაციით, დაგეგმილი პროგრამა ასეთია:  5 - 6 ოქტომბერი 12:00-22:00 გარდენია შევარდნაძე - ,,თბილისური ბაზარი“ღ...

ბინა