რა გელოდება დღეს - 9 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი

გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, განსაკუთრებული ყურადღება საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას მიაქციეთ. მიეცით საკუთარ თავს დრო, რომ საკუთარ ქმედებებზე დაფიქრდეთ და იმპულსურად არ იმოქმედოთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას ეცადეთ, ლოგიკურად იმოქმედოთ და რჩევა პროფესიონალებს სთხოვოთ

კურო

პროფესიული საქმიანობის მიმართ თქვენი დაინტერესება იზრდება, მაგრამ ფრთხილად იყავით, რომ ზედმეტად არ დაიტვირთოთ. ყურადღება არ მოადუნოთ, რადგან კონკურენტი თქვენთვის ხაფანგის დაგებას ცდილობს. ძველ მეგობრებთან შეხვედრა დაგეხმარებათ, რომ ემოციურად განიტვირთოთ და პრობლემები დაივიწყოთ.

ტყუპები

დილიდან უამრავი საქმე გელით. მარტოობაში გატარებული დრო საშუალებას მოგცემთ, რომ საკუთარ გრძნობებში გაერკვეთ. ნურავის მისცემთ უფლებას, რომ განწყობა გაგიფუჭოთ და დაგთრგუნოთ. აკონტროლეთ თქვენ გარშემო განვითარებული მოვლენები, რომ რაღაც მნიშვნელოვანი არ გამოგრჩეთ. საღამოს სუფთა ჰაერზე სეირნობა ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.

კირჩხიბი

ამ დღეს უჩვეულოდ პირდაპირი ხართ. არ გერიდებათ იმის თქმა, რა მოგწონთ და რა არა, თუნდაც ეს ვინმეს არ მოეწონოს. შეგიძლიათ თქვენი შემოქმედებითი უნარები და ახალი იდეები სამსახურსა და პირად ცხოვრებაში განახორციელოთ. ნურც გარეგნობასთან და სტილთან დაკავშირებული ექსპერიმენტების ჩატარების შეგეშინდებათ, გაზაფხული ხომ სიახლეების დროა. შეიძლება, წარსულში მომხდარი წარუმატებელი სცენარის გამეორებით განწყობა გაიფუჭოთ.

ლომი

თავში რამდენიმე შესანიშნავი იდეა მოგივათ, რომელთა განხორციელებაც გსურთ, თუმცა მზად იყავით, რომ ამისთვის მსხვერპლის გაღება მოგიწევთ. ახალი საქმის დაწყებამდე ყველა დადებითი და უარყოფითი შედეგი აწონ-დაწონეთ და გადაწყვეტილება ისე მიიღეთ. ახლობელ ადამიანებს თქვენი მხარდაჭერა და მოწონება სჭირდებათ და იმედს ნუ გაუცრუებთ. ამ დღეს საკუთარი თავის და გარშემო მყოფთა კრიტიკა უნდა დაივიწყოთ.

ქალწული

სურვილი, რომ ყველასთან და ყველაფერში მართალი იყოთ, მოთხოვნილებად გექცათ და თუ ვინმე წინააღმდეგობას გიწევთ, მზად ხართ კონფლიქტში ჩაერთოთ. ამ დღეს ადამიანების დარმწუნება არ გიჭირთ, მაგრამ ზედმეტი არ მოგივიდეთ, რომ სამსახურში მტრები არ გაიჩინოთ. ეს დღე სიახლეებისა და ექსპერიმენტებისთვის არახელსაყრელია, ამიტომ გირჩევთ, ძველი, კარგად გამოცდილი ხერხებით იმოქმედოთ. ნელა, თქვენთვის მოსახერხებელი ტემპით იმუშავეთ და ნაკლებ შეცდომას დაუშვებთ.

სასწორი

სავარაუდოდ, ამ დღეს იმდენი დავალებას მიიღებთ, რომ ეს სტრესს და ნერვიულობას გამოიწვევს. გამორიცხული არაა თავის ტკივილიც რაც უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ. ეს იმის ნიშანია, რომ მუშაობის ტემპი უნდა შეამციროთ და დასვენებისთვის დრო გამონახოთ.

მორიელი

ამ დღეს საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობას და მოლაპარაკებებში სასურველი შედეგის მიღებას ადვილად ახერხებთ, რაც მენეჯმენტს შეუმჩნეველი არ დარჩება. არ დაუშვათ, რომ წარმატება „თავში აგივარდეთ“ - ამან შეიძლება კოლეგების პროვოცირება მოახდინოს და თქვენს მტრებადაც კი აქციოს. იდეალური დროა პარტნიორთან ურთიერთობის გასაღრმავებლად.

მშვილდოსანი

ამ დღეს თავი უჩვეულო იდეებით სავსე გაქვთ. რამე რომ არ დაგავიწყდეთ, ყველაფერი ჩაიწერეთ - ოდესმე ეს იდეები აუცილებლად გამოგადგებათ. ზოგადად, ნებისმიერი საქმე და გეგმა, რომელშიც შემოქმედებითი მარცვალია, წარმატებას მოგიტანთ. მთავარია, საკუთარ წარმოსახვას ხელოვნური წინაღობა არ შეუქმნათ.

თხის რქა

ამ დღეს საოცარი კომუნიკაციის უნარს და თანაგრძნობას გამოიჩენთ. ადამიანები თქვენ გვერდით თავს შესანიშნავად გრძნობენ და ხშირად თქვენგან რჩევას და დახმარებას ელიან. თანდაყოლილი კეთილშობილების მიუხედავად, ნუ მისცემთ ადამიანებს უფლებას, რომ თავიანთი პრობლემებით დაგღალონ. იფიქრეთ საკუთარ თავზე - დამქანცველი სამუშაოს შემდეგ სრული უფლება გაქვთ, რომ მოდუნდეთ და დაისვენოთ.

მერწყული

ეცადეთ, საყვარელ ადამიანს მეტი დრო და ყურადღება დაუთმოთ. თუ შესაძლებელია, ისეთ ადგილზე წადით, სადაც შეძლებთ ერთად ყოფნით სრულად დატკბეთ. წარსულის ზოგი პრობლემა თავს შეგახსენებთ და მათი თავიდან მოგვარება მოგიწევთ. შესაფერისი დღეა ძველი და რთული საქმის დასრულებისთვის.

თევზები

ეს დღე გამოიყენეთ იმისთვის, რომ პრიორიტეტები განსაზღვროთ და ცოტა დაისვენოთ. ჯერჯერობით პრობლემების შესახებ უნდა დაივიწყოთ ახლა მათი გადაჭრის არც სურვილი გაქვთ და არც ენერგია. 

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1714759295

სოციალური მედია

„დასვენება მინდა, აწი თქვენ იბრძოლეთ“ - რას წერს დათო ლიკლიკაძე?

ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. ჩემთვის ძალიან სახიფათო ჩელენჯი წამოიწყეს - „სად იყავი ნაცების დროს". სანამ შემომიხტებით სჯობს თ...

ჟურნალისტი

1714755882

ახალი ამბები

რა წერია გამჭვირვალობის შესახებ კანონში? - „ქართული ოცნება“ კანონპროექტის ტექსტს ავრცელებს

„ქართული ოცნება“ აქვეყნებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის სრულ ტექსტს. როგორც პარტიის განცხადებაშია ნათქვამი, ყველამ უნდა წაიკითხოს კანონი და დასკვნები თავად გამოიტანოს. „ბოლო დღეებ...

პარტია "ქართული ოცნება"

1714755290

საზოგადოება

„უკრაინელია ჩემი ცოლი, ქართულად დაილაპარაკა, მაგრამ რუსული აქცენტით, ამ დროს დაიწყეს გინება“ - პროტესტის რამდენიმე მონაწილე მარჯანიშვილის ხიდზე ცოლ-ქმარს დაუპირისპირდა

2 მაისს, საღამოს საათებში, მარჯანიშვილის ხიდზე ცოლ-ქმარს ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც ნიკოლოზ გუდაძე Newshub.ge-სთან საუბარში ამბობს, მისი მეუღლე, იარუსლავა პოლიანსკავა გუდაძე ტვინის შერყევის დიაგნოზ...

მარჯანიშვილის ხიდი

1714752307

ახალი ამბები

დავით კაჭარავა სპორტსმენების ბულინგზე: ყველანაირად ცდილობენ, რომ ჩვენი გმირი ბიჭების წარმატებები როგორღაც წარუმატებლობად აქციონ - ამით ცდილობენ დაანგრიონ ქართული სპორტი

„მსგავს წარმოუდგენელ ამბავს ჩვენ ვხედავთ არაპირველად ჩვენი ოპონენტების მხრიდან, იმ ძალის მხრიდან, რომლისთვისაც სპორტული წარმატებები, შეფერხებას წარმოადგენს და ყველანაირად ცდილობენ, რომ ჩვენი გმირი ბიჭ...

დავით კაჭარავა

1714749720

ახალი ამბები

ქრისტე აღდგა თუ ქრისტე აღსდგა - რომელია სწორი და რას ამბობს მამა შალვა

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მორწმუნეები ერთმანეთს შემდეგი სიტყვებით ულოცავენ: „ქრისტე აღსდგა“, „ქრისტე აღდგა“. ამაზე საზოგადოებაში არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, განხილვა, პოლემიკა, თუ რომელია სწორ...

კეკელია