„შესაძლოა ძალიან აჩქარდეს სიტუაციები, ურთიერთობები დაგვირგვინდება ოჯახის შექმნით“ - ივლისის თვის სასიყვარულო პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

დღეს გავიარეთ ძალიან მნიშვნელოვანი ახალმთვარეობა კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში. ცოტა ხანში პლანეტა ვენერა, რომელიც სიყვარულზეა პასუხისმგებელი უნდა შევიდეს ლომის ზოდიაქოში, რომელიც პირდაპირ უნდა დაეჯახოს პლუტონს.

შავი მთვარე სასწორშია, რაც უფრო ართულებს სიტუაციას, რადგან არჩევანის გაკეთების სირთულე არსებობს წყვილებს შორის, ბევრ ადამიანს ეგონება ოქრო ის, რაც ბრჭყვიალებს, მაგრამ ბიჟუტერია აღმოჩნდება.

კაცები 12 რიცხვიდან 22 რიცხვის ჩათვლით იქნებიან ძალიან ექსცენტრულები ემოციების გამოხატვაში. არის განსაკუთრებით რამდენიმე ზოდიაქოს ნიშანი, რომელსაც სურვილი ექნება იმოქმედოს იმპულსურად და არავინ გაითვალისწინოს, თავი დაკარგოს სიყვარულისთვის. ვერძი, ლომი, მშვილდოსანი ტოპშია სასიყვარულო კუთხით“, - ამის შესახებ ასტროლოგ სოფია ბზეკალავამ გადაცემაში „შენი დილა“ ისაუბრა და  ივლისის თვის სასიყვარულო პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის გააკეთა. 

 ვერძი - ძალიან ბევრი თქვენგანი საბოლოოდ გათავისუფლდება, მიხვალთ საბოლოო ზღვარზე, მაგალითად თუ გინდათ სტატუსი, ოფიციალურად გაფორმება ურთიერთობების, დაოჯახება, ხელის თხოვნა, ცუდი ნამდვილად არ იქნება, ეს იქნება არაორდინარული. იქნება კურიოზული სიტუაციებიც. ქალ ვერძებთან მიმართებით, შეიძლება ყველაფერი პირიქით იყოს, რადგან პარტნიორმა შეიძლება გადაგიწყვიტოთ რა გჭირდებათ თქვენ, რის გამოც დისკომფორტი შეგექმნებათ. მიმდინარე თვეში შეიძლება თავიც დაკარგოთ ურთიერთობებში.

კურო - მარსის და ურანის შეერთება თქვენს ნიშანში ხდება, რაც გადახურების ასპექტად ითვლება. შესაძლოა ძალიან აჩქარდეს სიტუაციები, ურთიერთობები დაგვირგვინდება ოჯახის შექმნით. გადაწყვეტილების მიღებაში შეიძლება გიშლიდეთ ბინასთან დაკავშირებული თემები, თუმცა სურვილი გაქვთ გათავისუფლების. მოგემატებათ უძილობის ფაქტორი. მოუსმინეთ გულს.

ტყუპები - ძალიან კარგი თვეა, გექნებათ გადაადგილებები საყვარელ ადამიანებთან, გარკვევა ურთიერთობების. გირჩევთ, დააკვირდეთ თქვენს დაპირებებს, რადგან მოგთხოვენ ამის შესრულებას მომავალში. შეიცვლება თქვენი დამოკიდებულებები ურთიერთობების მიმართ, მოგიწევთ გადაფასებები.

კირჩხიბი - დღევანდელი დღე თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რასაც დასთეს, იმას მოიმკით.  თქვენს გადაწყვეტილებებზე უნდა იყოთ პასუხისმგებელი. არ დაგავიწყდეთ, რომ დღეს არის ახალმთვარეობა, ამიტომ არ აჰყვეთ იმპულსებს, რადგან ურთიერთობაში გექნებათ ძალაუფლებისთვის ბრძოლა. გირჩევთ, კარგად დააკვირდეთ თქვენს პარტნიორს ხომ არ დომინირებს მისი კონტროლი, მანიპულაცია, რადგან ეს თქვენს თვითშეფასებაზე აისახება.

ლომი - დიდი არჩევანის წინაშე დადგებით, იმატებს იმპულსები, გაგიჩნდებათ სურვილი შური იძიოთ ყოფილ პარტნიორზე, დაანახვოთ თქვენი ახალი პარტნიორი, შეყვარებული, რაც საბოლოოდ ფუსტრაციას მოგცემთ, რადგან არ უნდა დაამტკიცოთ არაფერი. მთავარია თქვენს თავში დაიჯეროთ, რომ მნიშვნელოვანი ხართ! მდედრობითი სქესის ლომებში ურთიერთობები შეიძლება გავიდეს მატერიალურ ფაქტორებზე, თუმცა კონფლიქტის მიზეზად სხვა რამე გააჟღერებთ.

ქალწული - შესაძლებლობები მოიმატებს, გადაწყვიტეთ და გამოდით ჩრდილიდან! შეიძლება ვერ ბედავთ ახალი ურთიერთობების დაწყებას, რადგან ძველის სცენარს აწერთ ახალს და იგივე მოლოდინები გაქვთ, ღალატი და გულისტკენა, თუმცა მოგეცემათ შანსი გაიგოთ რაღაც ახალი, რაც თქვენს სასიყვარულო ურთიერთობებზე იმოქმედებს.

სასწორი -  ივლისის თვე მოგიტანთ უცნაურ სიტუაციებს, რაც მოულოდნელად დაწყებულ რომანს უკავშირდება იმ ადამიანთან, ვისთანაც ყველაზე ნაკლებად ელოდებოდით. ეს ადამიანი კი შეიძლება იყოს თქვენი დიდი ხნის მეგობარი, თანამშრომელი. შესაძლოა ეს რომანი დროებითი იყოს, საკურორტო, მაგრამ იქნება ძალიან დასამახსოვრებელი.

მორიელი - ბევრი რამ მიებმება სტატუსს ურთიერთობებში. საბოლოოდ გადაწყვეტთ განქორწინებას ან დაქორწინებას. გადაწყვეტთ წარმოჩინდეთ დიქტატორად, გახდებით უხეშები, აგრესიულები, რაც არავის მოეწონება, რაც წაგებული თამაში აღმოჩნდება. ნუ იჩქარებთ.

მშვილდოსანი - გაქვთ შანსი გაიცნოთ ისეთი ადამიანი, რომელიც სერიოზული ავტორიტეტი გახდება თქვენთვის. ასევე, ურთიერთობებში გაქვთ შანსი თავად გაღიარონ ავტორიტეტად. ნუ დაამტკიცებთ, რომ მნიშვნელოვანი ხართ. რადგან რაც მეტად მოითხოვთ პატივისცემას, მით უფრო მეტად შეეპარებათ ეჭვი თქვენში.

თხის რქა - თქვენზე ეს თვე ძალიან იმოქმედებს. დააკვირდით თქვენს ემოციებს, შეიძლება რაღაც პროცესები არ ჩანდეს, თუმცა მიმდინარეობს თქვენს ცხოვრებაში. როგორც ურთიერთობის დაწყების ახალი ეტაპი შეიძლება გამომჟღავნდეს რემონტის დაწყებაში. ზოგიერთ თქვენგანში იქნება დრამები, დაშორებები, შერიგებები.

მერწყული - 12 რიცხვიდან ყველაფერი აჩქარდება, პრეტენზიები მოიმატებს პარტნიორების მხრიდან, ამიტომ დაკავდით ექსტრემალური საქმით, რომელიც შიშის გადალახვაში დაგეხმარებათ. თუ გინდათ ურთიერთობის გაუმჯობესება ან დაწყება, ამას სჭირდება გამოწვევების, ექსტრემის შლეიფი.

თევზები - შეგიძლიათ უმკურნალოთ საკუთარ ურთიერთობებს საკუთარი ეგოს უკან დაწევით, აღიარებით. გაქვთ შანსი კიდევ ერთხელ დაბრუნდეთ ყოფილ ურთიერთობაში და გამოასწოროთ თქვენს მიერ დაშვებული შეცდომები. გახსოვდეთ, რომ თვე არის დინამიკური, ფეთქებადი და ცეცხლოვანი.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1728134097

საზოგადოება

გიორგი კალანდარიშვილი: საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლები, რომელთა რეგისტრაციის მისამართი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა ან გაურკვეველია, არჩევნებში მონაწილეობას შეძლებენ

 „საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლები, რომელთა რეგისტრაციის მისამართი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით ოკუპირებულ ტერიტორიაზეა ან გაურკვეველია, არჩევნებში მონაწილეობას...

გიორგი კალანდარიშვილი

1728133617

სპორტი

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა 17-წლამდელთა ნაკრებმა სომხეთში გამართულ ტურნირზე 8 მედალი მოიპოვა

 საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა 17-წლამდელთა ნაკრებმა სომხეთში გამართულ ტურნირზე ასპარეზობა 8 მედლით დაასრულა.  მედლები მოიპოვეს: ლუკა მარტიაშვილმა (80კგ) ოქრო, თემურ სიმსივემ (110კგ) ო...

მოჭიდავეები

1728131020

ჰოროსკოპი

,,საკმაოდ ხანგრძლივი ტრანსფორმაცია გელით” - ოქტომბრის სასიყვარულო პროგნოზი სოფია ბზეკალავასგან

 როგორი სასიყვარულო პერიოდი გველის ოქტომბერში? - აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „შენი დილა“ ასტროლოგმა სოფია ბზეკალავამ ისაუბრა. როგორც ასტროლოგმა აღნიშნა, პლანეტა ვენერა ახლა მორიელის ნიშნის ტყვეობის ქვე...

სოფია ბზეკალავა

1728124342

ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ხუთი ნიშანი მიმდინარე შაბათ-კვირას ყველა პრობლემას მოაგვარებს

 მიმდინარე შაბათ-კვირა გარდამტეხი იქნება ზოდიაქოს ხუთი ნიშნისთვის, რომლებიც საბოლოოდ შეძლებენ დაგროვილი პრობლემების მოგვარებას.   კურო კუროსთვის ეს შაბათ-კვირა იქნება დრო, როცა ყველაფერი, რაც შეუძლებლ...

ჰოროსკოპი

1728119292

საზოგადოება

5-6 ოქტომბერს სახალხო დღესასწაული „თბილისობა“ გაიმართება

 დღეს და ხვალ, 5-6 ოქტომბერს სახალხო დღესასწაული „თბილისობა“ გაიმართება. თბილისის მერიის ინფორმაციით, დაგეგმილი პროგრამა ასეთია:  5 - 6 ოქტომბერი 12:00-22:00 გარდენია შევარდნაძე - ,,თბილისური ბაზარი“ღ...

ბინა