იზაბელა თოდუა "მის ესპანეთი 2022" გახდა - ექსკლუზივი

ქართველი ემიგრანტი იზაბელა თოდუა "მის ესპანეთი 2022" გახდა, კატეგორიაში +40. კონკურსი 29 მაისს მადრიდში, Castillas de Pinto Halls-ში გაიმართა. იზაბელა კატალონიას წარმოადგენდა, როგორც კატალონიის სილამაზის კონკურსის 2022 წლის გამარჯვებული.

ჩვენ მას ესპანეთში დავუკავშირდით, გამარჯვება მივულოცეთ და რამდენიმე შეკითხვაც დავუსვით. აღმოჩნდა, რომ იზაბელა წარმოშობით მარტვილის რაიონის სოფელ დიდი ჭყონიდანაა, პროფესიით იურისტია და აქამდე სამოდელო სფეროსთან და სილამაზის კონკურსებთან შეხება არ ჰქონია.

- პირველ რიგში გილოცავთ გამარჯვებას და გკითხავთ, რამდენი ხანია რაც ესპანეთში ცხოვრობთ და როგორ აღმოჩნდით ასეთ პრესტიჟულ კონკურსზე?

- უღრმესი მადლობა მოლოცვისთვის... 12 წელია რაც ესპანეთში ვცხოვრობ. ჩემთვის სამოდელო სფერო ცოტა უცხოა, რადგან პროფესიით იურისტი ვარ და აქამდე არც კონკურსებში მიმიღია მონაწილეობა. აქაც სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი. ტანსაცმლის მაღაზიაში ვმუშაობ, სადაც დეფილე ეწყობოდა და მონაწილეობა მთხოვეს. სწორედ ერთ-ერთ დეფილეზე შემამჩნია კონკურსის ორგანიზატორმა და კონკურსში მონაწილეობა შემომთავაზა. არ ვაპირებდი მონაწილეობას, მაგრამ დედას და ჩემი შვილის დაჟინებული თხოვნით გავედი "მის კატალონია 2022-ზე" (+40) და გავიმარჯვე.

- ეს "მის ესპანეთის" საგზური აღმოჩნდა?

- დიახ, ამ კონკურსიდან ორ თვეში დამიკავშირდნენ და "მის ესპანეთი 2022-ზე" გამოსვლა შემომთავაზეს. ამ ყველაფერზე ჩემს ასაკში ვერც კი ვიფიქრებდი, მაგრამ აქაც გავიმარჯვე.

- ალბათ, ესპანეთის მოქალაქე ხართ, რადგან კონკურსში მონაწილეობის უფლება მიიღეთ, მაგრამ თქვენი ეროვნების გამო პრეტენზიები ხომ არ გამოუთქვამთ?

- ორმაგი მოქალაქეობა გვაქვს მეც და ჩემს შვილსაც. ჟიურის მხრიდან პრობლემა არ ყოფილა, თუმცა, მონაწილეებს შორის შეიმჩნეოდა მითქმა-მოთქმა, მაგრამ ღიად არ გამოუხატავთ, ყველა მილოცავდა.

- ფოტოებში კონკურსანტებს შორის ძალიან გამოირჩევით გარეგნობით, განსაკუთრებით სიმაღლით...

- სიმაღლით 190 სმ. ვარ. კონკურსზე 12 სმ. ქუსლიანი ფეხსაცმელი მეცვა. არასდროს დამავიწყდება ჟიურის სახე, როდესაც პირველად დამინახეს.

- სამომავლოდ თუ აპირებთ ამ სფეროში საქმიანობის გაგრძელებას?

- აუცილებლად. ტიტულის გარდა, არაერთი შემოთავაზება მივიღე რიგი კომპანიებისგან. ერთ-ერთ მათგანთან უკვე გავაფორმე კონტრაქტი. ჯერ არ მაქვს კომპანიის დასახელების უფლება. ერთი წლის განმავლობაში ამ კომპანიის სახე ვიქნები.

ესაუბრა ნინა მამუკაძე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793173231

ახალი ამბები

„მსჯავრდებულის დას დამატებით 100 000 ლარი მოსთხოვა“ - გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა თაღლითობის ბრალდებით ადვოკატი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თაღლითობის ბრალდებით ადვოკატი დააკავეს. ინფორმ...

დაკავება - დაკავება

1793171021

ახალი ამბები

„ყოფილ მეუღლეს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა“ - ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის მიმართ მუქარისთვის ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი მუქარისთვის ძებნილი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელე...

დააკავა

1793170811

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, ქუთაისში, მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების საზეიმო ღონისძიებას დაესწრო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ქუთაისში, მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების საზეიმო ღონისძიებას დაესწრო. შალვა პაპუაშვილმა საქართველოს მომავლ...

შალვა პაპუაშვილი

1793169315

ახალი ამბები

დავით სონღულაშვილი კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) ბორდის დირექტორს დავით მორისონს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) ბორდის დირექტორს დავით მორისონს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარები...

დავით სონღულაშვილი

1793167496

ახალი ამბები

თორნიკე ჭეიშვილი ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის სარჩელზე: ჩვენი სარჩელი ერთმნიშვნელოვნად მყარ მტკიცებულებებზე არის დაფუძნებული

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, მიუხედავად ოპოზიციის მხრიდან ფაქტების დამახინჯების მცდელობებისა, სარჩელი ერთმნიშვნელოვნად მყარ...

თორნიკე ჭეიშვილი