კახა კალაძე: უკრაინაში ბოლო 3 წლის განმავლობაში 22 პარტია, მოლდოვაში - 8, ევროპაში კი ბოლო ათწლეულების განმავლობაში 150-მდე პარტია აიკრძალა

„პოლიტიკურ პარტიები არ და ვერ აწარმოებენ გარე ძალების დავალებებს, რაც ქვეყნის წინააღმდეგ არის მიმართული“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოვლენებს.

მისივე განმარტებით, 2012 წლიდან ქართული პოლიტიკა ქვეყნის გარედან აღარ იმართება.

„ვერ იქნება ისე, როგორც იყო წლების წინ, გარედან რომ იმართებოდა ქართული პოლიტიკა. 2012 წლის მერე შეიცვალა ეს დამოკიდებულება. ამას გარკვეული დრო დასჭირდა. ნელ-ნელა ყველაფერი გავაკეთეთ, რომ დღეს ქართული სახელმწიფო არის აბსოლუტურად თავისუფალი. გადაწყვეტილებებს იღებს საქართველოს მთავრობა ქართველი ხალხის დაკვეთით. ამ ქვეყნის მთავარი ბატონ-პატრონი არის მისი აღმატებულება ქართველი ხალხი. კონკრეტული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომებზე შეუძლიათ, წარმოადგინონ კონტრარგუმენტები და არა პოლიტიკური განცხადებები, რასაც აკეთებენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, დანაშაულის ჩამდენი პოლიტიკური პარტიები ბოლო ათწლეულის განმავლობაში ევროპის სხვადასხვა ქვეყანაშიც აიკრძალა.

„დანაშაულია, ის კონკრეტული საქმეები და ქმედებები, რასაც ეს პოლიტიკური ძალები და პოლიტიკოსები წლების განმავლობაში, გარე ძალების დავალებით აკეთებდნენ. იღებდნენ გარე დაფინანსებებს, პირდაპირ გამოდიოდნენ და საუბრობდნენ ამ ყველაფერთან დაკავშირებით.

კაბინეტებში დარბოდნენ და ცდილობდნენ, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო, ცდილობდნენ ასოცირების ხელშეკრულებაზე ქვეყანას ხელი არ მოეწერა და ბევრი ასეთის ჩამოთვლა შეიძლება. ასევე, მინდა გითხრათ, როდესაც პარტიების აკრძალვაზე ვსაუბრობთ, ნახეთ, უკრაინაში ბოლო 3 წლის განმავლობაში 22 პარტია აიკრძალა. მოლდოვაში, ბოლო 3 წლის განმავლობაში რვა პარტია აიკრძალა და ევროპაში ბოლო ათწლეულების განმავლობაში 150-მდე პარტია არის აკრძალული“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793170811

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, ქუთაისში, მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების საზეიმო ღონისძიებას დაესწრო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ქუთაისში, მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების საზეიმო ღონისძიებას დაესწრო. შალვა პაპუაშვილმა საქართველოს მომავლ...

შალვა პაპუაშვილი

1793169315

ახალი ამბები

დავით სონღულაშვილი კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) ბორდის დირექტორს დავით მორისონს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) ბორდის დირექტორს დავით მორისონს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარები...

დავით სონღულაშვილი

1793167496

ახალი ამბები

თორნიკე ჭეიშვილი ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის სარჩელზე: ჩვენი სარჩელი ერთმნიშვნელოვნად მყარ მტკიცებულებებზე არის დაფუძნებული

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, მიუხედავად ოპოზიციის მხრიდან ფაქტების დამახინჯების მცდელობებისა, სარჩელი ერთმნიშვნელოვნად მყარ...

თორნიკე ჭეიშვილი

1793166105

ახალი ამბები

მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 76-ე სესიის ფარგლებში ჰანს კლუგეს მიწვევით გამართულ შეხვედრას დაესწრო

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, კოპენჰაგენში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, სადაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 76-ე სესიაში მონაწილეობს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამი...

მიხეილ სარჯველაძე

1793163690

ახალი ამბები

გია ვოლსკი თამარ ჩერგოლეიშვილისა და ეკა გიგაურის დაპირისპირებაზე: არათუ ერთნი იყვნენ, დღესაც ერთნი არიან, უბრალოდ ეჯიბრებიან ერთმანეთს, ვის უფრო მეტი საშუალება გააჩნია, რომ ქვეყანას ზარალი მიაყენოს

„არათუ ერთნი იყვნენ, დღესაც ერთნი არიან, უბრალოდ ეჯიბრებიან ერთმანეთს, ვის უფრო მეტი საშუალება გააჩნია, რომ ქვეყანას ზარალი მიაყენოს“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი სოციალურ ქს...

გია ვოლსკი