ნია წიკლაური, 21 წლის ქართველი მოდელის, იტალიური კარიერა, რომელმაც უკვე მრავალი დიზაინერის ყურადღება მიიქცია
მიუხედავად რთული არჩევანისა, ადამიანების ნაწილი ახერხებს ემიგრაცია გამოწვევად აქციოს და ახალი შესაძლებლობების ტრამპლინად გამოიყენოს.
დღეს, ჩვენს მკითხველს ემიგრანტი დედის, წარმატებულ შვილზე გვინდა ვუამბოთ. გოგონა, რომელმაც ემიგრაციაში მყოფ დედას იტალიაში ჩამოაკითხა და საქართველოში დაწყებული სამოდელო კარიერა ნეაპოლში წარმატებით გააგრძელა.
როგორც ნია წიკლაური, ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, მან წარმატებას დიდი შრომის და ძალისხმევის ფასად, დამოუკიდებლად მიაღწია, რათა აეხდინა პატარა-დიდი სურვილები.
- ნია, რას გულისხმობ "პატარა-დიდ“ სურვილებში?
- 5 წლის წინ გადავწყვიტე ჩამოვსულიყავი დედასთან იტალიაში, რომელიც უკვე ათი წელია ნეაპოლში ცხოვრობს და გამეგრძელებინა სწავლა მოდის განხრით, ასეც მოხდა. სწავლა გავაგრძელე სამხატვრო აკადემიაში და გადავწყვიტე თავისუფალი დრო დამეთმო საყვარელი საქმიანობისთვის. დავიწყე სრულიად დამოუკიდებლად სამოდელო სააგენტოების ძიება, რამაც იმ შედეგამდე მიმიყვანა, რომ დღეს უკვე არაერთი მნიშვნელოვან გადაღებაში მაქვს მონაწილეობა მიღებული. მინდა ხაზი გავუსვა, რომ თავდაპირველად ძალიან რთული იყო რადგან საქართველოში მხოლოდ ჩვენებების მონაწილე ვიყავი, აქ კი პოდიუმიდან პირდაპირ გადასაღებ სცენაზე აღმოვჩნდი.
- მოგვიყევი შენი პირველი ნაბიჯების შესახებ, როგორ აღმოჩნდი 13 წლის ასაკში მოდის სამყაროში?
- ერთ ჩვეულებრივი დღე იყო, სკოლაში გაკვეთილი შეწყდა რადგან ერთ-ერთი სააგენტოს (ელ-სთაილის) აგენტი კლასში შემოვიდა, კასტინგზე მოდელების შესარჩევად. აგენტი ჩემით დაინტერესდა და მირჩია ამ პროფესიას გავყოლოდი. რჩევა გავითვალისწინე და ასეც მოვიქეცი... შემდეგ მონაწილეობა მივიღე პროექტ "ტოპ-მოდელში", შემნიშნა ასევე სააგენტო ნატალიმაც. ასევე მონაწილეობას ვიღებდი თბილისის „ფეშენ-ვიქსა“ და „მერსედეს-ბენც“ ფეშენ ვიქზე.
- ნია, იტალიაში რომელი ცნობილი დიზაინერების ჩვენებებში გაქვს მონაწილეობა მიღებული?
- მონაწილეობა მივიღე ფერაგამოს, რენატო ბალესტრას და სხვა მრავალი დიზაინერების ჩვენებებზე.
- ძირითადად სად გიწევს გადაღებები?
- გადაღებები მიწევს იტალიის სხვადასხვა რეგიონებში, როგორც გარე სივრცეში ასევე ფოტო სტუდიებში.
- როგორია შენი პირველი შთაბეჭდილებები იტალიში: რთულია ინტეგრაცია ამ ქვეყანაში? რა მესიჯს გაუგზავნიდი ქართველ ემიგრანტებს, რომლებიც ცხოვრობენ და მუშაობენ იტალიაში?
- ჩამოსვლის დღიდან შემიყვარდა იტალია, თავისი კულტურით და სილამაზით, მაგრამ მალევე გავაანალიზე, რომ რთული გზა მელოდა. მქონდა ენის ბარიერი, რაც ხელს მიშლიდა ადამიანებთან კომუნიკაციაში. ადაპტაცია ადვილი არ არის, რა სფეროშიც არ უნდა გვიწევდეს მუშაობა, მაგრამ დროდადრო ყველაფერს ეჩვევი. იტალიელი ხალხიც ძალიან მეხმარება ამაში. რომ არა ჩემი მიზანსწრაფული ხასიათი, შემეძლო სხვადასხვა სირთულის გამო ადვილად დავნებებოდი და ამ შედეგსაც ვერ მივაღწევდი. თავდაუზოგავ შრომას და უცხო კულტურის მიმღებლობას მოაქვს შედეგი, როგორც ინტეგრირების ასევე პროფესიული თვალსაზრისით.
- როგორია შენი შთაბეჭდილებები ნეაპოლზე, ქალაქზე, სადაც უკვე 5 წელია ცხოვრობ?
- ნეაპოლი, იქიდან გამომდინარე, რომ კონტრადიციული ქალაქია, იტალიაში ყველაზე ლამაზ და საინტერესო ქალაქად მიმაჩნია. ნეაპოლელები ძალიან გვგვანან ქართველებს, მათ იციან თანადგომა, პატივისცემა, არიან სტუმართმოყვარეები და კარგი იუმორითაც გამოირჩევიან. იმდენად კარგად მიმიღეს, რომ ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს მათთან ერთად.
- რა შემთხვევას გაიხსენებდით ნეაპოლთან დაკავშირებით?
- ახალი ჩამოსული ვიყავი და გზა ამერია, გამვლელ ნეაპოლელს ვთხოვე მიენიშნებინა საით გამეგრძელებინა გზა. ამ ადამიანმა კურსი შეცვალა და გამომყვა. გამომდინარე იქიდან, რომ ნეაპოლურ ხასიათს ჯერ კარგად არ ვიცნობდი და იტალიურადაც გამართულად ვერ ვსაუბრობდი, ცოტა გაკვირვებული და შეშენებულიც დავრჩი, არ ვიცოდი რატომ მომყვებოდა. შემდეგ აღმოჩნდა, რომ თურმე მე მეხმარებოდა, რომ დანიშნულების ადგილამდე მივეცილებინე. შემდეგ გავიგე, ნეაპოლელები ყოველთვის ასე იქცევიან, ასე რომ სანამ მათ ჰკითხავთ მიმართულებას, დაფიქრდით გინდათ თუ არა თანმხლებით მიხვიდეთ დანიშნულების ადგილამდე (იცინის).
- და ბოლოს, შენს სამომავლო გეგმებზე თუ გვეტყოდი ორიოდ სიტყვით?
- ვაგრძელებ მოდელად მუშაობას და მიღებული გამოცდილებიდან მსურს ამ პროცესს, დიზაინერის ჭრილიდანაც შევხედო.
- ანუ სამომავლოდ შესაძლოა ნია წიკლაური ვიხილოთ, როგორც დიზაინერი?
- გამორიცხული არაფერია, დიზაინერობა ჩემი სურვილია, რაც ასევე ჩემი გეგმების ნაწილია.
ინტერვიუ მოამზადა მაკა ხაჩოშვილმა








1776428705
ახალი ამბებილევან ვეფხვაძე: დღეს ენერგეტიკის სექტორში დეველოპერებისთვის გაცილებით პროგნოზირებადი გარემოა, რაც მნიშვნელოვანია საინვესტიციო გრძელვადიანი აქტივობისთვის
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ენერგეტიკის თემაზე საჯარო დისკუსიაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი პირადად მონაწილეობს. ეს ხაზს უსვამს იმ მნიშვნელობას, რომელიც ენერგეტიკის სექტორს თავისთავა...
1776428567
ახალი ამბებიყაზბეგში მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული თანხისა და ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
საბაჟო გამშვებ პუნქტში - ,,ყაზბეგი“, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობებისა და თანხის შემოტანის მცდელობის 5 ფაქტი აღიკვეთა, - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელე...
1776427550
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი: ენერგეტიკის სექტორში დადებითი ძვრებია, სახელმწიფო განაგრძობს ყველა იმ ინვესტორის თუ დეველოპერის მხარდაჭერას, რომელიც უზრუნველყოფს დადგმული სიმძლავრეების ზრდას
ენერგეტიკის სექტორში დადებითი ძვრებია და სახელმწიფო განაგრძობს ყველა იმ ინვესტორის თუ დეველოპერის მხარდაჭერას, რომელიც დადგმული სიმძლავრეების ზრდას უზრუნველყოფს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი გან...
1776427494
მსოფლიოპეტერ მადიარი: ნათლად ვუთხარი ევროკომისიის პრეზიდენტს და თითოეულ ევროპელ ლიდერს, რომ უნგრეთი არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებით ძალიან მკაცრ პოზიციას დაიკავებს
უნგრეთის მომავალი პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის განცხადებით, ბუდაპეშტი ვიქტორ ორბანის მკაცრ საიმიგრაციო პოლიტიკას გააგრძელებს და არალეგალ მიგრანტებთან ბრძოლას უფრო გაამკაცრებს. როგორც მან აღნიშნა,...
1776426099
საზოგადოებასახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ორ მოადგილესთან და დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად ჩეხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ორ მოადგილესთან და დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. შეხვედრები ჩეხეთის რესპუბლიკის სპეცსამსახურების...



























