ქართველი ემიგრანტი ექიმის ისტორია, რომელმაც კურსდამთავრებულის გვირგვინი ხელმეორედ მოირგო
ქართველი ემიგრანტი ლაურა ემრაშვილი ორი წლის წინ გავიცანი. ერთმანეთი სოციალურ ქსელში ვიპოვეთ. იტალიის მთავრობამ, გასულ წელს ლეგალიზაციის კანონი გამოუშვა, რასაც დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. სიხარულის განცდასთან ერთად, საემიგრაციო საზოგადოებაში შფოთისა და შიშის ფაქტორები წარმოიშვა, რაც დამსაქმებელი ოჯახების მხრიდან, ლეგალიზაციის დოკუმენტის მიღების ხელშეშლის მცდელობას მოჰყვა. სწორედ ამ დროს გავიცანი ლაურა, რომელიც, ყველა უსასოოდ დარჩენილ და იმედგაცრუებულ ემიგრანტს ანუგეშებდა და საჭირო რჩევებს უზიარებდა. ჩვენს შორის გაჩენილმა სასაუბრო ენამ, ორივე ჩვენგანი გულახდილ დიალოგამდე მიგვიყვანა. ჩვენ საკუთარი ისტორიები გავცვალეთ და დავმეგობრდით. აღმოჩნდა, რომ პროფესიით ექიმი, იტალიაში უმაღლესი სასწავლებლის ბოლო კურსზე იმყოფებოდა და ექიმის სტატუსის მოსაპოვებლად, ხელმეორედ ემზადებოდა. მაშინ პირობა, მომცა, რომ ექსკლუზიურ ინფორმაციას პირველად მე მეტყოდა და სწორედ ასე მოხდა. როცა ლაურას კურსდამთავრებულის გვირგვინის მორგების ბედნიერება ხელმეორედ ერგო, სამყაროსეული „ჯადოქრობის“ წყალობით, სწორედ პირველმა გავიგე ეს ამბავი.
exclusivetv.ge-ს მკითხველს, ქართველი ემიგრანტი ქალბატონის მიზანდასახულობით, შრომით და სწავლით მოპოვებულ იტალიურ ცხოვრებაზე მოგითხრობთ, რომელმაც შეუძლებლის ტოლფასი შეძლო და იტალიაში სრულიად ქართული დიასპორის მაგალითად იქცა.
- ლაურა ემრაშვილი 53 წლის. დავიბადე კახის რაიონში საინგილოში. გავიზარდე საქართველოში, მედიცინის მუშაკების ოჯახში. ჩვენც, სამივე დედმამიშვილი, ძმა და ორი და მედიცინის გზას გავყევით. სამწუხაროდ, აღარ მყავს, მშობლები და აღარ მყავს ჩემზე უმცროსი და.
დავამთავრე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, პედიატრიული ფაკულტეტი, სპეციალობით ბავშვთა ქირურგია. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მალევე დავოჯახდი, მეუღლე დათო მაისურაძე, რომელიც იმ პერიოდში მსახურობდა საქართველოს სასაზღვრო ჯარებში, იყო მესაზღვრე აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვარზე. ამ სიტუაციის გამო ექიმად მუშაობა სასაზღვრო ზოლში დავიწყე, სამოქალაქო ექიმად. რაიონული ცენტრიდან და დედაქალაქიდან საკმაოდ მოშორებულ ზონაში. იქ ვისწავლე ექიმის პროფესია. არაფერს ვამბობ სხვადასხვა დაავადებების მქონე ყველა ასაკის პაციენტებზე, იქ ვისწავლე უამრავი დაავადების მართვა. რა არ ვიხილე საკუთარი თვალით.
ჩემი ოჯახი ჩემი სიმდიდრეა. მყავს მეუღლე და ერთი შვილი, რომელიც მომავალი ექიმია და მისი ულამაზესი, უჭკვიანესი მეუღლე ანნა, რომელიც სწავლობს მილანის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე.
ემიგრაციაში ვარ უკვე 10 წელია. მიზეზები აქ წამოსვლის იყო უამრავი, თუმცა ვფიქრობდი 3 წელში უკან დაბრუნებაზე, მაგრამ 3 წელში ქმარი და შვილიც ჩემთან იყვნენ. ემიგრანტების გზა, აქ თითქმის ყველას, მეტ-ნაკლებად ერთნაირი გვაქვს. უცხო მიწაზე, უცხო ცას უყურებ და შენი გენატრება. უძილო ღამეები, მძიმე სამუშაო, ენის ბარიერი, არალეგალურად ცხოვრება და მუშაობა, მაგრამ ერთი ფიქრი გაძლებინებს, ფიქრობ, რომ მალე დაბრუნდები, და შენს უკან დგას ოჯახი, რომელიც იმედით გიყურებს.
ემიგრაციაში პირველი სიხარულის განცდა, მაშინ მეწვია, როცა ჟურნალების მაღაზიაში ერთი წინადადებით ვკითხე გამყიდველს რაც მაინტერესებდა, მან გაიგო ჩემი იტალიური, მიპასუხა და მეც გავიგე მისი პასუხი. მეორე სიხარული, ქვეყანაში ლეგალიზაციის კანონის გასვლა იყო. მესამე სიხარული, ის გახლდათ, როცა იტალიაში ლეგალურად ცხოვრების დოკუმენტის მოპოვების შემდეგ, ჩემს ქვეყანაში ვბრუნდებოდი. შემდეგ კი იყო სიხარულიც და იყო უდიდესი ტკივილიც, რაზე საუბარიც არ მიყვარს.
იტალიაში ლეგალურად ცხოვრების დოკუმენტის მოპოვების შემდეგ, ნელ-ნელა უამრავი ამბავი ერთმანეთს გადაება: ოჯახის მოწვევა, პატარა მაგრამ საკუთარი ჭერის შეძენა შევძელი, მართვის მოწმობა ავიღე და ჩემი საყვარელი პროფესიის აღიარებაც შევძელი, მილანის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი დავამთავრე და ასე ვთქვათ, ხელმეორედ გავხდი ექიმი.
საკუთარ თავს ხშირად ვეუბნები: შენ ადამიანი კი არა, რკინა ყოფილხარ-თქო!!! ვცდილობ დავივიწყო ემიგრაციაში განცდილი ყველა წყენა და იმედგაცრუება, რადგანაც მათი გახსენება, ისევ მე მტკენს გულს. ახლა ცხოვრების ის ეტაპი მაქვს, რომ მძიმე, 10 წლიანი ცხოვრებიდან, დღევანდელ რეალობაში გადმოვერთო.
მსოფლიოში მიმოფანტულ ჩვენს ემიგრანტებს, პირველ რიგში ვუსურვებ ჯანმრთელობას, გამძლეობას, საკუთარ ოჯახებთან, საკუთარ ჭერქვეშ, საკუთარ სამშობლოში ლაღად, დარდის გარეშე დაბრუნებას!
მე დღეს, მტკივა ჩემი საქართველო იმაზე მეტად, ვიდრე გუშინ და გუშინწინ, მაგრამ ხვალის დიდი იმედი მაქვს. ვუსურვებ ჩემს ქვეყანას გაბრწყინებას, აღმასვლას და მშვიდობიან მომავალს. მინდა, რომ ჩემ ქვეყანას მუდამ ეს დევიზი გააჩნდეს: ენა, მამული, სარწმუნოება და ტრადიციები!!!
ავტორი: ხათუნა შარაძე
1734881161
ახალი ამბებიუკრაინის ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინის ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბადრი კვარაცხელია დაიღუპა. ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს, იუწყება „ეხო კავკაზა“. გავრცელებული ინფორმაციით, „თავისუფალი საქა...
1734878231
საზოგადოება„ისტორია მეორდება, ჩვენი გზა არის ევროპული ოჯახისკენ, სადაც ქრისტიანული ცივილიზაციის და კულტურის ნაწილი უნდა გავხდეთ, ოღონდ ჩვენი რწმენის, ფასეულობების და ღირსების შენარჩუნებით“ - გიორგი გამსახურდია
გიორგი გამსახურდია, სოციალურ ქსელში აზიარებს ზვიად გამსახურდიას ვიდეოს, სადაც საქართველოს პირველი პრეზიდენტი საუბრობს იმაზე, რომ ქართველ ხალხს წაართვეს რწმენა, წინაპრების სარწმუნოება და თავს მოახვიეს...
1734872490
საზოგადოებამეუფე შიო: როდესაც ადამიანი შედარებით კეთილდღეობით ცხოვრობს, ნაკლებად ფიქრობს ღმერთზე, მაგრამ შეემთხვევა უბედურება, ან რაიმე მძიმე სატანჯველი, ადამიანი მდაბლდება, სულ სხვა ხედვა ეხსნება
„როდესაც ადამიანი შედარებით კეთილდღეობით ცხოვრობს, ნაკლებად ფიქრობს ღმერთზე, ღვთის წყალობის აუცილებლობაზე, მაგრამ როცა შეემთხვევა უბედურება, ან რაიმე მძიმე სატანჯველი, ადამიანი მდაბლდება, მას სულ სხვა...
1734868440
სოციალური მედია„არასდროს არ დამავიწყდება კონცერტი ქუთაისში და ის სიყვარულით სავსე გულები, რომელიც პატარებმა გვაჩუქეს!“ - ზურა ხაჩიძე
ქუთაისში გამართულ კონცერტს, სადაც „ქუჩის ბიჭებმა“ და ნინი ქარსელაძემ იმღერეს, ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება. ზურა კონცერტზე დასწრებისთვის საზოგადოებას მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ ეს საღამ...
1734862849
სოციალური მედია„ვუსამძიმრებ სამაშველო სამსახურს და მის ოჯახს... მაშველი გმირია “ - რას წერს ზურა ხაჩიძე?
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილ ხანძარს 42 წლის მეხანძრე-მაშველის სიცოცხლე...