(გაგრძელება) ქართველი მომვლელის საიდუმლო მინიშნება: „მე მარია ვარ, აქედან გაიქეცი!“

საემიგრაციო მედიაპლატფორმა Exclusivetv.ge იწყებს ახალ პროექტს - „ემიგრანტის პროზა“. ჩვენს მკითხველს ვთავაზობთ ემიგრანტი ქალბატონის, სალომე გოგოლაძის საავტორო რუბრიკას „მძიმე ჩემოდანი“, სადაც  მისი მოთხრობები დაიბეჭდება.

ისტორიის დასაწყისი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე (გაგრძელება)

ანჯელა მარიას ორი ქალოშვილი ჰყავდა. ანტონელა და კატია ადრიანოები. ორივე გათხოვილი იყო. ანტონელა კარაბინიერია, ხასიათიც შესაფერისი აქვს ხისტი და ჩქარი. სულ გარბის, სულ წიოკშია, კატია, შედარებით მშვიდია, ზედმეტად პედანტი და მომთხოვნი. ცივი და უჟმური. მე, როგორც ოჯახის ახალი ბადანტე ორივეს მეთვალყურეობის ქვეშ ვარ. საქმე იმაშია, რომ დები დასანახად ვერ იტანდნენ ერთმანეთს, არ ვიცი წარსულში რა მოხდა მათ შორის,  მაგრამ ორივე ცდილობდა შთაბეჭდილება მოეხდინა დედაზე, რომელიც ზედმეტი ყურადღებისგან განებივრებული ბავშვივით ცდილობდა ყველა თავისი ახირება და კაპრიზი დაეკმაყოფილებინათ. 

ზოგადად იტალიელი ოჯახებისთვის დამახასიათებელია დედმამიშვილებს შორის  სიძულვილი. როგორც მერე მივხვდი,  ყველაფერი ქონების და ფულის გამო ხდებოდა.  არც ეს ოჯახი იყო გამონაკლისი, ამჯერად გარდაცვლილი მამის ყოფილი ბინის გამო იყო დებს შორის გაცხოველებული მტრობა. სამწუხაროდ, ოქროს შუალედის პოვნა მე უნდა შემძლებოდა, ანუ დებს შორის ისეთი როლი უნდა მეთამაშა, რომ არც ერთი მათგანი  არ უნდა მექო და არ უნდა  უნდა მეძაგებინა. მიუხედავად იმისა, რომ მზად იყვნენ ერთმანეთისთვის ყველაფერი ეკადრებინათ, ერთმანეთის ტყავს მაინც არ დახევდნენ. ჩემთან კი, მოურიდებლად ლანძღავდნენ ერთმანეთს.  

ყოველი დღე იყო სიურპრიზებით სავსე. იწყებოდა  დილა  და მე და ანჯელა- მარიას ჩხუბი საცვლის გამოცვლაზე. ცოცხალი თავით არ უნდოდა გახდა და  დაბანა,  განსაკუთრებით კი  ქვედა ნაწილებს ვერ თმობდა.

- ანჯელა, მოდი მოგეხმარები! -  ანჯელა წარბაწეული მიყურებს უნდობლად. 

- მე არ მჭირდება გამოცვლა, ახლახან დავიბანე! 

- ანჯელა, დღეს ხომ სტუმრად მიდიხარ, ხომ გინდა ყველაზე ლამაზად გამოიყურებოდე?

- განა არა ვარ ლამაზი? - აიწკიპა ბოდეში ჩაკვეხებული დამჭკნარი ძუძუები.. და უკანალი სასაცილოდ გამობზიკა.

- რა თქმა უნდა ხარ! - მაგრამ უფრო ლამაზი რომ იყო უნდა დაიბანო..

- ხომ გითხარი უკვე დავიბანე-თქო!

ღმერთო, ამ ქალთან არაფერი გამდის.

ყოფელი დღე ხელჩართული ბრძოლა გვაქვს..  შვილები კი მკაცრად ითხოვენ ვიყო: კარგი მზარეული, კარგი დამლაგებელი, კარგი ფსიქოლოგი და თან დღეში ათჯერ სიცხეში თუ სიცივეში ანჯელასთან ერთად ლუნგო მარეს ტერიტორიაზე ვატარო დედა მაგათი. ჰო, კიდევ, ყველაფერს რასაც ვამზადებ ფოტო უნდა გადავუღო. უნდა დავწერო, იმ დღეს რა ჭამა დედამისმა, რამდენი ჰქონდა წნევა და რამდენჯერ ჰქონდა კუჭის მოქმედება.. მენიუ საგანგებოდ შერჩეულია: ხორცით, ბოსტნეულით, ხილითა და თევზეულით.

თენდება, მზის სხივები შემოიჭრა ფანჯრიდან.. დღეს კვირაა, ანჯელა მესაზე უნდა წავიყვანო, უნდა მოვასწრო დილის ცერემონიალი ჩაცმა დახურვა,  კოლაციონი. იმდენ თავ წამალს სვამს სათვალავი აგერევა. იმ დილით კარგ ხასიათზე გაიღვიძა. სულ ღიღინით ჩავიცვით,  თხუთმეტ წუთში ეკლესიაში უნდა ვიყოთ, მეც ნაჩქარევად მოვწესრიგდი. გასაღები მოვიძიე, ვერსად ვიპოვე, ალბათ ანჯელამ თუ გადამალა თავისი საცვლებისა და ხელსახოცის  გროვაში. ვცდილობ ნერვებს არ ავყვე და სათითაოდ, ვეძებ ამ უსარგებლო ნაგავში გადამალულ გასაღებს.. ანჯელას აშკარად არ მოსწონს რომ მის ნივთებში ვიქექები.. 

- სად დადე ანჯელა გასაღები?

- მე არაფერი დამიმალავს, რას ეძებ ჩემს ტანსაცმელში? 

- ახლავე დაურეკე ანტონელას, ხვალიდან აქ აღარ იმუშავებ, წადი ჩემი სახლიდან, ვერ გიტან, ვერაა!

- ანჯელა, მომეცი გასაღები, მესაზე გვაგვიანდება.

- არ მაქვს  ხომ გითხარი! - იცინის და სახეზე ირონიული გამომეტყველება ესახება.

ღმერთო, ოღონდაც არ გავგიჟდე! - ვფიქრობ გულში და ვცდილობ ნერვებმა არ მიმტყუნოს.

ანჯელას ტელეფონის ზარი გაბმულად რეკავს საიდანღაც. ამასობაში ტელეფონიც გადაუმალია. სანამ ვიპოვიდი ზარი გაითიშა. ანჯელა სულ გადაირია. რეკავდა, ჩემი შვილი რეკავდა და ვერ ვუპასუხე. ზარი ჩემი ტელეფონიდან გავუშვი. როგორც იქნა ხმით მივაკვლიე, პირსახოცების ქვეშ ვიბრირებდა. წინა ზარი, ანჯელას უმცროს შვილს ეკუთვნოდა. გადავრეკე, ქალმა გაბრაზებული ტონით მიპასუხა:

- კიდევ სახლში ხართ? რატომ არ წაიყვანე დედა მესაზე?

- კატია, იცით, სახლის გასაღები ვერ ვიპოვეთ.

- გასაღები შენ უნდა აკონტროლო, ეს რა უპასუხისმგებლობაა.

- გასაღებს არ მაძლევს დედათქვენი, და საერთოდ ის ყველაფერს მალავს, ჭიქებს და ტილოებსაც კი..

- ჰმ, ანუ დედაჩემის ბრალია? თქვენ რა პირველად მუშაობთ ასეთი ტიპის ავადმყოფთან? გამოდის არ გაქვთ გამოცდილება.

- გამოცდილება ნამდვილად მაქვს, ის ძალიან რთულია, უფრო საშინელია.

- როგორ ბედავთ, დედაჩემია საშინელება? - დედააა, დამალაპარაკე  ახლავე!

- ჰო, შვილო, კატია ხარ! მოდი, ეს გოგო აქედან უნდა წავიდეს, მე არავინ არ მჭირდება  არააა, გასაგებია?

- კარგი დედა, არ ინერვიულო! - შენ მესაზე წადი, გასაღები სად გაქვს დედიკო? 

- აი, აქ მაქვს ჩანთაში? - ამოიღო გადამალული  გასაღებების აცმულა.

- ჰო, კარგი გოგო ხარ, ძალიან კარგი! ახლა კარები დაკეტე და ეკლესიაში წადი მარიასთან ერთად.

- ჰო, ჰო, სწორედ მასე მოვიქცევი!

ეკლესიასთან უცნაურად ჩაცმული ხალხი შეკრებილიყო. მარია - ანჯელა ხელკავ გამოდებული მომყვებოდა. გზა და გზა სულ ბუზღუნებდა, დავაგვიანეთო. შეგროვილ ხალხს დავაკვირდი, ოპერატორი, რეჟისორი და მსახიობები იყვნენ. ზოგიერთი ვიცანი კიდეც. ეკლესიიდან კუბო გამოჰქონდათ, რა თქმა უნდა ბუტაფორია იყო. ანჯელას ვეუბნები რომ ფილმს იღებენ და ეკლესიაში ვერ შევალთ. არაფერი ესმის, ჯიუტად ცდილობს ხალხის წრე გაარღვიოს. უეცრად კარებში, ბერის ანაფორაში ჩაცმული მაღალი მამაკაცი გამოჩნდა,  რომელიც პადრე პიოს წააგავდა, იტალიელებისთვის პადრე პიო, მნიშვნელოვანი წმინდანია, ბებიაჩემმა მაშინვე იცნო, რადგანაც მისი ფოტო საძინებელ ოთახში ეკიდა და ყოველ დღე მეგობარივით ესაუბრებოდა. ანჯელა - მარია აკანკალდა, მივხვდი რაღაც მოხდებოდა გაუთვალისწინებელი. უეცრად ელვის სისწაფით გამისხლტა ხელიდან და მის წინ და მუხლებზე დაეცა..

- პადრე პიო, მე ანჯელა - მარია ვარ, ხომ მიცანი! მიშველე პადრე პიო! ხომ მიშველი? მსახიობი არ დაიბნა, კამერები შემობრუნდნენ, რეჟიროსმა ხელით ანიშნა მცველებს კადრი არ გაეფუჭებინათ.

„პადრე პიო“ დაიხარა, ანჯელას მხრებში ხელი მოჰკიდა, ფეხზე წამოაყენა და ჯვარი გადასახა.

- უფალი შენთანაა შვილო ჩემო! - უთხრა მან თბილი ხმით, რომელიც შეიძლება მხოლოდ წმინდანებს აღმოხდეთ..

- გადაღებულია!- გავიგონე რეჟისორის ხმა.

ანჯელა, წავიდეთ შინ!- ვუთხარი მოხუცს და ხალხის ბრბოდან გამოვიყვანე. ჩვენს უკან ხალხის ტაში არ ცხრებოდა. ეს იყო პირველი და უკანასკნელი როლი ბებიაჩემი ანჯელა- მარია ბრუკოლის ცხოვრებაში.

გაგრძელება: ორშაბათს, 15 მაისს exclusivetv.ge-ს პლატფორმაზე

ავტორი:  სალომე გოგოლაძე / იტალია/ ქალაქი ბარი

📌 დასაწყისი - ქართველი მომვლელის საიდუმლო მინიშნება: „მე მარია ვარ, აქედან გაიქეცი!“

მოგვწერეთ თქვენი საემიგრაციო ისტორიები!

პატივისცემით, Exclusivetv.ge-ს გენერალური დირექტორი და ჟურნალისტი იტალიაში ხათუნა შარაძე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1780344460

საზოგადოება

კახა კალაძე: ჩვენი ამოცანაა, საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება უფრო კომფორტული გახდეს, მოქალაქეები კი თავად გადაწყვეტენ, კერძო მანქანით იარონ თუ - ავტობუსით

ვთქვათ, მივყევით იაგოს რჩევას, რომ გვირაბები, ესტაკადები მოვაწყოთ, ქუჩები გავაფართოოთ, ათი წლის შემდეგ რას ვშვრებით? რას ვაფართოებთ? სად ვაკეთებთ ესტაკადას?“, - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალა...

კახა კალაძე

1780343769

საზოგადოება

კახა კალაძე კუპრაძის ბრალდებებზე: უბრალოდ უხერხულია, ახალგაზრდა კაცისგან მოისმინო განცხადებები, რომელიც სიცრუეზეა დაფუძნებული

უბრალოდ უხერხულია, ახალგაზრდა კაცისგან მოისმინო იმ ტიპის განცხადებები, რომელიც სიცრუეზეა დაფუძნებული, - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს „რუსთავი 2“-ის გადაცემა „დებატებში“, სადაც პარტია „ლ...

კახა კალაძე

1780342747

საზოგადოება

ლევან მახაშვილი: საყურადღებო დისკუსიები შედგა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში. მსოფლიო გეოპოლიტიკური გარდაქმნები ახალ ფაზაში გადავიდა, ამ ისტორიულ მომენტში კი ევროპა კვლავ საკუთარი თავის ძიებაშია

საინტერესო და საყურადღებო დისკუსიები შედგა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, რომელიც ლიეტუვას დედაქალაქ ვილნიუსში გაიმართა და რომელშიც მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის სახელით მივიღე, - წერს...

ლევან მახაშვილი

1780342268

საზოგადოება

კახა კალაძე კორუფციის შესახებ ბრალდებებზე: პირდაპირ გეტყვით, დედაქალაქის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი უწყებაა, რომელიც აბსოლუტურად გამჭვირვალედ ფუნქციონირებს, იღებს გადაწყვეტილებებს და აკეთებს საქმეს

ჩემი მთავარი პასუხი კორუფციაზე მხოლოდ სიტყვები კი არა, კონკრეტული განხორციელებული პროექტებია, ჩვენი საქმე და შედეგებია, რასაც თბილისელები ყოველდღიურად ხედავენ, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ...

კახა კალაძე

1780341100

საზოგადოება

კახა კალაძე: ლიდერობა ის კი არ არის, რომ ვისაუბროთ ამ ცხრა წელში ყველაფერი გავაკეთეთო, არამედ ის, რომ ვაღიარებთ გამოწვევებს და ვდგამთ შესაბამის ნაბიჯებს

ჩემთვის ყველაზე დიდი მიღწევა კონკრეტული პროექტი კი არა, არამედ არის ის, რომ თბილისში ცვლილებები ხდება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „დებატებში“. როგო...

კახა კალაძე