დღეს მზის დაბნელებაა - დაიმუხტეთ დადებითად, მეტი ილოცეთ და დაფიქრდით თქვენს თავში, თუ რა გიშლით ხელს წინსვლისთვის!

დღეს მზის დაბნელებაა, ასტროფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე რჩევებს გვაძლევს და სოციალურ ქსელში წერს:

"დღეს მზის დაბნელებაა! გეტყვით, რომ დაბნელების პროცესი დაიწყება თბილისის დროით 19:42 საათზე, პიკი იქნება 22:17 საათზე, ბოლო აკორდი და დასრულება გველის 00:52 საათზე.

მზის დაბნელება იქნება ვერძის ზოდიაქოს 19°24′ გრადუსზე! ეს უკანასკნელი მოვლენა, მთვარის ციკლებიდან ემთხვევა ყოველთვის ახალმთვარეობას.

მიაქციეთ ყურადღება, რომ ცის კაბადონზე ახლა ექსპანსიის მმართველი პლანეტა იუპიტერი და მოულოდნელობებით აღსავსე ურანი ჩახუტებულები არიან ერთმანეთთან, ამიტომ აპრილის თვე სავსეა უცაბედი წინსვლებითა და ამავდროულად არასტაბილურობით, ეკონომიკური პროგრესით და გარკვეული გაცემებით.

პიკის მომენტში მზე მიერთებულია მერკურიზე, მერკური კი რეტროგრადულია, ამიტომ ეცადეთ რომ გაუგოთ ერთმანეთს და დრო უაზრო კონფლიქტებში არ გალიოთ. ერიდეთ ექსტრემალურ სიტუაციებს, შეჯიბრებებს და ზედმეტ სიფიცხეს, გადაჭარბებულ სისწრაფეს და ცეცხლსასროლ იარაღებთან ურთიერთობას.

სხვათა შორის, მზე ამ დროს ასტეროიდ ქირონზეა მიერთებული, ამიტომ ბევრი ადამიანი შეიძლება განიკურნოს ან გვევალებოდეს საკუთარ მანკიერ თვისებებზე პირდაპირ მუშაობა და ამისთვის დროც ხელს უწყობდეს.

დაბნელებას მკაფიოდ იგრძნობს მსოფლიოდან დასავლეთის მხარე, გამოსაყოფია შეერთებული შტატები. ნუ, ეს გასაკვირი სულაც არაა, რადგანაც მათ  პოლიტიკური თვალსაზრისითაც მეტად დაძაბული თვეები ელოდებათ და სამზადისი აქვთ არჩევნებისთვის. სხვა ყველაფერს კი ეტაპობრივად საკუთარი თვალით ვიხილავთ.

არაა რეკომენდირებული ამ დღეს ბევრი სიარული და მზისადმი მკაფიოდ ყურება. ისედაც დიდი ენერგია მოძრაობს მაგ მომენტში  სამყაროში.

მზის დაბნელება მაქსიმუმ 6 თვიანი პროცესია, ამიტომ გაწერეთ, რაც გსურთ რომ შეასრულოთ, დაიმუხტეთ დადებითად, მეტი ილოცეთ და დაფიქრდით თქვენს თავში, თუ რა გიშლით ხელს წინსვლისთვის ...

ერიდეთ ეს ორი დღე მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებასაც", - წერს გიორგი ლობჯანიძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1715695699

ახალი ამბები

სავარაუდოდ დავით ქაცარავა დააკავეს

ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ დამფუძნებელი დავით ქაცარავა თბილისში, მიმდინარე აქციის დროს დააკავეს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე ავრცელებს.  „დააკავეს დავით ქაცარა...

საზოგადოება

1715695070

სოციალური მედია

სავარაუდოდ ლაზარე გრიგორიადისი დააკავეს

პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ლაზარე გრიგორიადისი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას აქტივისტის დედა, თამთა კალანდაძე ავრცელებს. „დიახ მეგობრებო ლაზარე ისევ დაიჭირეს“, - წერს ის. შეგახს...

ზოგადი

1715691426

ახალი ამბები

„აუცილებელია, რომ პროტესტი გადაიზარდოს ფართომასშტაბიან დაუმორჩილებლობაში“ - ხატია დეკანოიძე

„აუცილებელია, რომ პროტესტი გადაიზარდოს ფართომასშტაბიან დაუმორჩილებლობაში, გაფიცვებში“,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა. ამით, დეკანოიძე გამოეხმაურა პარლამენტის მიერ „უ...

პოლიტიკა

1715691360

ახალი ამბები

პარლამენტში 14 მაისის 17:00 საათიდან უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდება

„14 მაისს, წითელი დონის დროს საქართველოს პარლამენტში არ დაიშვება არცერთი პირი, გარდა პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ საფრთხის სპეციფიკისა და მისი თავიდან აცილების საჭიროების შესაბამისად განსაზღვრული...

პარლამენტი

1715688174

ახალი ამბები

პარლამენტმა „გამჭვირვალობის შესახებ კანონი“ დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო. კენჭისყრაზე რეგისტრაცია 116-მა დეპუტატმა გაიარა. კანონის მიღებას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, წი...

პოლიტიკოსები