სადისტრიბუციო სატრანსპორტო საშუალებებს ღამის საათებში ე.წ. ბასლაინში გადაადგილების უფლება მიეცემათ
სადისტრიბუციო სატრანსპორტო საშუალებებს ღამის საათებში ე.წ. ბასლაინში გადაადგილების უფლება მიეცემათ. აღნიშნული ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში შედის.
საკანონმდებლო პაკეტი დღეს პარლამენტში მეორე მოსმენით განიხილეს. ცვლილებების ინიციატორებს მიაჩნიათ, რომ ღამის საათებში სადისტრიბუციო სატრანსპორტო საშუალებების „ბასლაინში“ გადაადგილება ხელს შეუწყობს მოძრაობის განტვირთვას და შესაძლოა, სამომხმარებლო ფასებზეც იქონიოს გავლენა.
„შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება ის წესები და პირობები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს სადისტრიბუციო სატრანსპორტო საშუალება. მათ მიეცემათ შესაძლებლობა, „ბასლაინში“ გაჩერდნენ ღამის საათებში – პირველი საათიდან, ექვს საათამდე, რათა ტვირთი გადაიტანონ. რა თქმა უნდა, ერთი მხრივ, ეს ხელს შეუწყობს მოძრაობის განტვირთვას, მეორე მხრივ, ტრანსპორტირების შესაბამისი ხარჯების შემცირება, ლოგიკურად, თავის სიტყვას იტყვის ფასების კლების ნაწილში. ცვლილებები ასახულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და საგზაო მოძრაობის შესახებ კანონის პროექტშიც“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ.
ამასთან, პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, საკითხთან დაკავშირებით ქსელებისა და დისტრიბუციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
„გუშინ მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა ქსელებთან და დისტრიბუტორებთან. დისკუსია გვქონდა, რომ ღამის საათებში დისტრიბუტორებისთვის შესაძლებელი გახდეს „ბასლაინებში“ მოძრაობა, რათა მათ განახორციელონ დისტრიბუცია. დისტრიბუციის მნიშვნელოვანი ნაწილი დღიდან გადავა ღამეზე, რაც მნიშვნელოვნად განტვირთავს მოძრაობას დღის საათებში. ამასთან, ღამის დისტრიბუცია უფრო ცენტრალიზებული იქნება და მნიშვნელოვნად შეუმცირებს ხარჯებს დისტრიბუტორებსა და ქსელებს, რაც თავისთავად აისახება სამომხმარებლო ფასების შემცირებაზე“, – განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.
1793173231
ახალი ამბები„მსჯავრდებულის დას დამატებით 100 000 ლარი მოსთხოვა“ - გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა თაღლითობის ბრალდებით ადვოკატი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თაღლითობის ბრალდებით ადვოკატი დააკავეს. ინფორმ...
1793171021
ახალი ამბები„ყოფილ მეუღლეს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა“ - ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის მიმართ მუქარისთვის ძებნილი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი მუქარისთვის ძებნილი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელე...
1793170811
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, ქუთაისში, მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების საზეიმო ღონისძიებას დაესწრო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ქუთაისში, მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების საზეიმო ღონისძიებას დაესწრო. შალვა პაპუაშვილმა საქართველოს მომავლ...
1793169315
ახალი ამბებიდავით სონღულაშვილი კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) ბორდის დირექტორს დავით მორისონს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) ბორდის დირექტორს დავით მორისონს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარები...
1793167496
ახალი ამბებითორნიკე ჭეიშვილი ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის სარჩელზე: ჩვენი სარჩელი ერთმნიშვნელოვნად მყარ მტკიცებულებებზე არის დაფუძნებული
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, მიუხედავად ოპოზიციის მხრიდან ფაქტების დამახინჯების მცდელობებისა, სარჩელი ერთმნიშვნელოვნად მყარ...




























