"თუ ადამიანი მოიხმარს დღეში 4 ჭიქა ყავას, ამ შემთხვევაში 16 % – ით მცირდება სიკვდილიანობა" - რას გვირჩევს გიორგი ღოღობერიძე

ყავის რა რაოდენობაა დღიური ნორმა და არის თუ არა ის სასარგებლო ორგანიზმისთვის -  ბიოქიმია - ფარმაკოლოგიის ლექტორი, გიორგი ღოღობერიძე ამ საკითხზე თავის მოსაზრებას გვიზიარებს.

"არსებობს გარკვეული დოზები, 400 მლ გრამი არის დღიური ნორმა.თუ სვამთ ნალექიან ყავას, ამ შემთხვევაში, 1 ჭიქა შეიცავს 100 მლ გრამს, ესპრესო50–80 მლ გრამს, მწვანე ჩაი – 25 მგ, გაზიანი სასმელი – 40 მგ, ენერგეტიკული სასმელი – 80 მგ, ცხელი შოკოლადი – 5 მგ.

გამოდის, ყავის 3–4 ჭიქის მიღება დღიურად ნორმის ფარგლებში ჯდება. ამ შემთხვევაში, კოფეინი არ არის საზიანო, პირიქით, სასარგებლოც კია.

რა სარგებელის მოტანა შეუძლია კოფეინს ორგანიზმისთვის?

2014 წლის შემაჯამებელი კვლევების შედეგად დადასტურდა, რომ თუ ადამიანი მოიხმარს დღეში 4 ჭიქა ყავას, ამ შემთხვევაში 16 % – ით მცირდება სიკვდილიანობა, 21% – ით უმცირდება გულის დაავადებების რისკი. მაგალითად, გულის უკმარისობის მქონე ადამიანებისთვის შეიძლება სასარგებლოც კი გამოდგეს ყავის მიღება, რადგან ყავა კარგი შარდმდენი საშუალებაა და გულის უკმარისობის დროს კი სწორედ წყლის დაგროვება ხდება.

მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც ადამიანი მიიღებს 5 ჭიქასა და მეტ დოზას, ამ შემთხვევაში იზრდება სხვადასხვა რისკ ფაქტორები. თუ ადამიანი დღეში მოიხმარს 1000 მგ და მეტს, ის ხდებაგაღიზიანებული, აწუხებს უძილობა, თავის ტკივილი, გახშირებული გულისცემა.

ყავის მიღება სასურველი არ არის, თუ საქმე ეხება 50 წელს გადაცილებულ ადამიანს. განსაკუთრებით ქალებს, რადგან ამ ასაკის შემდგომ მაღალია ძვლების მოტეხილობის რისკი. ასევე, თუ გაწუხებთ გულძმარვა და წვა გულის არეში, ყავის მიღება რეკომენდირებული არ არის.

თუ ადამიანი დღეში სვამს ყავის დაშვებულ დოზას არტერიული წნევა არ იზრდება.

ყავა არის შარდმდენი და შეუძლია შეამციროს კალიუმის რაოდენობა ორგანიზმში, ამან კი შეიძლება გამოიწვიოს კუნთების სისუსტე, სუნთქვის გაძნელება, მიდრეკილება არითმიებისკენ.

მთავარია ყველაფერში დაიცვათ ზომიერება. ეს არის ერთ–ერთი მთავარი ფაქტორიყველაფრში. გისურვებთ ჯანმრთელობას" - ამბობს გიორგი ღოღობერიძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1715774163

ახალი ამბები

გიორგი მამარდაშვილი „ნიუკასლის“ ინტერესის სფეროშია

საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი „ნიუკასლ იუნაიტედის“ ინტერესის სფეროშია.  როგორც Marca იტყობინება, ინგლისურ კლუბში ნიკ პოუპის, მარტინ დუბრავკას და ლორის კარიუსის თამაში...

იტალია

1715770384

საზოგადოება

რას ამბობს მერაბ დვალიშვილი, რომელიც ცოტა ხნის წინ ავარიაში მოყვა

ქართველი „რკინის კაცი“, იგივე მერაბ დვალიშვილი სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია და თავის გამომწერებს ცხოვრებისეულ სიახლეებსა და სახალისო მომენტებს ხშირად უზიარებს. ამჯერად სპორტსმენის მორიგი ვიდეო ვრც...

ააა

1715768526

სპორტი

„UFC ესპანეთის თარიღი უკვე ვიცი“ - ილია თოფურია

UFC-ის ქვემსუბუქი წონის მოქმედმა ჩემპიონმა, ქართველმა ილია თოფურიამ სოციალურ ქსელ X-ის გვერდზე დაწერა, რომ უკვე იცის, როდის ჩატარდება ორგანიზაციის ღონისძიება ესპანეთში. როგორც ჩანს, 27 წლის დაუმარცხებ...

მებრძოლი ილია თოფურია

1715760798

ახალი ამბები

დასაქმების დონე გაზრდილია როგორც ქალაქის ტიპის, ისე სოფლის ტიპის დასახლებებში - საქსტატი

2023 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2022 წელთან შედარებით 0.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 16.4 პროცენტი შეადგინა, - ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. საქსტატის მონაცემებით, დ...

ხელფასი

1715758448

საზოგადოება

„სასიამოვნოა, რომ მისი კუმირი ვიყავი“ - ხოსე მარია გუტი კვარაცხელიაზე

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ხოსე მარია გუტიმ ტელეკომპანია DAZN-თან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. მოგეხსენებათ, გუტი კვარას ბავშვობის კუმირია და ესპანელმაც სწორედ ამის შესახებ ისაუბ...

ხოსე მარია გუტი