აგვისტოს 5 დღე - 16 წელი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან

რუსეთ-საქართველოს ომიდან 16 წელი გავიდა. 2008 წლის 8 აგვისტოს, პირველად ცივი ომის შემდეგ რუსეთის ფედერაციამ სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ ღია სამხედრო აგრესია განახორციელა, რის შემდეგაც მის მიერვე ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა.

კრემლი საქართველოს ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში დაემუქრა, რომ დამოუკიდებლობის მიღების შემთხვევაში აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან გამომშვიდობება მოუწევდა. მოსკოვმა მუქარა აასრულა, 1991-1993 წლებში რუსეთის ძალისხმევით საქართველოში ლეგიტიმური ხელისუფლება დაემხო, თბილისმა ცხინვალზე და სოხუმზე კონტროლი დაკარგა, მსხვერპლის სახით 25 000-ზე მეტი ადამიანი მიიღო, რასაც საკუთარ ქვეყანაში 300 000-მდე იძულებით გადაადგილებული პირი დაემატა. ეკონომიკა 70%-ით შემცირდა, რამდენი ადამიანი დაიღუპა იმ პერიოდში ძალადობრივი გზით ან შიმშილით, ამის სტატისტიკა არ არსებობს.

ომის შემდგომ საქართველო დსთ-ში გაწევრიანდა, რუსულ საოკუპაციო ძალებს კი „სამშვიდობოს“ მანდატი მიენიჭათ.

ოკუპაცია 1993 წელს არ დასრულებულა, მას 1998 წელს გალში, 2004 წელს კი ცხინვალში შედარებით მცირე მასშტაბის სისხლის ღვრა მოჰყვა. პერიოდული სროლები, რაც ზოგ შემთხვევაში მსხვერპლით სრულდებოდა, ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.

ცხინვალის რეგიონში მდგომარეობა განსაკუთრებით 2004 წლიდან, საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გამწვავდა. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი პირველი ოფიციალური ვიზიტით მოსკოვს ეწვია, კრემლისთვის ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური ზრდა და სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების რეალური ჩამოყალიბება პრობლემა აღმოჩნდა. ემბარგოს, გაზსადენის აფეთქებისა და ეთნიკური ქართველების საბარგო თვითმფრინავით დეპორტაციის მიუხედავად 2007 წელს საქართველოს ეკონომიკა რეკორდულად - 12.6%-ით გაიზარდა. ორნიშნა ზრდა 2008 წლის პირველ ნახევარშიც შენარჩუნდა. მოსკოვი გადამწყვეტი დარტყმისთვის მოემზადა.

2008 წლის 15 ივლისს რუსეთმა სამხედრო წვრთნები „კავკაზ 2008“ დაიწყო. მისი დასრულების შემდეგ რუსული სატანკო ნაწილები ადგილზე ბრძანების მოლოდინში დარჩნენ. ივლისის ბოლოდან და განსაკუთრებით აგვისტოდან ქართული სოფლების ინტენსიური დაბომბვა დაიწყო, რასაც ყოველდღიურად მსხვერპლი ახლდა თან.

8 აგვისტოს დილით, როცა მთელი მსოფლიოს ყურადღება პეკინისკენ იყო მიპყრობილი და ოლიმპიური თამაშების დაწყებას ზეიმობდა, რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია დაიწყო. ამჯერად მას „რუსეთის დროშის ფერებში გადაღებილი ქართული თვითმფრინავით“ თავი აღარ უმართლებია და ომის დაწყების მიზეზად „საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა“ და „ოსების გენოციდი“ დაასახელა. მოსკოვმა თავიდანვე გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, რომ ქართული არტილერიის დაბომბვებს ცხინვალში 2000 მშვიდობიანი ოსი შეეწირა და რომ ქართველი ჯარისკაცები სარდაფებში ოს ბავშვებს ხვრეტდნენ.

რუსეთს არ დაუკონკრეტებია, რა საჭირო იყო ცხინვალის დასაცავად გორში და სენაკში საცხოვრებელი კორპუსების დაბომბვა და დაცლილი გორიდან უნიტაზების გაზიდვა. მოსკოვს არც იმის ახსნით შეუწუხებია თავი, თუ რამდენი ოსი ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა ბორჯომის ტყეში 1100 ჰექტარის გადაწვით.

ომი 5 დღეს გაგრძელდა. დასავლელ პარტნიორებს საქართველოსთვის პირდაპირი სამხედრო დახმარება არ გაუწევიათ, თუმცა მათი და უპირველესად შეერთებული შტატების ძალისხმევით თბილისის თავზე რუსეთის დროშა აღარ აფრიალებულა.

12 აგვისტოს, ცეცხლის შეწყვეტიდან რამდენიმე კვირის მანძილზე ფოთი, ზუგდიდი და გორი კვლავ ოკუპირებული რჩებოდა. პერევი კი რუსეთის ხელში 2010 წლის ოქტომბრამდე რჩებოდა.

პარადოქსულია, მაგრამ კითხვა - ვინ დაიწყო ომი? 2024 წელსაც ისმის. საერთაშორისო თანამეგობრობა საქართველოს ტერიტორიას 1991 წლის 21 დეკემბრის საზღვრებში ცნობს. ამავე საზღვრებს ცნობდა რუსეთიც 2008 წლის 26 აგვისტომდეც. საქართველოს არმიის არცერთ ჯარისკაცს ეს საზღვარი 1 ნაბიჯითაც არ გადაუკვეთია, რუსეთის ტერიტორიაზე 1 ტყვიაც არ გავარდნილა. თუ ვინმესთვის ეს ფაქტები მაინც არასაკმარისი მტკიცებულებებია, მათთვის პუტინმა 2012 წელს აღიარა, რომ საქართველოში შეჭრის გეგმა გენშტაბმა მასთან შეთანხმებით 2006-2007 წლებში შეიმუშავა.

ომის შედეგად საქართველომ 125 სოფელზე დაკარგა კონტროლი. ცხინვალის რეგიონის სოფლების გარდა, რუსეთმა კოდორის ხეობის - ზემო აფხაზეთის ოკუპაციაც მოახდინა. დაიღუპა 170 ჯარისკაცი, 14 პოლიციელი და 228 სამოქალაქო პირი. 22 დღემდე დაკარგულად მიიჩნევა. ომის პერიოდში 150 000 ადამიანი დევნილად იქცა, მათგან 30 000 საკუთარ სახლებში დღემდე არ დაბრუნებულა. ომს ეკონომიკური ვარდნაც მოჰყვა. 2009 წელს საქართველოს მშპ 3.7%-ით შემცირდა.

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა სულ 5-მა სახელმწიფომ აღიარა:

1️⃣ რუსეთი 2008 წლის 26 აგვისტო

2️⃣ ნიკარაგუა 2008 წლის 5 სექტემბერი

3️⃣ ვენესუელა 2008 წლის 10 სექტემბერი

4️⃣ ნაურუ 2008 წლის 15 დეკემბერი

5️⃣ სირია 2018 წლის 29 მაისი

ომის დასრულება მშვიდობის საწინდარი არ გამხდარა. საოკუპაციო ძალები ე.წ. საზღვრიდან საქართველოს მოქალაქეებს ყოველკვირა იტაცებენ და გამოსასყიდის გადახდის შემდეგ ათავისუფლებენ. ხშირია ტრაგიკული შემთხვევებიც. დავით ბაშარული, არჩილ ტატუნაშვილი, გიგა ოთხოზორია, ირაკლი კვარაცხელია... ის იმ პირების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც საოკუპაციო რეჟიმმა შეიწირა. 12 წელია გრძელდება მცოცავი ოკუპაციაც.

2008 წელს რუსეთს საქართველოში განხორციელებული ინტერვენცია შერჩა, რამაც 6 წლის შემდეგ უკრაინაში შეჭრისკენ წაახალისა. ყირიმის ანექსია ფაქტობრივად უსისხლოდ განხორციელდა, თუმცა დონბასისა და ლუგანსკის ოკუპაციას 13 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

რუსეთისთვის თავისივე ხელმოწერილი ხელშეკრულება ისეთივე ჩვეულებრივი ამბავია, როგორც დედამიწის ბრუნვა მზის გარშემო. თავი რომ გავანებოთ ვახტანგ VI-ისა და ერეკლე II-ს ღალატს, რუსეთმა საქართველოსთან მიმართებაში ბევრი ხელმოწერილი ხელშეკრულებაც დაარღვია, მათგან შეიძლება რამდენიმე მნიშვნელოვანის გამორჩევა:

1️⃣ 1783 წელს გაფორმდა გეორგიევსკის ტრაქტატი, თუმცა რუსეთი კრწანისის ომში საქართველოს არ დახმარებია, 1801 წელს ანექსია განახორციელა, 1811 წელს კი ავტოკეფალიაც გააუქმა

2️⃣ 1920 წლის 7 მაისს რუსეთმა საქართველოს დამოუკიდებლობა ცნო, 1921 წლის 25 თებერვალს ხელახლა დაიპყრო

3️⃣ 1992 წლის 24 ივნისის სოჭის, იგივე დაგომისის ხელშეკრულება, რომელიც სამაჩაბლოდან ჯარების გაყვანას ითვალისწინებდა, დაირღვა იმავე წელს, შემდეგ უკვე ახალი მასშტაბით 2008 წელს

4️⃣ 1992 წლის 3 სექტემბრის შეთანხმება განიარაღებაზე, 27 დღეში 1-ელ ოქტომბერს გაგრა დაეცა

5️⃣ 1993 წლის 27 ივლისის შეთანხმება განიარაღებაზე, ზუსტად 3 თვეში სოხუმი დაეცა

6️⃣ 2008 წლის 12 აგვისტოს 6 პუნქტიანი შეთანხმება, რომელიც ძალებიც კონფლიქტამდელ მდგომარეობაში დაბრუნებას ითვალისწინებდა დღემდე არ სრულდება

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1732470212

ჰოროსკოპი

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელთათვისაც 2024 წლის დეკემბერი ყველაზე წარმატებული და იღბლიანი იქნება

როგორც ასტროლოგები ამბობენ, 2024 წლის დეკემბრის მთავარი ფავორიტები ვერძის, სასწორისა და თხის რქის ნიშნის წარმომადგენლები იქნებიან. მათთვის ეს თვე წარმოუდგენელი იღბლის, მატერიალური კეთილდღეობისა და პოზ...

ზოდიაქო - ჰოროსკოპი

1732464081

საზოგადოება

კარდენახში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები - რას ჰყვება ადგილობრივი?

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ კარდენახში 2 ადამიანის მკვლელობასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. ადგილობრივების განცხადებით, 30 წლამდე კაცებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთმანეთს ესრ...

პოლიცია

1732462096

საზოგადოება

„უსასრულოდ მიყვარს საქართველო და ხალხიც საქართველოში“ - გიორგი მიქაუტაძე

სპორტული გვერდის Geo Team-ის დამფუძნებელი, სპორტული ჟურნალისტი საბა საპანაძე სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და საზოგადოებას სიახლეებს მუდმივად უზიარებს. აღსანიშნავია, რომ საბა საქართველოს ეროვნ...

გიორგი მიქაუტაძე

1732458495

სოციალური მედია

გიორგი მამარდაშვილის მეუღლე შვილის ფოტოს აქვეყნებს

კლუბ „ვალენსიას“ მეკარე, საქართველოს ეროვნული ნაკრების კარის „რკინის გუმბათი“ გიორგი მამარდაშვილი და მისი ოჯახი, ქართული საზოგადოებისთვის უკვე კარგად ცნობილი და საყვარელი ოჯახია. ცოტა ხნის წინ გიორგიმ...

გიორგი მამარდაშვილ

1732455569

საზოგადოება

დეკანოზი შალვა კეკელია გვარამიაზე: ვერ დამაჯერებთ რომ ადამიანს, რომელიც საკუთარ შვილს ქართულ ენას არ ასწავლის, სამშობლო უყვარს, არ გიყვარს ეს ენა, არ გიყვარს ეს ქვეყანა, საჭიროებაა და გამოსაყენებელია შენთვის ეს ქვეყანა

„ღვთისმშობელზე გაგვიბედეს, იარაღი დააჭერინეს ხელში და ტყვიას ასროლინებდნენ. დღეს იმ პოლიტიკოსს, ხალხი, ქართველი კაცი მხარს უჭერს, იმ ტელევიზიას ვინც მართავდა, ვინც იარაღი დააჭერინა ღვთისმშობელს და თავ...

მამაო