დღეს საქართველოში ანდრია პირველწოდებულისა და ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობის დღე აღინიშნება

დღეს, 12 მაისს, ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის და წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღესასწაულთან დაკავშირებით,  მახათას მთაზე, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში, წირვა ჩატარდება. ღვთისმსახურება დაიწყება 10:00 საათზე.

„გილოცავთ საქართველოს ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობის დღეს

2018 წლის 27 დეკემბერს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა დააწესა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღესასწაული. მისი აღნიშვნის თარიღად დადგინდა 12 მაისი, ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღე, რადგანაც ზეციური დედოფლის ხელთუქმნელი ხატით მოციქულის შემობრძანება ჩვენს ქვეყანაში იყო გაცხადება ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობისა.

უფლის მიერ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ჩვენი ქვეყნის მფარველად დადგინება გამორჩეული წყალობაა ღვთისა, მაგრამ, ამავე დროს, ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა ჩვენი ერისა.

ღვთისმშობლის მფარველობამ გადაარჩინა და დღემდე მოიყვანა საქართველო და გვწამს, მომავალშიც მზრუნველობას არ მოგვაკლებს.

მეტად მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომ 2019 წლის 8 მაისს საერო ხელისუფლებამაც ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობა ქვეყნის ეროვნულ დღესასწაულად გამოაცხადა და მისი აღნიშვნა, ასევე, 12 მაისს დააწესა. ამ გადაწყვეტილებით საქართველოს სახელმწიფომ განაცხადა, რომ ეს დღესასწაული გარდა რელიგიურისა, ასევე კულტურული და სახელმწიფოებრივი ღირებულების მქონეცაა.

ინებოს ღმერთმა, სრულიად საქართველომ გააცნობიეროს ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის მნიშვნელობა და მან ყველასათვის საერთო სახალხო ზეიმის ხასიათი შეიძინოს” -ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

FacebookViberWhatsAppMessengerSkypeTelegramEmail

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1716133195

ახალი ამბები

გიორგი სარდალაშვილი ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონია

აბუ-დაბიში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე გიორგი სარდალაშვილი (60კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა. 20 წლის ქართველმა ფინალში ტაიპეისწარმომადგენელი იანგი დამატებით დროშივაზარით დაამარცხა. ტურნირზე პირველ...

გიორგი სარდალაშვილი ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონია

1716130982

მსოფლიო

„ორი პეტრიოტი ძირეულად შეცვლის სიტუაციას“ - ზელენსკიმ მსოფლიოს ხარკოვის დახმარებისკენ მოუწოდა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ხარკოვის დასაცავად ორი პატრიოტის საჰაერო თავდაცვის სისტემის მიწოდება ძირეულად შეცვლის ქალაქში უსაფრთხოების თვალსაზრისით ვითარებას. „მსოფლიოს შეუ...

აა

1716127392

მსოფლიო

ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენი ჩამოვარდა

ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენი, რომლითაც იბრაჰიმ რაისი თეირანში ბრუნდებოდა, აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში ჩამოვარდა. როგორც reuters-ი წერს, ინციდენტის შესახებ ირანულმა მედიამ ურთიერთგამომრიცხავი...

ირანის პრეზიდენტი

1716126771

სოციალური მედია

„დედაზე ნაკლები არც შვილია“ - შორენა ბეგაშვილის შვილი შავ-თეთრ კაბაში პოზირებს

მსახიობ შორენა ბეგაშვილის შვილი ევა ბარბაქაძე Instagram-ზე ფოტოებს აქვეყნებს, რომელშიც შეუდარებლად გამოიყურება, ევა შავ-თეთრ კაბაში პოზირებს. გამოქვეყნებულმა კადრებმა დიდი მოწონება და დადებითი შეფასებ...

ევა ბარბაქაძე

1716123536

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: „ზურაბიშვილი მაკრონს საქართველოში იწვევს იმ იმედით, რომ ქართულ კანონზე საგარეო ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდება!“

„ზურაბიშვილი მაკრონს საქართველოში იწვევს იმ იმედით, რომ ქართულ კანონზე საგარეო ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდება! ამ დროს კი, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, უცხოურ ჩარევებს საარჩევნო კამპ...

მამუკა მდინარაძე