ჯარის ფორმაში გამოწყობილი ჯარისკაცი ქალი, შაშხანებით დახუნძლული ბევრად უფრო მესექსუალურება და მელამაზება ვიდრე ნაზ კაბაში ჩაცმული – სალი ნასყიდაშვილი, 20 წლის ქართველი გოგო ისრაელის ჯარში

,,…..თავიდან მოსიარულე ჯარისკაც გოგონებს რომ ვხედავდი,რომლებიც მანამდე მხოლოდ ვიდეოებში თუ ფოტოებში მინახავს,მიკვირდა, ცოტა უჩვეულო იყო და თან საოცრად მომწონდა”  – ეს სიტყვები 20 წლის ქართველ გოგოს, სალი ნასყიდაშვილს ეკუთვნის,  რომელიც ისრაელის ჯარში მსახურობს და  ბოლო დღეებია, მის შე­სა­ხებ, თით­ქმის, ყვე­ლა ქარ­თუ­ლი მე­დია წერს, რადგან ის­რა­ე­ლის შეიარაღებულ ძა­ლებ­ში იბ­რძვის.

“ისრაელი მილიტარისტულ სახელმწიფოში პირველად ფეხი შემოვდგი  15 ივლისს.მაშინ ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებდი თუ რამდენად ბევრს ნიშავს იყო სამყაროს ცენტრში,ახლო აღოსავლეთში,სადაც აქვეა სირია,ლებანონი,არაბეთი,იორდანია,ეგვიპტე.რელიგიების გზაგასაყარი: იუდაიზმი,ისლამი და ქრისტიანობა……. ეს არის ქვეყნის ცენტრი – ეთნოსის,რელიგიის,რასის გზაგასაყარი.

ფიზიკურად,მორალურად,მატერიალურად,არაჩვეულებრივი ადგილია ჯარი. ისრაელი ძალიან ახალგაზრდა ქვეყანაა,სულ რაღაც 70 წელია არსებობს. ებრაელებმა შეძლეს დაუღალავი შრომით, აეშენებინათ უდაბნოში, საოცარი ქვეყანა, რომელიც ერთ-ერთი მოწინავეა ეკონომიკის, კულტურის, განათლების სისტემის განვითარების კუთხით. მართალია მრავალი ეთნიკური სიჭრელის გამო კონსტიტუცია ქვეყანას არ გააჩნია,თუმცა ის რომ ყველა ადამიანს თითქოს ინდივიდუალური კანონი ერგება და მეტ განსხვავებულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, უფრო საინტერესოს, მრავალფეროვანს ხდის ყოველივეს. აქაურობა კიდევ იმიტომ მიზიდავს, რომ თავს დაცულად ვგრძნობ, ბევრად დაცულად ვიდრე თუნდაც ჩემს ქვეყანაში….

არაბულ სამყაროში ჩაჭეჭყილი ისრაელი განადგურდებოდა,რომ არა ასეთი კარგი შეიარაღება და ხალხის სიყვარული, დიადი პატრიოტიზმი ქვეყნისადმი, რაც ავალდებულებს მათ იმსახურონ ჯარში განურჩევლად სქესისა, კანის ფერისა,ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა თუ ორიენტაციისა.

ისრაელის ყველა მოქალაქეს ევალება ჯარში სამსახური და დიახ, ყველაზე მეტად იმას ვაფასებ, რომ ქვეყნის სიყვარულს ისინი გამოხატავენ საქმითა და სიტყვებით ერთდროულად, არ ცდილობენ ჯარს თავი აარიდონ, პირიქით,  იბრძვიან მალე წავიდნენ.

საოცრად ვამაყობ,რომ ვცხოვრობ მილიტარისტულ სახელმწიფოში, სადაც არის რეგულარული არმია,სადაც თავს საოცრად დაცულად ვგრძნობ და სადაც დღითი დღე უფრო და უფრო მეტად ვგრძნობ ხალხის უსაზღვრო სიყვარულის ქვეყნისადმი, მათ თავდაუზოგავ შრომას იმისკენ, რომ უკეთესობისკენ შეცვალონ ყოველივე. სახმელეთო ძალების გარდა ისრაელს გააჩნია როგორც საჰაერო ისე საზღვაო ძალები, რომლებიც მას ეხმარება მაქსიმალურად მობილიზებული იყოს ნებისმიერ სიტუაციაში. საოცრად გაკვირვეული ვიყავი,როდესაც გავიგე ,რომ ქვეყანამ საპასუხო შეტაკება განახორციელა მუსლიმური სახელმწიფოების მიერ წამოწყებულ დაპირისპირებაზე.

გულწრფელად ვფიქრობდი,როგორ შეუძლია ისრაელს, გარისკოს და ლამის ომის წამოწყებას დათანხმდეს ამხელა არაბული სამყაროს წინააღმდეგ თქო… თუმცა სწორედ ამის გამო მოაღწია ამ ქვეყანამ აქამდე და ეს მხოლოდ ხალხის, არმიის, მდგრადი, ჯანსაღი სახელმწიფოს დამსახურებაა.

ჯარში წასულ ყველა მოქალაქეს გადაეცემა საკმაო რაოდენობის თანხა,რომლის გახარჯვაც შემდგომ სწავლაში ან რაიმე ნაყოფიერი საქმის კეთებაში შეუძლიათ. საქართველოსგან გასნხვავებით აქ არ მძვინვარებს სექსიზმი, რაც კიდევ უფრო მომწონს.

ჯარის ფორმაში გამოწყობილი ჯარისკაცი ქალი, შაშხანებით დახუნძლული ბევრად უფრო მესექსუალურება და მელამაზება ვიდრე ნაზ კაბაში ჩაცმული და ვფიქრობ ოდნავ მასკულინური იერიც უფრო მომხიბვლელს ხდის მათ.

ზოგადად ვაფასებ ადამიანებს,რომლებიც ძლიერ პიროვნებად წარმოაჩენენ საკუთარ თავს,თუნდაც ფიზიკურად,ან მორალურად და მზად არიან დათმომებზე წავიდნენ საკუთარი ქვეყნის გამო.

მასალა მომზადებული marksmanliveblog.wordpress.com მიხედვით.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1716133195

ახალი ამბები

გიორგი სარდალაშვილი ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონია

აბუ-დაბიში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე გიორგი სარდალაშვილი (60კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა. 20 წლის ქართველმა ფინალში ტაიპეისწარმომადგენელი იანგი დამატებით დროშივაზარით დაამარცხა. ტურნირზე პირველ...

გიორგი სარდალაშვილი ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონია

1716130982

მსოფლიო

„ორი პეტრიოტი ძირეულად შეცვლის სიტუაციას“ - ზელენსკიმ მსოფლიოს ხარკოვის დახმარებისკენ მოუწოდა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ხარკოვის დასაცავად ორი პატრიოტის საჰაერო თავდაცვის სისტემის მიწოდება ძირეულად შეცვლის ქალაქში უსაფრთხოების თვალსაზრისით ვითარებას. „მსოფლიოს შეუ...

აა

1716127392

მსოფლიო

ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენი ჩამოვარდა

ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენი, რომლითაც იბრაჰიმ რაისი თეირანში ბრუნდებოდა, აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში ჩამოვარდა. როგორც reuters-ი წერს, ინციდენტის შესახებ ირანულმა მედიამ ურთიერთგამომრიცხავი...

ირანის პრეზიდენტი

1716126771

სოციალური მედია

„დედაზე ნაკლები არც შვილია“ - შორენა ბეგაშვილის შვილი შავ-თეთრ კაბაში პოზირებს

მსახიობ შორენა ბეგაშვილის შვილი ევა ბარბაქაძე Instagram-ზე ფოტოებს აქვეყნებს, რომელშიც შეუდარებლად გამოიყურება, ევა შავ-თეთრ კაბაში პოზირებს. გამოქვეყნებულმა კადრებმა დიდი მოწონება და დადებითი შეფასებ...

ევა ბარბაქაძე

1716123536

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: „ზურაბიშვილი მაკრონს საქართველოში იწვევს იმ იმედით, რომ ქართულ კანონზე საგარეო ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდება!“

„ზურაბიშვილი მაკრონს საქართველოში იწვევს იმ იმედით, რომ ქართულ კანონზე საგარეო ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდება! ამ დროს კი, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, უცხოურ ჩარევებს საარჩევნო კამპ...

მამუკა მდინარაძე