კახა კალაძე: საფეხბურთო ნაკრებისთვის ფულადი ჯილდოს გადაცემა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან კიდევ ერთი ეროვნული მნიშვნელობის გადაწყვეტილებაა

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, რომ ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ფულადი ჯილდო გადაეცეს, მნიშვნელოვანია.

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ჯილდო 30 მილიონი ლარი იქნება, რაც მთელი ნაკრებისთვის უდიდესი მოტივაციაა.

„მინდა, გამოვეხმაურო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთ, ეროვნული მნიშვნელობის გადაწყვეტილებას, ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გასვლის შემთხვევაში, 30-მილიონიანი ჯილდოს გადაცემის, ხოლო ყოველი შემდეგი მატჩის მოგებისთვის, დამატებით 30 მილიონით დაჯილდოების შესახებ. გარდა იმისა, რომ ეს ძალიან დიდი მოტივაციაა ჩვენი ეროვნული ნაკრების სრული შემადგენლობისთვის, სტიმულია მომავალი ფეხბურთელებისთვისაც. მომავალმა თაობამ უნდა იცოდეს, რომ ნიჭი და შრომა, საქართველოს სახელის ღირსეულად წარმოჩენა მსოფლიო ასპარეზზე, სათანადოდ დაუფასდებათ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მან  მადლობა გადაუხადა ფონდ „ქართუს“ და ბიძინა ივანიშვილს, ასევე, ფეხბურთის ფედერაციას, მთლიანად ეროვნულ ნაკრებს და გულშემატკივარს.

„მადლიერების გამოხატვა და დაფასება მნიშვნელოვანია. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო, პირველ რიგში, ჩვენს ფეხბურთელებს იმ დიდი სიხარულისთვის, რაც გულშემატკივარს მიანიჭეს. მადლობა ჩვენს ქომაგებს მხურვალე მხარდაჭერისთვის, რაც მთელი თამაშის განმავლობაში გრძელდებოდა. მადლობა ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას, რადგან სწორი მენეჯმენტით დადგა შედეგი, რასაც გულშემატკივარი ამდენი წელი ელოდებოდა. ჩემი მხრივ, ამ გადაწყვეტილებისთვის მინდა, მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს და ფონდ „ქართუს“, ზოგადად, იმ წვლილისთვის, რაც საქართველოს განვითარებაში აქვს შეტანილი ძალიან ბევრი მიმართულებით“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1714939317

ჰოროსკოპი

6 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?  ვერძი დღის დასაწყისში მცირე სირთულეები გელით, რომლებსაც სწრაფად დაძლევთ. კარგი დღეა მავნე ჩვევების დავიწყები...

იანვარი

1714934056

სოციალური მედია

ანა სუბელიანი: პატრიარქს რო შე*ეცით, მაგას აქვს ძალიან კონკრეტული მიზეზები!

აქტივისტი, „თბილისი პრაიდის“ თანადირექტორი, ანა სუბელიანი, „მთავარი არხის” თანამშრომლის, ლაშა კიკაბიძის მიერ „ფეისბუქზე” დაწერილ კომენტარს ეხმიანება. მისი კრიტიკა გამოიწვია კიკაბიძის კომენტარმა - „შევ...

ანა სუბელოამი

1714929723

ახალი ამბები

„ღმერთი არ არსებობს, ქრისტიანობა სიძულვილის და ძარცვის იდეოლოგიაა“ - OC Media-ს ჟურნალისტი, ქვიარ აქტივისტი შოთა ხინჩაგაშვილი საკუთარ „ათ მცნებას“ აქვეყნებს

ღმერთი არ არსებობს, ქრისტიანობა სიძულვილის და ძარცვის იდეოლოგიაა - წერს სოციალურ ქსელში ინტერნეტგამოცემა „OC Media“-ს ჟურნალისტი, ქვიარ აქტივისტი შოთა ხინჩაგაშვილი და საკუთარ „ათ მცნებას“ აქვეყნებს. „...

ჟურნალისტი

1714927484

სოციალური მედია

„სიმართლით შენიღბული სიცრუე და ბოროტება ვერ ფარავს ქრისტეს სახარების ჭეშმარიტებას“ - ზურა ხაჩიძე

მომღერალი ზურა ხაჩიძე მოქალაქეებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს და საქართველოს პატრიარქის სიტყვებს აქვეყნებს. „მიუხედავად იმისა, რომ დაპირისპირება სიმართლესა და უსამართლობას, ზეციურ და მიწიე...

მომღერალი ზურა ხაჩიძე

1714924909

ახალი ამბები

„კვარაცხელია „ნაპოლის“ ვარჯიშზე დაშავდა“ - ხვიჩა „უდინეზესთან“, სავარაუდოდ, არ ითამაშებს

„ხვიჩა კვარაცხელიამ კუნთის ტრავმა მიიღო და, დიდი ალბათობით, „უდინეზესთან“ სერია A-ს 35-ე ტურის მატჩს გამოტოვებს“ – „ნაპოლის“ ქართველ თავდამსხმელზე ინფორმაციას Football-Italia ავრცელებს.    იტალიური გა...

კვარაცხელია