ლიტერატურული კონკურსის "მუზა" გამარჯვებულები გამოვლინდნენ

მწერალთა სახლში ლიტერატურული კონკურსის - „მუზა“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დაფუძნებული ლიტერატურული კონკურსის, „მუზა“, გამარჯვებულები გამოვლინდნენ. პრემიის მოსაპოვებლად 82 კონკურსანტი იბრძოდა.

ლაურეატთა დაჯილდოების ცერემონია საქართველოს მწერალთა სახლში გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, მწერალთა სახლის დირექტორი ქეთევან დუმბაძე, საქართველოს წარმომადგენელი ევროსაბჭოში, თამარ ტალიაშვილი, ლიტერატურული სფეროს წარმომადგენლები და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

გამარჯვებულები გამოვლინდნენ ნომინაციებში:
1. წლის საუკეთესო რომანი -
ლევან ბერიძე, „როგორც შენ იტყვი“.
2. წლის საუკეთესო პროზაული კრებული - 
კახაბერ მელითაური, „ოთხი მოთხრობა".
3. წლის საუკეთესო პოეტური კრებული - მანანა ჩიტიშვილი, „რჩეული".
4. წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა/ესე - კონსტანტინე გამსახურდია, „სამშობლოსა და ერი-სახელმწიფოსთვის - ზვიად გამსახურდიას ბიოგრაფიული პორტრეტი“.
5. წლის საუკეთესო დებიუტი - ლუკა ყაულაშვილი, „შენთვის და შენზე“; კონსტანტინე ჭანკოტაძე, „ილუზიური რეალობა“.
6. წლის საუკეთესო თარგმანი - ირმა შიოლაშვილი, რაინერ მარია რილკე, „საღამო არის ჩემი წიგნი“; რუსუდან ღვინეფაძე, ფრანც კაფკა, „დღიურები“.
7. წლის საუკეთესო კრიტიკა/რეცენზია - თამარ გელიტაშვილი, „მხატვრული ქმნილების პირისპირ“.
8. წლის საუკეთესო პიესა/ინსცენირება - კობა ცხაკაია, „სამი პიესა სხვადასხვა ამბავზე".
9. ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილი - თემურ ჩალაბაშვილი.

ნომინაციებში - „წიგნის საუკეთესო დიზაინი" და „წლის საუკეთესო ინოვაციური ლიტერატურული პროექტი“ - გამარჯვებულები არ გამოვლინდნენ.

გამარჯვებულებს გადაეცათ მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილის „მუზის" მიხედვით შექმნილი პრიზი და ფულადი ჯილდო - 5000 ლარი.

დაჯილდოების ცერემონიისთვის მომზადდა ვიდეორგოლი, რომლისთვისაც მუსიკა შექმნა კომპოზიტორმა ზაზა მარჯანიშვილმა. მიწვეულმა სტუმრებმა ცერემონიის დაწყებამდე მოუსმინეს გიტარისტ გიორგი ფხალაძის მიერ შესრულებულ ნაწარმოებებს. ღონისძიების მიმდინარეობისას მაყურებლის წინაშე წარდგნენ დინი ვირსალაძე, გიორგი მელიქიშვილი და დავით ჯაფარიძე.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ 2021 დაფუძნდა ლიტერატურული პრემია, სახელწოდებით - „წლის საუკეთესო“, თუმცა კონკურსის წარმატებისა და მის მიმართ დიდი ინტერესის გათვალისწინებით, კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2022 წელს კონკურსი ჩატარდა განახლებული სახით, 10 სხვადასხვა ნომინაციითა  და ახალი სახელწოდებით - „მუზა“.

კონკურსი ყოველწლიურად სექტემბერში გამოცხადდება. მისი მიზანია ქართული ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა, ქვეყანაში საგამომცემლო სექტორის მხარდაჭერა, ხელოვანთა შემოქმედებითი საქმიანობის წახალისება, ქართველი ავტორების პოპულარიზაცია და ახალი, ნიჭიერი ავტორების გამოვლენა.

წყარო: საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1715092094

სოციალური მედია

„ვგიჟდები შენზე, საოცარი გოგო ხარ“ - შორენა ბეგაშვილი იტალიაში მოგზაურობს

მოდელი და მსახიობი შორენა ბეგაშვილი ხშირად მოგზაურობს, ის საკმაოდ აქტიურია სოციალურ ქსელში. ამჯერად შორენა ინსტაგრამზე იტალიაში მოგზაურობის კადრებს აქვეყნებს, სადაც შეუდარებლად გამოიყურება. საზოგადოებ...

შორენა ბეგაშვილი

1715088432

სოციალური მედია

„დგანან ეს მართლა რუსის ლაქიები, დსთ-ში საქართველოს შემთრევები, რუსებზე ყველაფრის გამყიდველები და ჩვენ გვეძახიან რუსეთუმეებს“ - გიორგი გამსახურდია

„დგანან ეს მართლა რუსის ლაქიები, დსთ-ში საქართველოს შემთრევები, რუსებზე ყველაფრის გამყიდველები და ჩვენ გვეძახიან რუსეთუმეებს. აი ეს არის სითავხედის ბოლო სახე, სასწრაფოდ უნდა მოხდეს მათი ლუსტრაცია!!!!“...

გამსახურდია

1715087268

ახალი ამბები

7 მაისის ვალუტის კურსი

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6800 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6797 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის...

სს

1715086355

სპორტი

კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის 30-ე ტურის MVP გახდა

გრაცის „შტურმის“ ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის 30-ე ტურის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.  Laola1-ის ჩატარებულ გამოკითხვაში ქართველმა ყველაზე მეტი ხმა მიიღო - ხმების 36%. მან აჯობა...

კიტეიშვილი

1715084181

სოციალური მედია

„მინდა რომ სვანებს ერთდროულად ვუთხრა სამძიმარი და მადლობა“ - გიორგი კეკელიძე

ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მესტიაში, სოფელ ნაკრასში დაღუპული ახალგაზრდების გამო, სრულიად სვანეთს სამძიმარს უცხადებს. ამასთან კეკელიძის თქმი...

ააა