მარიამ ქვრივიშვილმა თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრთან ენერგეტიკის სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში თურქეთის რესპუბლიკის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ ალპარსლან ბაირაქტარს შეხვდა და მასთან ენერგეტიკის სექტორში ორი ქვეყნის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა.
მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი იყო, შედგა მსჯელობა ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებზე.
ორი ქვეყნის მინისტრების შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ენერგეტიკა საქართველოსა და თურქეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს ნაყოფიერ თანამშრომლობას თურქ ინვესტორებთან მწვანე ენერგიის სფეროში - მხოლოდ გასული 5 წლის განმავლობაში, თურქული კომპანიების მიერ საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში განხორციელებული ინვესტიციები 150 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, ამ მიმართულებით საქართველოსა და თურქეთს თანამშრომლობის კიდევ უფრო დიდი პოტენციალი აქვთ.
„დავსახეთ ახალი გეგმები, თუ როგორ განვავითაროთ საერთო გეგმა-გრაფიკით არსებული ელექტროგადამცემი ხაზები იმისთვის, რომ გაიზარდოს ორ ქვეყანას შორის ელექტროენერგიის გამტარობა. ეს, რა თქმა უნდა, გაამყარებს ჩვენს ქვეყნებს შორის ვაჭრობის შესაძლებლობას და საქართველო გააუმჯობესებს როგორც ტრანზიტის, ისე ექსპორტის მაჩვენებლებს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
ამჟამად საქართველოსა და თურქეთს ენერგეტიკულად 400-კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი „მესხეთი“ აკავშირებს, რომლის საშუალებითაც ორი ქვეყნის ენერგეტიკული სისტემები ექსპორტ-იმპორტს ახორციელებენ.თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრთან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურმა დირექტორმა ვანო ზარდიაშვილმა, ასევე თურქეთის ენერგეტიკული საწარმოების წარმომადგენლებმა.
1768224963
ახალი ამბებიპაატა სალია: როგორც მოგეხსენებათ, ბატონმა ღარიბაშვილმა ითანამშრომლა გამოძიებასთან, შესაბამისად, ეს იყო ერთ-ერთი წინაპირობა იმისთვის, რომ მასთან საპროცესო გარიგება გაფორმებულიყო
„როგორც მოგეხსენებათ, ბატონმა ღარიბაშვილმა ითანამშრომლა გამოძიებასთან. შესაბამისად, ეს იყო ერთ-ერთი წინაპირობა იმისთვის, რომ მასთან საპროცესო გარიგება გაფორმებულიყო“, - განუცხადა ჟურნალისტებს იუსტიციი...
1768223668
საზოგადოებალევან მაჭავარიანი ევროკომისიის გეგმაზე, რომელიც „ენჯეოებისა“ და მედიისთვის დაფინანსების გაზრდას ითვალისწინებს: იძულებულები გახდნენ, ის დაკლებული დაფინანსება, რაც აშშ-დან იგრძნეს, თვითონ შეავსონ
„იძულებულები გახდნენ, ის დაკლებული დაფინანსება, რაც აშშ-დან იგრძნეს, თვითონ შეავსონ“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმაევროკომისიის გეგმაზე, რომე...
1768223316
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 12 იანვრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6967 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6971 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...
1768221814
საზოგადოებაშინაგან საქმეთა სამინისტრო ოზურგეთში ორ არასრულწლოვანს შორის მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას აქვეყნებს ოზურგეთში მომხდარ ინციდენტზე, რომელიც ორ არასრულწლოვანს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას ეხება. უწყების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:...
1768221296
ახალი ამბებილევან მახაშვილი: ბრიუსელმა ან საკუთარი მცდარი პოლიტიკა უნდა შეცვალოს, ან სერიოზულად დაფიქრდეს იმ ბიუროკრატების შეცვლაზე, კაია კალასის ხელმძღვანელობით, რომლებიც მცდარ პოლიტიკას ქმნიან
ბრიუსელმა ან საკუთარი მცდარი პოლიტიკა უნდა შეცვალოს, ან სერიოზულად დაფიქრდეს იმ ბიუროკრატების შეცვლაზე, კაია კალასის ხელმძღვანელობით, რომლებიც მცდარ პოლიტიკას ქმნიან, - განაცხადა ევროინტეგრაციის კომიტ...


























