Moody's-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-მდე გააუმჯობესა
საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody's Ratings (Moody's)-მა დაასრულა საქართველოს და ემიტენტთან დაკავშირებული სხვა რეიტინგების პერიოდული გადახედვა.
გადახედვის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა 6%-ით გაიზრდება 2026 წელს. წინა პროგნოზით კი Moody's-ი 5.5%-იან ზრდას ვარაუდობდა.
რეიტინგის ძირითადი მოსაზრებები და დასაბუთება შეჯამებულია შემდეგი ფორმით:
• საქართველოს გრძელვადიანი ემიტენტის Ba2 რეიტინგი ასახავს ქვეყნის ძლიერ ეკონომიკურ და ფისკალურ საფუძვლებს, რომლებიც მდგრადად რჩება მიმდინარე გეოპოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად.
• რეალური მშპ-ს ზრდამ 2025 წელს საშუალოდ 7.5% შეადგინა, რაც კვლავ მნიშვნელოვნად აღემატება ანალოგიური ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელს 3.6%-ს. ზრდას ხელს უწყობდა ძლიერი შიდა მოთხოვნა, ხელფასების ზრდა, მომსახურების სექტორის ტენდენციები და ინფრასტრუქტურული დანახარჯები, თუმცა შეზღუდვად რჩება არასახარბიელო დემოგრაფია და სოფლის მეურნეობის დაბალი პროდუქტიულობა. 2026 წელს მოსალოდნელია ზრდის შენელება დაახლოებით 6%-მდე, რაც თანდათან მიუახლოვდება დაახლოებით 5%-იან პოტენციურ დონეს, შიდა მოთხოვნის ნორმალიზაციის ფონზე.
• 2025 წლის ბიუჯეტის მონაცემების მიხედვით, ფისკალური დეფიციტი შემცირდა მშპ-ის 1.2%-მდე (წინა წლის 2.2%-დან), რაც საგადასახადო რეფორმებით იყო განპირობებული. ამან ხელი შეუწყო ვალის ტვირთის კონსოლიდაციას მშპ-ს 34.5%-მდე.
,,საგარეო სექტორში საქონლის ექსპორტის ზრდა 2025 წელს კვლავ ძლიერი იყო, თუმცა პარალელურად გაიზარდა იმპორტიც. სავაჭრო დეფიციტის მცირე ზრდის მიუხედავად, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მნიშვნელოვნად შემცირდა 2025 წლის პირველ სამ კვარტალში, რაც გამოწვეული იყო ფულადი გზავნილებისა და მომსახურების ექსპორტის ზრდით. ჩვენი შეფასებით, დეფიციტი შემცირდა მშპ-ის 2.9%-მდე (2024 წლის 5.3%-დან) და მომდევნო ორ წელიწადშიც ამ დონესთან ახლოს დარჩება. ეს მნიშვნელოვნად ნაკლებია წინა 5 წლის საშუალო 8%-იან დეფიციტთან შედარებით. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინების მაღალი მაჩვენებლის გათვალისწინებით, სავალუტო რეზერვები (ოქროს გამოკლებით) გაიზრდება $5.6 მილიარდამდე 2026 წელს და $6.1 მილიარდამდე 2027 წელს (2025 წლის $4.7 მილიარდიდან). დაფინანსების მხრივ, მთავრობამ წარმატებით მოახდინა რეფინანსირება ევრობონდების დაფარვის ვადის 2026 წლის იანვარში 500 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ობლიგაციების გამოშვებით, 5.1%-იანი კუპონის განაკვეთით”, - წერს საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია.
Moody’s-ი ასევე საუბრობს შუა დერეფნისროლზე საქართველოს საგარეო სექტორზე.
,,შუა დერეფნის გავლით სატრანზიტო ვაჭრობამ გააძლიერა საქართველოს საგარეო სექტორი”, - წერს Moody’s-ი.
საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, საქართველოს საკრედიტო პროფილი მხარდაჭერილია ეკონომიკური სიძლიერის “baa2” შეფასებით (მაღალი ზრდა, საშუალო შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე, შედარებით მაღალი უმუშევრობა). ინსტიტუტებისა და მმართველობის შეფასება “baa3” ასახავს ძლიერ მაკროეკონომიკურ და ფისკალურ ჩარჩოებს. ფისკალური სიძლიერის “a3” შეფასება ასახავს შედარებით დაბალ ვალსა და მის ხელსაყრელ სტრუქტურას.
პერსპექტივა შეიძლება გახდეს სტაბილური, თუ პოლიტიკური რისკები მნიშვნელოვნად შემცირდება და გაუმჯობესდება ინსტიტუციური გარემო. ეკონომიკის დივერსიფიკაციისა და პროდუქტიულობის ზრდის მხარდამჭერი რეფორმები შეიძლება დადებითად აისახოს რეიტინგზე.
ეს პუბლიკაცია არ მოიაზრებს საკრედიტო რეიტინგის ცვლილებას და არც მიუთითებს იმაზე, მოსალოდნელია თუ არა რეიტინგის ცვლილება ახლო მომავალში. ყველაზე განახლებული ინფორმაცია რეიტინგების ცვლილებებისა და ისტორიის შესახებ იხილეთ ემიტენტის გვერდზე: https://ratings.moodys.com
1793173231
ახალი ამბები„მსჯავრდებულის დას დამატებით 100 000 ლარი მოსთხოვა“ - გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა თაღლითობის ბრალდებით ადვოკატი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თაღლითობის ბრალდებით ადვოკატი დააკავეს. ინფორმ...
1793171021
ახალი ამბები„ყოფილ მეუღლეს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა“ - ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის მიმართ მუქარისთვის ძებნილი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი მუქარისთვის ძებნილი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელე...
1793170811
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, ქუთაისში, მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების საზეიმო ღონისძიებას დაესწრო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ქუთაისში, მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების საზეიმო ღონისძიებას დაესწრო. შალვა პაპუაშვილმა საქართველოს მომავლ...
1793169315
ახალი ამბებიდავით სონღულაშვილი კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) ბორდის დირექტორს დავით მორისონს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) ბორდის დირექტორს დავით მორისონს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარები...
1793167496
ახალი ამბებითორნიკე ჭეიშვილი ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის სარჩელზე: ჩვენი სარჩელი ერთმნიშვნელოვნად მყარ მტკიცებულებებზე არის დაფუძნებული
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, მიუხედავად ოპოზიციის მხრიდან ფაქტების დამახინჯების მცდელობებისა, სარჩელი ერთმნიშვნელოვნად მყარ...




























