აბაშის მერობის კანდიდატი გიგა გაბელაია: მუნიციპალიტეტმა მთელი ამ ხნის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი ობიექტის რეაბილიტაცია მოახერხა. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა მულტიფუნქციური ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობაა

„ქართული ოცნების“ აბაშის მერობის კანდიდატმა, გიგა გაბელაიამ მუნიციპალიტეტში განხორციელებულ პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„ჯამში დაახლოებით 150 კილომეტრამდე გზა დავაგეთ ამ პერიოდის განმავლობაში. ფაქტობრივად წლის ბოლოსთვის მუნიციპალიტეტის 95% გაზიფიცირებული იქნება და მოსახლეობა ისარგებლებს ამ სერვისით. მეორეს მხრივ, წყალმომარაგება და წყალარინების სისტემა არის ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევა მუნიციპალიტეტისთვის. დღეს, ქალაქი სრულად და რამდენიმე სოფელი უწყვეტი წყალმომარაგებით სარგებლობს. ასევე, მუნიციპალიტეტმა მთელი ამ ხნის განმავლობაში მოახერხა არა ერთი მნიშვნელოვანი ობიექტის რეაბილიტაცია. საგანმანათლებლო და სკოლამდელი დაწესებულებების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა“, - აღნიშნა გაბელაიამ.

მოქმედმა მერმა დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრა. გიგა გაბელაია აცხადებს, რომ მთავარი ამოცანა მულტიფუნქციური ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობა იქნება.

„ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რომელიც ჩვენს თავს დავუსახეთ და უახლოეს პერიოდში აღნიშნულზე დავიწყებთ მუშაობას, ეს არის მულტიფუნქციური ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობა, სადაც განთავსდება ბიბლიოთეკა, განთავსდება კინოთეატრი, რომელიც მუნიციპალიტეტს ბევრი ათეული წელია აღარ აქვს. საზოგადოებას არაერთი სპორტული ინფრასტრუქტურა შევთავაზეთ გასულ პერიოდში, თუმცა ტემპი და მიდგომები გაგრძელდება. უახლოეს პერიოდში ვიწყებთ ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაციას. გვაქვს პროექტი და შემდგომი 4 წლის გამოწვევის ნაწილი იქნება სპორტული კომპლექსის მშენებლობა“, - განაცხადა გიგა გაბელაიამ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1755196518

საზოგადოება

შალვა პერანიძე: დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა ვიყო საბურთალოს მეოთხე ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი - მინდა მადლობა გადავუხადო „ქართული ოცნების“ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის, კახა კალაძეს შესაძლებლობისთვის, ვემსახურო ჩემს რაიონს

„მოგესალმებით ჩემო დიდ დიღმელებო, ვაშლიჯვრელებო, სოფელ დიღმელებო. ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, ვიყო საბურთალოს მეოთხე ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი და თქვენი წარმომადგენელი თბილისის საკრებ...

შალვა პერანიძე

1755195109

მსოფლიო

რუსეთის ერთ-ერთი სამთავრობო თვითმფრინავი უკვე დაეშვა ქალაქ ანკორიჯში, სადაც ხვალ ტრამპისა და პუტინის შეხვედრა გაიმართება

რუსეთის ერთ-ერთი სამთავრობო თვითმფრინავი უკვე დაეშვა ქალაქ ანკორიჯში, სადაც ხვალ ტრამპისა და პუტინის შეხვედრა გაიმართება. დღის მეორე ნახევარში მოსკოვიდან ანკორიჯისკენ კიდევ ორი სამთავრობო თვითმფრინავი...

სამთავრობო თვითმფრინავი

1755193443

მსოფლიო

მაკრონი: ტრამპმა მკაფიოდ გამორიცხა უკრაინის ნატოში გაწევრიანება

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, დონალდ ტრამპმა ევროპელ ლიდერებთან საუბრისას უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფის მზადყოფნა გამოავლინა. გუშინ, ტრამპმა სატელეფონო ს...

მაკრონი და ტრამპი

1755193388

მსოფლიო

დონალდ ტრამპი - 25 პროცენტია იმის შანსი, რომ პუტინთან შეხვედრა არ იქნება წარმატებული

25%-ია იმის შანსი, რომ პუტინთან შეხვედრა არ იქნება წარმატებული, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. Fox Radio-სთან ინტერვიუში, ჟურნალისტის კითხვაზე, არსებობს თუ არა რაიმე სცენ...

დონალდ ტრამპი და პუტინი

1755191749

საზოგადოება

მერობის კანდიდატი ილია მზექალაშვილი: კიდევ ერთხელ მომეცა საშუალება, ვემსახურო ჩემს მუნიციპალიტეტს. ყვარლის მუნიციპალიტეტი მეტად განვითარებული იქნება, რაც დადებითად აისახება მოსახლეობაზე

„ქართული ოცნების“ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა და მოქმედმა საკრებულოს თავმჯდომარემ ილია მზექალაშვილმა გასული წლების მანძილზე განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა. მერობის კანდიდატი სამომავლ...

ილია მზექალაშვილი