ზურაბ აბაშიძე: კვლავ მაქვს პატივი „ქართული ოცნების” გუნდთან ერთად ვიბრძოლო იმ მანდატისთვის, რომელიც წლების წინ გადმოგვცა თბილისის მოსახლეობამ და მას კიდევ ერთხელ, მადლობა საქმით გადავუხადო მონიჭებული ნდობისთვის

„კვლავ მაქვს პატივი „ქართული ოცნების” გუნდთან ერთად, ვიბრძოლო იმ მანდატისთვის, რომელიც წლების წინ გადმოგვცა თბილისის მოსახლეობამ და მას კიდევ ერთხელ, მადლობა საქმით გადავუხადო მონიჭებული ნდობისთვის“,- წერს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ აბაშიძე.
„ძვირფასო თანამოქალაქეებო, კვლავ მაქვს პატივი „ქართული ოცნების” გუნდთან ერთად, ვიბრძოლო იმ მანდატისთვის, რომელიც წლების წინ გადმოგვცა თბილისის მოსახლეობამ და მას კიდევ ერთხელ, მადლობა საქმით გადავუხადო მონიჭებული ნდობისთვის. ჩემთვის დიდი პატივია და ამავდროულად, უდიდესი პასუხისმგებლობა - ვიყო თბილისის საკრებულოში მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.
განვლილი ოთხი წლის განმავლობაში, ჩვენმა გუნდმა უამრავი რამ გააკეთა მთაწმინდის რაიონში: მოეწყო და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 16 სკვერსა და დასასვენებელ სივრცეს, ავარიული შენობები გამაგრდა 14 მისამართზე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა 471 პროექტი, სოციალური მიმართულებით ჯამში 45 087 ბენეფიციარს გაეწია დახმარება, ამ ადამიანებს დაუფინანსდათ მკურნალობა, მედიკამენტები, მათ მიიღეს სხვადასხვა სახის მიზნობრივი დახმარება, ქირით უზრუნველყოფილია 675 ოჯახი და ეს მხოლოდ ციფრები არ არის, ამ ციფრების მიღმა კონკრეტული ადამიანები და ოჯახები დგანან.
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი, როგორც მაჟორიტარის, ყველა დაპირების შესასრულებლად მთაწმინდის რაიონის გამგეობის და მაჟორიტარის ბიუროს მხრიდან კვლავ, შესაძლებლობების მაქსიმუმი გაკეთდება.
ჩვენ „ქართული ოცნების“ გუნდთან ერთად, მთაწმინდის რაიონის განვითარებისა და მოსახლეობის კეთილდღეობის ხელშეწყობის მიზნით, მომდევნო 4 წლის განმავლობაში, კვლავაც ვაპირებთ დავგეგმოთ და განვახორციელოთ ახალი პროექტები, რომლებიც კიდევ უფრო მეტ სიკეთეს მოუტანს თბილისს და ამას მივაღწევთ მოსახლეობის აქტიური ჩართულობით“, - წერს აბაშიძე.
1755196948
საზოგადოებაბექა მიქაუტაძე: კახა კალაძემ საბურთალოს რაიონის ერთ-ერთ მაჟორიტარ დეპუტატად წარმადგინა, დიდ მადლობას ვუხდი მას და „ქართული ოცნების“ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის
დიდ მადლობას ვუხდი კახა კალაძეს და „ქართული ოცნების“ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის. მას შემდეგ, ძალიან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ თქვენი მხრიდან, რაც ჩემთვის უდიდესი მოტივაციაა“, - წერს საბურთალოს მაჟორ...
1755196518
საზოგადოებაშალვა პერანიძე: დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა ვიყო საბურთალოს მეოთხე ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი - მინდა მადლობა გადავუხადო „ქართული ოცნების“ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის, კახა კალაძეს შესაძლებლობისთვის, ვემსახურო ჩემს რაიონს
„მოგესალმებით ჩემო დიდ დიღმელებო, ვაშლიჯვრელებო, სოფელ დიღმელებო. ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, ვიყო საბურთალოს მეოთხე ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი და თქვენი წარმომადგენელი თბილისის საკრებ...
1755195109
მსოფლიორუსეთის ერთ-ერთი სამთავრობო თვითმფრინავი უკვე დაეშვა ქალაქ ანკორიჯში, სადაც ხვალ ტრამპისა და პუტინის შეხვედრა გაიმართება
რუსეთის ერთ-ერთი სამთავრობო თვითმფრინავი უკვე დაეშვა ქალაქ ანკორიჯში, სადაც ხვალ ტრამპისა და პუტინის შეხვედრა გაიმართება. დღის მეორე ნახევარში მოსკოვიდან ანკორიჯისკენ კიდევ ორი სამთავრობო თვითმფრინავი...
1755193443
მსოფლიომაკრონი: ტრამპმა მკაფიოდ გამორიცხა უკრაინის ნატოში გაწევრიანება
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, დონალდ ტრამპმა ევროპელ ლიდერებთან საუბრისას უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფის მზადყოფნა გამოავლინა. გუშინ, ტრამპმა სატელეფონო ს...
1755193388
მსოფლიოდონალდ ტრამპი - 25 პროცენტია იმის შანსი, რომ პუტინთან შეხვედრა არ იქნება წარმატებული
25%-ია იმის შანსი, რომ პუტინთან შეხვედრა არ იქნება წარმატებული, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. Fox Radio-სთან ინტერვიუში, ჟურნალისტის კითხვაზე, არსებობს თუ არა რაიმე სცენ...