აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ უმაღლეს საბჭოში საქმიანობის ანგარიში წარადგინა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ რეგიონის უმაღლესი საბჭოს წინაშე მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიში წარადგინა.
სიტყვით გამოსვლისას მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ მასშტაბურ პროექტებზე. ზურაბ პატარაძის თქმით აჭარის მთავრობის მთავარი მიზანი მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნვა და მათთვის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაა. მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ რეგიონის განვითარების პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საერთო ძალისხმევას. მან პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მმართველ გუნდს და ცენტრალურ ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და რეგიონის კეთილდღეობისთვის გაწეული ძალისხმევისთვის.
,,გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები და დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწევთ. ექვსივე მუნიციპალიტეტში ადგილზე გავეცნობით არსებულ მდგომარეობას და ვიზრუნებთ დასახული მიზნების შესრულებაზე. დღევანდელი ანგარიში მხოლოდ ციფრები არ არის - ეს არის საქმეზე დაფუძნებული ანგარიში. ჩვენი მიზანია, ყველაფერი გავაკეთოთ მოსახლეობის კეთილდღეობისთვის, ვიზრუნოთ მათი ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე და შევუქმნათ ღირსეული საცხოვრებელი გარემო.
მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო მმართველ გუნდს და პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს - ღირსეულ ადამიანს, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის წარმატებასა და განვითარებაში. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს მხარდაჭერისთვის და ჩვენი რეგიონის, აჭარის კეთილდღეობისთვის გაწეული ძალისხმევისთვის“, - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.
მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, აჭარა ინარჩუნებს ეკონომიკური განვითარების მაღალ ტემპს. არსებული პროგნოზით, 2026-2029 წლებში რეგიონის ეკონომიკის ორნიშნა ზრდა შენარჩუნდება და მთლიანი შიდა პროდუქტი წლიურად საშუალოდ 12%-მდე გაიზრდება.
ზურაბ პატარაძემ ყურადღება გაამახვილა ინვესტიციების ზრდაზეც და აღნიშნა, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში რეგიონში 1.3 მილიარდ დოლარამდე პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. ამასთან, დაიწყო ბათუმის სამრეწველო ზონის განვითარება, სადაც მოსალოდნელია 75 მილიონი დოლარის კერძო ინვესტიციის მოზიდვა და დაახლოებით 1 500 ახალი სამუშაო ადგილის შექმნა.
ანგარიშში მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო ინფრასტრუქტურულ პროექტებს. აღინიშნა, რომ ინფრასტრუქტურის განვითარება მიმდინარეობს როგორც ბათუმში, ისე მუნიციპალიტეტებში. დასრულების ეტაპზეა ხულო-ზარზმის გზის დარჩენილი მონაკვეთი. 2026 წელს 46 მიმართულებით გზების მშენებლობა-რეაბილიტაციაა დაგეგმილი. ასევე, მიმდინარეობს მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პროექტი, რომლის შედეგად ბუნებრივი აირით სარგებლობა უკვე 27 100 აბონენტს შეუძლია.
მთავრობის თავმჯდომარემ ტურიზმის სექტორშიც დადებით დინამიკაზე ისაუბრა. 2025 წელს რეგიონს 4.8 მილიონი ვიზიტორი ეწვია, საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავლებმა კი 1.8 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. გაიზარდა როგორც საერთაშორისო ავიარეისების, ისე მთიანი აჭარის ტურისტულ მარშრუტებზე ვიზიტების რაოდენობა.
ჯანდაცვის მიმართულებით აღინიშნა, რომ 2026 წლის მხოლოდ ხუთ თვეში სამინისტროს პროგრამებით უკვე 30 ათასზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა. მიმდინარეობს მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება - რესპუბლიკური საავადმყოფოს გაფართოება, N1 პოლიკლინიკისა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობა.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო „ოცნების ქალაქის“ პროექტს, ასევე პროგრამას „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“, რომლის განხორციელების შედეგად საცხოვრებელი პირობები ასობით ოჯახს გაუუმჯობესდება.
განათლების სფეროში 2026-2028 წლებში დაგეგმილია 30 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა და 70 სკოლის რეაბილიტაცია. სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 2026-2029 წლებში 200 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.
კულტურის მიმართულებით გაგრძელდება ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენა-რეაბილიტაცია, ხოლო სოფლის მეურნეობის მიმართულებით აჭარის მთავრობის მხარდაჭერით გრძელდება ფერმერთა ხელშეწყობის პროგრამები.
მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ აჭარის მთავრობა მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მოსახლეობის საჭიროებებზე ორიენტირებული პროექტების განხორციელებას, ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობასა და რეგიონის კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას.
1781627834
ახალი ამბებილევან მახაშვილი: ლუქსემბურგის პარლამენტში გვქონდა ნაყოფიერი და საინტერესო დისკუსია, არის სურვილი და მზაობა, რომ განახლდეს პოლიტიკური დიალოგი საქართველოსა და ევროკავშირს შორის
„ლუქსემბურგის პარლამენტში გვქონდა ძალიან ნაყოფიერი, კონსტრუქციული და საინტერესო დისკუსია ლუქსემბურგის პარლამენტის წევრებთან“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თ...
1781621952
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის კომისარს შეხვდა
2026 წლის 16 ივნისს, ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ვიზიტით მყოფ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის (NEAC) კომის...
1781621180
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი: საქართველო გააგრძელებს პირობების შესრულებას, რაც ასოცირების შეთანხმებით არის გათვალისწინებული - როგორც მაშინ, მოთმინებით გავაგრძელეთ სვლა კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ასევე, გავაკეთებთ ახლაც
„რა არის საქართველოზე დამოკიდებული რომ ევროკავშირთან ურთიერთობა გაუმჯობესდეს“, - ამ საკითხზე „დღის ქრონიკაში“ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარ...
1781619573
ახალი ამბებისაქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის დელეგაციას შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის (NEAC) დელეგაციას შეხვდა, რომელსაც კომისარი ცინ იჭი ხელმძღვანელობს. შეხვედრაზე ყურადღება გამ...
1781619014
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: რა კლუბში მიღებ? ან არ მიმიღო და მითხარი, რომ არ მიმიღებ, ან თუ მიმიღებ, მაღიარე, რომ შენი თანასწორუფლებიანი ვარ
„სად მიღებ, რა კლუბში მიღებ? ან არ მიმიღო და მითხარი, რომ არ მიმიღებ, ან თუ მიმიღებ, მაღიარე, რომ შენი თანასწორუფლებიანი ვარ“, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის...































