ალბი კორძაია ხოშტარიაზე: რაც შეეხება ელენეს გუშინდელ ბოდვას, არ ვიცი რატომ დაიწყო საუბარი მშვიდობიან პროტესტზე - მისი აღებული კურსი დეკემბერში იყო სწორი და კიდევ 10 წელი სიარულს მშვიდობიანი პროტესტის გამოსახატავად არავინ აპირებს

რაც შეეხება გუშინდელ ელენეს ბოდვას. არ ვიცი ახლა რატომ და რა მიზეზით დაიწყო საუბარი მშვიდობიან პროტესტზე, ყველამ ვიცით, რომ 4-იანის ოფისში (და არამარტო) დიდი რაოდენობით პიროტექნიკა იყო შენახული, - ასე ეხმიანება რადიკალი აქტივისტი ალბი კორძაია, ელენე ხოშტარიას მიერ გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ ის ხელისუფლების ძალადობრივ დამხობას არ ემხრობა და ამას არათუ ხელს შეუწყობს, არამედ, პირიქით, ხელს შეუშლის.
კორძაიას თქმით, ელენე ხოშტარია დეკემბერში აქციებზე პიროტექნიკის გამოყენების საჭიროებაზე საუბრობდა და მისი ეს კურსი სწორი იყო, ვინაიდან, კიდევ ათი წელი მშვიდობიანი პროტესტის გამოსახატავად სიარულს არავინ აპირებს.
„რაც შეეხება გუშინდელ ელენეს ბოდვას. არ ვიცი ახლა რატომ და რა მიზეზით დაიწყო საუბარი მშვიდობიან პროტესტზე, ყველამ ვიცით რომ 4-ანის ოფისში (და არამარტო) დიდი რაოდენობით პიროტექნიკა იყო შენახული (რაც ძალიან კარგია, რომ არ ჩამოერთვათ). ასევე მე იმ ადამიანების კატეგორიას მივეკუთვნები ვინც აკვირდება და არ ივიწყებს ახლო წარსულში პოლიტიკოსების ყოველივე ნათქვამ სიტყვას. მე გეტყვით რას ამბობდა ელენე დეკემბერში, ვიდეოს თუ ვიპოვი, თან დავურთავ.
- დიახ, ჩვენთან ოფისში ნახავთ პიროტექნიკას, პროტესტის დროს პიროტექნიკაც უნდა გამოიყენო როდესაც საჭიროა.
რამ შეცვალა ელენეს განწყობა ამ თემის მიმართ ასე წარმოდგენა არ მაქვს, თუმცა მისი აღებული კურსი დეკემბერში იყო სწორზე სწორი და კიდევ 10 წელი სიარული მშვიდობიანი პროტესტის გამოსახატავად არავინ არ აპირებს“, - წერს ალბი კორძაია სოციალურ ქსელში.
1749903785
ახალი ამბებითამარ ზოდელავა სახელმწიფო გრანტზე: ძალიან ბევრი საჭიროება და იდეა არის და ეს ეროვნული, ძალიან დროული ინიციატივაა, იმისათვის, რომ ჩვენი ქართული სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება უზრუნველვყოთ სახელმწიფო გრანტების გაცემით
„ძალიან ბევრი საჭიროება და ბევრი იდეა არის და ეს ეროვნული და ძალიან დროული ინიციატივაა, იმისათვის, რომ ჩვენი ქართული სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება უზრუნველვყოთ სახელმწიფო გრანტების გაცემით“, - ა...
1749902522
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ბრიტანეთის საელჩოზე: ისინი წუხან, თუ რატომ ვერ გასცემენ გრანტებს პირდაპირ „ნაციონალური მოძრაობის“ დანაყოფებზე. „საუბარია, „ტაბულაზე“ და მსგავსი ტიპის ორგანიზაციებზე
„ისინი წუხან, თუ რატომ ვერ გასცემენ გრანტებს პირდაპირ „ნაციონალური მოძრაობის“ დანაყოფებზე. მოდით, ჩავიხედოთ, ვისზე არის საუბარი“, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგი...
1749900013
მსოფლიოისრაელის თავდაცვის მინისტრი - ხამენეი ისრაელის მიმართულებით რაკეტების სროლას თუ გააგრძელებს, თეირანი დაიწვება
ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი ირანის სულიერ ლიდერს ალი ხამენეის აფრთხილებს და ხაზგასმით აღნიშნავს „თუ ისრაელის მიმართულებით რაკეტების სროლა გაგრძელდება, თეირანი დაიწვება“. „ირანელი დიქტატორ...
1749898147
ახალი ამბებირომის პაპი ისრაელსა და ირანს დიალოგისკენ მოუწოდებს
რომის პაპი ლეო XIV ისრაელისა და ირანის ხელისუფლებებს „გონივრული“ მოქმედებისა და დიალოგისკენ მოუწოდებს. რომის პაპის თქმით, მიმდინარე პროცესებს დიდი წუხილით აკვირდება. „ასეთ რთულ დროს მსურს დაჟინებით...
1749894764
ახალი ამბებილევან ნიკოლეიშვილი: რეგიონში ამ დაძაბულობის ფონზე, საქართველოს მიერ პრაგმატული პოლიტიკის შენარჩუნება აუცილებელია
„რეგიონში ამ დაძაბულობის ფონზე, საქართველოს მიერ პრაგმატული პოლიტიკის შენარჩუნება აუცილებელია, ჩვენ ვართ და უნდა ვიყოთ მშვიდობის მომხრეები, მით უმეტეს თუ დიდ პოლიტიკურ თამაშში, რომლის შედეგადაც ესკალ...