ანდრია ბასილაია: გამოვლინდა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ძვირად ღირებული მედიკამენტები არ იყო ხელმისაწვდომი, მოხდა კონსულტაციები დარგის სპეციალისტებთან და შემუშავდა ახალი პროგრამა, რომელიც პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება

სოციალური და ჯანდაცვის მიმართულება პრიორიტეტია ქალაქისთვის და ყოველწლიურად ნახევარი მილიონი თბილისელი ბენეფიციარი იღებს ამ სიკეთებს, რაც ამ პროგრამებში გვაქვს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თბილისის მერის მოადგილემ, ანდრია ბასილაიამ სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით გაკეთებულ პრეზენტაციაზე საუბრისას.
„როდესაც ახალ პროგრამებზე ვმუშაობთ, ჩვენ აუცილებლად ვიკვლევთ ბაზარზე არსებულ სიტუაციას. ამ შემთხვევაში გამოვლინდა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ეს ძვირად ღირებული მედიკამენტები არ იყო ხელმისაწვდომი, მოხდა კონსულტაციები დარგის სპეციალისტებთან და შემუშავდა ახალი პროგრამა, რომელიც პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება და ყველა თბილისელს შეეძლება რომ შემოიტანოს განაცხადი ამ პროგრამაში. სოციალურად დაუცველ პირებს 100%-ით დაუფინანსდებათ, ყველა სხვა პირს კი 80%-ით. როდესაც დაისმება დიაგნოზი, შემდეგ ხდება მომართვა მუნიციპალიტეტში და მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსება აღნიშნული მედიკამენტების.
აუტიზმის სპექტრის მიმართულებითაც გვაქვს პროგრამები, სადაც ამ ეტაპზე ჩართულია 12 დღის ცენტრი. მშობლებს შეუძლიათ მიიყვანონ მსგავსი დარღვევის მქონდე ბავშვები და გაიარონ შესაბამისი კურსები. ამ მიმართულებით ყოველ წელს იზრდება მოთხოვნა ამ მიმართულებით, ბოლო გადაწყვეტილებით გაიზარდა ბიუჯეტი და დღეს უკვე 2 400-მდე ადამიანი იღებს აღნიშნულ მომსახურებას.
შშმ პირების დახმარება და მათი საზოგადოებაში ინტეგრაცია ერთ-ერთი პრიორიტეტია ჩვენი სოციალური პოლიტიკის. ყოველწლიურად დაახლოებით 15 მილიონი ლარი იხარჯება ამ მიმართულებით, სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში“, - აღნიშნა ანდრია ბასილაიამ.
თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის მიმართულებით ბოლო წლებში განხორციელებული პროგრამების პრეზენტაცია დღეს გაიმართა.
1751306241
ახალი ამბებიელენე ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა
ელენე ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა. რვა პოლიტიკური პარტია უარს ამბობს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე, რის საფუძველზეც შიმშილობა ელენე ხოშტარიასთან ერთად გედევან ფოფხაძემაც შეწყვიტა. რვა ოპოზიციურ...
1751304338
საზოგადოებაირაკლი ზარქუა: უკვე იმ დონეზე მივიდნენ, რომ ოპოზიცია შიმშილობს, ოპოზიციას ხმა რომ გააგონოს
უკვე იმ დონეზე მივიდნენ, რომ ოპოზიცია შიმშილობს, ოპოზიციას ხმა რომ გააგონოს, - განაცხადა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ. „ამათ პრეტენზია ჰქონდათ, რო...
1751303273
საზოგადოებალევან მახაშვილი: ეს არის დიპლომატიის მანტიით შეფუთული პოლიტიკური მატრაკვეცობა. მოვუწოდებთ გერმანიის ელჩს თავი დაანებოს რადიკალური პოლიტიკური ოპოზიციის როლის თამაშს და მიხედოს იმას, რისთვისაც არის წარმოგზავნილი
ეს არის დიპლომატიის მანტიით შეფუთული პოლიტიკური მატრაკვეცობა, - განუცხადა „ქრონიკას“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა გერმანიის ელჩის მიერ რუსთაველზე მოშიმშილ...
1751303239
საზოგადოებაგურამ მაჭარაშვილი გერმანიის ელჩზე: აშკარად, პირდაპირ არის ჩართული პოლიტიკურ პროცესში, რადიკალური პროცესების სასარგებლოდ
ეს არ არის წახალისება უკვე, ეს არის პროცესში ჩართვა ელჩის, რომელიც არღვევს ყველას და ყველაფერს დედამიწის ზურგზე, რაც კი დიპლომატიასთან არის დაკავშირებული, - განუცხადა ჟურნალისტებს „ხალხის ძალის“ აღმას...
1751303207
საზოგადოებადავით მათიკაშვილი ხოშტარიას შიმშილობაზე: ეს ფაქტი კარგად აჩვენებს იმას, რომ მხარდაჭერის გარეშე დარჩენილ ქართულ რადიკალურ ოპოზიციას აღარსად აქვს თითი გასაშვერი და უკვე ერთმანეთს აბრალებენ მთელს უბედურებას, რაც თვითონ დაიმართეს
ეს არის ქართველი რადიკალიზმის ნოუჰაუ, მსოფლიოში ასეთი მეორე ფაქტს მე ვერ ვიხსენებ, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა ელენე ხოშტარიას შიმ...