„აქციის იმ მონაწილეების შეკრება, რომლებიც ახლა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან, არის არასანქცირებული, მოვუწოდებთ მათ, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან“ - თბილისის მერია
„მიმდინარე წლის 22 აპრილს თბილისის მერიას წერილით მიმართა პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, 29 აპრილს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ სახალხო შეკრებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნულის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.
„შეკრების მასშტაბურობიდან გამომდინარე, ორგანიზატორებმა დაგეგმეს სამზადისის დაწყება სამი დღით ადრე და მოითხოვეს კანონით გათვალისწინებული სხვადასხვა ღონისძიების გატარება.
არსებობს კანონის შესაბამისი გაფრთხილება, რომ 27 აპრილიდან 30 აპრილამდე, „ქართულ ოცნებას“ დაკავებული აქვს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, სადაც ეწყობა მსუბუქი კონსტრუქციის სცენა, მონტაჟდება ეკრანები და სხვადასხვა აპარატურა.
თბილისის მერიამ დილითვე გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ 29 აპრილს დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით შეიზღუდება ტრანსპორტის გადაადგილებაც.
შესაბამისად, აქციის იმ მონაწილეების, შეკრება, რომლებიც ახლა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან, არის არასანქცირებული. მოვუწოდებთ მათ, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან და მისცენ 29 აპრილს დაგეგმილი ღონისძიების ორგანიზატორებს სამუშაოების ჩატარების შესაძლებლობა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
1715612251
ახალი ამბებითბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ინერტული ნარჩენით გარემოს დაბინძურების მასშტაბური ფაქტები გამოავლინა
თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სახელმწიფოს კუთვნილ მიწებზე ინერტული ნარჩენით გარემოს დაბინძურების მასშტაბური ფაქტები გამოავლინა. სამართალდარღვევის ფაქტები აღიკვეთა: დიდ ლილოში, გლდანის შემოვლით გზ...
1715609891
მსოფლიოყაზახეთის ეკონომიკის ყოფილ მინისტრს, რომელიც ცოლის მკვლელობაშია ბრალდებული, 24-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ყაზახეთის ეკონომიკის ყოფილ მინისტრს, კუანდიკ ბიშიმბაევს 24 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ნაფიცმსაჯულებმა ის დამნაშავედ ცნეს ცოლის მკვლელობაში. გამოძიების ცნობით, ბიშიმბაევმა სალტანატ ნუკენოვა სი...
1715606192
ახალი ამბებივალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 13 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.6804 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6755 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კ...
1715606024
ახალი ამბები„ორგანიზატორებმა უბრალოდ ჩაისვ*რეს... ვის აჰყავს სცენაზე ეს უკიდეგანო სირე*ი?“ - იაგო ხვიჩია
პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომლითაც აქციის ორგანიზატორებს აკრიტიკებს. „არ ვიცი აღიარებენ თუ არა, მაგრამ გუშინდელი აქციის ორგანიზატორებმა უბრალოდ ჩაისვ...
1715605888
ახალი ამბებიქართველმა პარატაეკვონდოისტებმა ევროპის ჩემპიონატზე სამი მედალი მოიპოვეს
სერბეთში დედაქალაქ ბელგრადში გამართულ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე პარატაეკვონდოში ქართველმა პარასპორტსმენებმა სამი მედალი მოიპოვეს. ტურნირზე ლია ჩაჩიბაია, ნატალია ოჩიგავა და გიორგი ნიკოლაძე ბრინჯაო...