არჩილ გორდულაძე ხოშტარიაზე: არ მინდა, ოთხი შვილის დედასთან დაკავშირებით რაიმე კომენტარი გავაკეთო, ვინაიდან ოთხი შვილის დედა წარსულში სხვაც გვახსოვს, რომელიც სხვადასხვა დანაშაულში იყო მხილებული
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ გამოეხმაურა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას მკურნალი ექიმი, რევმატოლოგი მაკა იოსელიანი და ექიმი, “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრი ანი ქავთარაძე პენიტენციური სამსახურის დირექტორს გიორგი პატარიძეს ხვდებიან.
არჩილ გორდულაძის თქმით, კარგია, რომ აღნიშნული შეხვედრა იმართება, თუმცა როგორც მან აღნიშნა, შეხვედრას წინ უძღოდა პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელის განცხადება.
„ძალიან კარგი, მას შემდეგ, რაც გავრცელდა პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელის განცხადება. ძალიან კარგია, მშვენიერია. რაც შეეხება პატიმრობას, მე არ მინდა, რომ ოთხი შვილის დედასთან დაკავშირებით რაიმე კომენტარი გავაკეთო, ვინაიდან ოთხი შვილის დედა წარსულში სხვაც გვახსოვს, რომელიც სხვადასხვა დანაშაულში იყო მხილებული. მათ შორის, ევროპის მასშტაბითაც შესაძლოა ყოფილიყვნენ ასეთი ადამიანები.
ჩვენი მიდგომა რა უნდა უნდა იყოს ადამიანების მიმართ, რომ ადამიანის უფლებები განუხრელად უნდა იყოს დაცული, მას შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, რომ თავისი უდანაშაულობა ამტკიცოს სასამართლოში და შემდეგ, მიუხედავად იმისა, რა პოლიტიზებაც არ უნდა მოხდეს ამ საქმისა, თუ არ დააკმაყოფილებს საქართველოში მიღებული გადაწყვეტილება, თავისი უფლების დარღვევაზე იდავოს სტრასბურგის სასამართლოში. ასეთ შემთხვევებში, ყველა ასეთ პოლიტიზებულ საქმეზე, ათით ნულს იგებს საქართველო, მიუხედავად იმისა, ე.წ. ელჩები, პოლიტიკოსები თუ სხვა ევრობიუროკრატები რა განცხადებებს გააკეთებენ“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე ელენე ხოშტარიას თემას დღეს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. მისი თქმით, პარასკევს ელენე ხოშტარიასთან ექიმის ვიზიტის შემდეგ შეთავაზებული იქნა მსჯავრდებულის პირადი ექიმის და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელთან შეხვედრა, თუმცა ეს შეხვედრა ორშაბათამდე მსჯავრდებულის ექიმის მაკა იოსელიანის სურვილით გადაიდო. მან კიდევ ერთხელ მიმართა მაკა იოსელიანს, რომ მზად არის, ნებისმიერ დღეს, ნებისმიერ დროს, შეხვდეს მას და გაცვალონ პოზიციები.
1782586421
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ჩვენ, აშშ-სთან ყველაფერი გაკეთებული გვაქვს, რომ ამ ადმინისტრაციასთან ურთიერთობები რეალური პარტნიორობის ნიშნულიდან დაიწყოს
საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობებზე, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ ისაუბრა. „ჩვენ, აშშ-სთან ყველაფერი გა...
1782583998
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ჯარისკაცის ხელფასზე ვერასდროს ვიტყვი საკმარისია, ვინაიდან ისინი თავს სწირავენ თავიანთი სამშობლოსთვის. ისევე, როგორც მასწავლებლის ხელფასი, პოლიციელის, ექიმის ხელფასი
ჯარისკაცის ხელფასზე ვერასდროს ვიტყვი საკმარისია, ვინაიდან ისინი თავს სწირავენ თავიანთი სამშობლოსთვის. ისევე, როგორც მასწავლებლის ხელფასი, პოლიციელის, ექიმის ხელფასი, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-...
1782580161
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე: ევროპარლამენტში არიან ევროპარლამენტარები, რომლებისთვისაც წაუკითხავი რეზოლუციების მხარდაჭერა მისაღებია, იმიტომ რომ მათ უკან მდგომ ძალებს ასე ხელეწიფებათ
ევროპარლამენტში არიან ევროპარლამენტარები, რომლებისთვისაც წაუკითხავი რეზოლუციების მხარდაჭერა მისაღებია, იმიტომ რომ მათ უკან მდგომ ძალებს ასე ხელეწიფებათ, - იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმ...
1782578336
საზოგადოებამაჭავარიანი: რაც შეეხება გუშინდელ ინციდენტს, მინდა საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო. უსიამოვნო იყო, თუმცა პოლიტიკური პარტია, რომელიც მოწადინებულია მხოლოდ იმაზე, რომ შინაარსზე არ ილაპარაკოს და პირადი შეურაცხყოფები გაყენოს, რთულია ამ ყველაფრის მოთმენა
რაც შეეხება გუშინდელ ინციდენტს, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მო...
1782577283
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: საქართველო მართლაც რომ გზაჯვარედინზე მდებარეობს, ჩვენს გარშემო განსხვავებული ძალების, ხედვების და პრიორიტეტების ჭიდილი ჩვენგან გამორჩეულ სიფრთხილეს და სიზუსტეს მოითხოვს
საქართველო მართლაც რომ გზაჯვარედინზე მდებარეობს, ჩვენს გარშემო განსხვავებული ძალების, ხედვების და პრიორიტეტების ჭიდილი ჩვენგან გამორჩეულ სიფრთხილეს და სიზუსტეს მოითხოვს, - განაცხადა საქართველოს საგარე...


























