გიორგი პატარიძე: ორშაბათს ქალბატონ მაკასთან შეხვედრის შემდეგ დაიგეგმება მსჯავრდებულ ელენე ხოშტარიას მკურნალობის ტაქტიკა, დამატებითი კვლევები და სხვა თანამდევი პროცედურები

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის გიორგი პატარიძის განცხადებით, მსჯავრდებულ ელენე ხოშტარიას ორშაბათს მისი ექიმი მოინახულებს, გასინჯავს დეტალურად და ამის შემდეგ შეხვედრა შედგება სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, სადაც შემდგომი მკურნალობის ტაქტიკა დაიგეგმება.

,,პირველ რიგში, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ქალბატონ მაკა იოსელიანს. ჩვენ გვქონდა საკმაოდ ხანგრძლივი საუბარი, დეტალურად განვიხილეთ ყველა ის შემდგომი პროცესი რაც საჭირო იქნება მსჯავრდებულის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. დავიგეგმეთ, რომ ორშაბათს ქალბატონი მაკა კვლავ განახორციელებს ვიზიტს პენიტენციურ დაწესებულებაში, მოინახულებს მსჯავრდებულს და შემდგომ უკვე დაიგეგმება ტაქტიკა მკურნალობის, დამატებითი კვლევების და სხვა თანმდევი პროცედურების.როგორც აღვნიშნე ქალბატონი მაკა დაწესებულებაში შევა ორშაბათს, კვლავ მოხდება მსჯავრდებულის გამოკვლევა უფრო დეტალური და შემდგომ, უკვე ჩვენ შევიკრიბებით, რა თქმა უნდა, ჩვენ სამედიცინო გუნდთან ერთად ქალბატონ მაკასთან და გვექნება უკვე გასინჯვის შემდგომი განხილვა და შემდგომი მკურნალობის ტაქტიკის დაგეგმვის პროცედურები“, _განაცხადა გიორგი პატარიძემ და აღნიშნა, რომ განსაკუთრებულ პერსონალურ მონაცემების გათვალისწინებით დამატებით დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

კითხვაზე შეხვედრის ფარგლებში აჩვენეს თუ არა ექიმებს ელენე ხოშტარიას კადრები გიორგი პატარიძემ განმარტა:

,,კიდევ ერთხელ მოკლებული ვარ შესაძლებლობას დამატებითი კომენტარი გავაკეთო. ორშაბათს ქალბატონი მაკა შებრძანდება დაწესებულებაში, მოინახულებს მსჯავრდებულს და შემდგომ უკვე დავიგეგმებით მის შემდგომ მკურნალობის ტაქტიკაზე.მე მოკლებული ვარ შესაძლებლობას პასუხი გაგცეთ ამაზე“,-განაცხადა გიორგი პატარიძემ.

რაც შეეხება მსჯავრდებულ ელენე ხოშტარიას კლინიკაში გადაყვანის საკითხს როგორც გიორგი პატარიძემ განმარტა აღნიშნული საკითხი დაზუსტდება მას შემდეგ რაც მას მკურნალი ექიმი მოინახულებს.

,,ქალბატონი მაკა შევა ორშაბათს. შესაბამისად 2 საათზე იქნება ჩვენთან უკვე სამსახურში და ჩვენ სამედიცინო გუნდთან ერთად განვიხილავთ პროცესებს, რომელიც სამომავლოდ დაიგეგმება მსჯავრდებულ ელენე ხოშტარიას მიმართ. დაველოდოთ ნუ გავასწრებთ მოვლენებს. დაველოდოთ ქალბატონ მაკას ორშაბათს შევხვდებით და შემდგომ დეტალურად გაგაცნობთ უფრო ინფორმაციას“,-განაცხადა გიორგი პატარიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1782584679

საზოგადოება

არჩილ გორდულაძე ხოშტარიაზე: არ მინდა, ოთხი შვილის დედასთან დაკავშირებით რაიმე კომენტარი გავაკეთო, ვინაიდან ოთხი შვილის დედა წარსულში სხვაც გვახსოვს, რომელიც სხვადასხვა დანაშაულში იყო მხილებული

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ გამოეხმაურა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარია...

არჩილ გორდულაძე

1782583998

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: ჯარისკაცის ხელფასზე ვერასდროს ვიტყვი საკმარისია, ვინაიდან ისინი თავს სწირავენ თავიანთი სამშობლოსთვის. ისევე, როგორც მასწავლებლის ხელფასი, პოლიციელის, ექიმის ხელფასი

ჯარისკაცის ხელფასზე ვერასდროს ვიტყვი საკმარისია, ვინაიდან ისინი თავს სწირავენ თავიანთი სამშობლოსთვის. ისევე, როგორც მასწავლებლის ხელფასი, პოლიციელის, ექიმის ხელფასი, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-...

ლევან მაჭავარიანი

1782580161

საზოგადოება

არჩილ გორდულაძე: ევროპარლამენტში არიან ევროპარლამენტარები, რომლებისთვისაც წაუკითხავი რეზოლუციების მხარდაჭერა მისაღებია, იმიტომ რომ მათ უკან მდგომ ძალებს ასე ხელეწიფებათ

ევროპარლამენტში არიან ევროპარლამენტარები, რომლებისთვისაც წაუკითხავი რეზოლუციების მხარდაჭერა მისაღებია, იმიტომ რომ მათ უკან მდგომ ძალებს ასე ხელეწიფებათ, - იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმ...

არჩილ გორდულაძე

1782578336

საზოგადოება

მაჭავარიანი: რაც შეეხება გუშინდელ ინციდენტს, მინდა საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო. უსიამოვნო იყო, თუმცა პოლიტიკური პარტია, რომელიც მოწადინებულია მხოლოდ იმაზე, რომ შინაარსზე არ ილაპარაკოს და პირადი შეურაცხყოფები გაყენოს, რთულია ამ ყველაფრის მოთმენა

რაც შეეხება გუშინდელ ინციდენტს, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მო...

ლევან მაჭავარიანი

1782577283

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო მართლაც რომ გზაჯვარედინზე მდებარეობს, ჩვენს გარშემო განსხვავებული ძალების, ხედვების და პრიორიტეტების ჭიდილი ჩვენგან გამორჩეულ სიფრთხილეს და სიზუსტეს მოითხოვს

საქართველო მართლაც რომ გზაჯვარედინზე მდებარეობს, ჩვენს გარშემო განსხვავებული ძალების, ხედვების და პრიორიტეტების ჭიდილი ჩვენგან გამორჩეულ სიფრთხილეს და სიზუსტეს მოითხოვს, - განაცხადა საქართველოს საგარე...

მაკა ბოჭორიშვილი