ბენიამინ ნეთანიაჰუ: ირანის წინააღმდეგ ოპერაცია იმისთვის დავიწყეთ, რომ ისრაელისთვის ბირთვული და ბალისტიკური საფრთხე აგვეცილებინა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქვეყნის მოსახლეობას კიდევ ერთხელ მიმართა და განაცხადა, ირანის ბირთვული საფრთხის აღმოსაფხვრელად ოპერაცია გრძელდება.

ნეთანიაჰუს თქმით, ამ დროისთვის ისრაელი თეირანის საჰაერო სივრცეს აკონტროლებს. მისი განცხადებით, ბრძოლა გრძელდება ღაზის სექტორში დაჯგუფება „ჰამასის“ რეჟიმის გასანადგურებლად და მათ ტყვეობაში მყოფი მძევლების გასათავისუფლებლად.

„ჩვენ ეს ოპერაცია იმისთვის დავიწყეთ, რომ ორი სერიოზული საფრთხე აგვეცილებინა ისრაელის სახელმწიფოსთვის: ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების საფრთხეები. ახლა ჩვენ ვაკონტროლებთ ცას თეირანის თავზე, ძლიერ დარტყმებს ვაყენებთ აიათოლას რეჟიმს, მიზანში ვიღებთ ბირთვულ ობიექტებს, რაკეტებს, სამეთაურო ცენტრებს - რეჟიმის სიმბოლოებს. ვესაუბრები მსოფლიო ლიდერებს და ისინი აღფრთოვანებულები არიან ჩვენი სიმამაცითა და მიღწევებით. ისრაელის სახელმწიფო ახლა ისე ძლიერია, როგორც არასდროს“, - თქვა ნეთანიაჰუმ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1750340163

ახალი ამბები

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დავით ცინდელიანის სიცოცხლის უფლების ხელყოფის საქმე და 2019 წლის 20 ივნისს თბილისში განვითარებული მოვლენები განიხილა

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელმა პა...

 საგამოძიებო კომისია

1750339895

საზოგადოება

გიორგი ვოლსკი: შემოვიდა დაპირისპირების, ლანძღვის და ზიზღის ისეთი ფორმები, რომლებიც არც საქართველოს კულტურას, არც მის ისტორიას არ ახასიათებს და მის მომავალს სერიოზულ საფრთხეს უქმნის

მმართველი გუნდის შეფასებით რეზოლუცია, რომელიც ევროპარლამენტმა მიიღო უსამართლოა და საქართველოს მიმართ გარე ძალების დამოკიდებულებას ასახავს. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის აზრით, „შემ...

გიორგი ვოლსკი

1750339326

სპორტი

გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში გურამ თუშიშვილი (+100 კგ) ფინალში იჭიდავებს – ქართველმა მძიმეწონოსანმა ფინალში გასასვლელ დაპირისპირებაში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი,...

ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი

1750338677

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 19 ივნისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7270 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7276 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...

ზოგადი

1750338072

მსოფლიო

ბუდაპეშტის ლიბერალი მერი: აკრძალვის მიუხედავად, ბუდაპეშტში პრაიდის მსვლელობა გაიმართება

„ბუდაპეშტის მერია 28 ივნისს ბუდაპეშტის პრაიდის მსვლელობას ჩაატარებს და დღის მთავარ ღონისძიებად აქცევს“, - წერს Facebook-ზე ქალაქის ლიბერალი მერი გერგეი კარაჩონი. მან პირობა დადო, რომ მიუხედავად წინააღ...

ბუდაპეშტის ლიბერალი მერი